მაგნიუმის ციტრატი.
60,0 ლარი 60 კაფსულა.
✔ მაგნიუმის მნიშვნელობა და აუცილებლობა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების ნორმალიზებისთვის ❗❗❗
👉 მინერალებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამ მინერალებს შორის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა მაგნიუმი, რომელსაც ასევეშეგვიძლია ვუწოდოთ ენერგიის მინერალი, რადგან მასზეა დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე უამრავი პროცესი. ამიტომაც ბუნებრივია, მაგნიუმთან მიმართებაში ჩნდება კითხვები.
❗❓ მაგნიუმის როლი ორგანიზმის ნორმალური ფუქნციონირებისთვის:
👉 მაგნიუმი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია. მაგნიუმი, კალციუმი და D ვიტამინი ერთობლივად განსაზღვრავს ძვლების სიმტკიცის ხარისხს. გარდა ამისა, მაგნიუმი მონაწილეობს ადამიანის ორგანიმში მიმდინარე უამრავ ბიოქიმიურ პროცესში, ნერვული იმპულსების გადაცემაში. ის თუთიასთან ერთად აუმჯობესებს იმუნური სისტემის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია B1, B6 და C ვიტამინის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის.
👉 მას აქვს უჯრედების რეგენერაციის (უჯრედების აღდგენის უნარი) და ონკოპროტექტორული თვისებებით ხასიათდება.
მაგნიუმის დონე მნიშვნელოვანია გულის მშაობის ნორმალიზებისთვის (ნორმალური რითმისთვის).
მაგნიუმი ამცირებს ე.წ ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, შესაბამისად მცირდება ათეროსკლეროზის განვითარების რისკიც.
❗❓ მაგნიუმის დეფიციტის ნიშნები:
👉 მაგნიუმის დეფიციტის განსაკუთრებული ნიშანი არის კუნთების კრამპი (კრუნჩხვა, დაჭიმულობა), უპირატესად ქვემო კიდურების კუნთების უეცარი, უნებლიე შეკუმშვები, რასაც მოუსვენარი ფეხის სინდრომსაც უწოდებენ. იგი ფეხების, ან მხოლოდ ტერფების მუდმივი მოძრაობის სურვილით გამოიხატება უმეტესად საღამოს ან ღამით წოლის დროს. ასევე ხშირია კიდურების დაბუჟების შეგრძნება, ხშირად ჭიანჭველების ცოცვასაც ადარებენ, რასაც უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება.
👉 მაგნიუმის დეფიციტის მნიშვნელოვანი სიმპტომი მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტეა. მაგნიუმი მონაწილეობს ორგანიზმის თითოეულ უჯრედში ენერგიის გამომუშავებაში.
მაგნიუმის ნაკლებობისას სიმპტომატურია აგრეთვე ჩხვლეტის შეგრძნება, ხელების კანკალი, სახის კუნთების სპაზმი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, ცნობიერების დათრგუნვა, მეხსიერების გაუარესება, უძილობა, შფოთვა ძილში, გულის რითმის დარღვევები, არითმიის მიზეზი ხშირად სწორედ მაგნიუმის დეფიციტია.
👉 გამომდინარე იქიდან, რომ მაგნიუმი არის უნივერსალური სპაზმოლიზური საშუალება (ამცირებს სპაზმს), მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები (ჰიპომაგნემია) შეიძლება გამოვლინდეს სისხლძარღვების სპაზმით, რის ფონზეც არის მაღალი არტერიული წნევა, მიგრენის ტიპის თავის ტკივილი. პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის დროს კი ხშირად უჩივიან სიცივის შეგრძნებას ზედა და ქვედა კიდურებში. ცივი ხელები მოსახლოების საკმაოდ დიდი ნაწილის პრობლემაა. ასევე მაგნიუმის დეფიციტს უკავშირდება გარკვეულწილად სანაღვლე გზების სპაზმი, რის ფონზეც ვერ ხდება ნორმალურად ნაღვლის გამოდინება ნაღვლის ბუშტიდან.
მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა აუმჯობესებს მდგომარეობას სპაზმის მოხსნის ფონზე, შესაბამისად მცირდება თავის ტკივილი, უმჯობესდება არტერიული წნევა და სხვა.
👉 ტკივილის და დისკომფორტის მიზეზი მუცლის არეში, რომელიც გამოწვეულია ნაწლავთა სპასტიური ტკივილით, ნაწლავთა სპაზმური შეტევებით (ანუ როცა ნაწლავთა ტონუსი მომატებულია) შეიძლება იყოს მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული. მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს ყაბზობითაც, რისი მიზეზიც ასევე ნაწლავთა კუნთების სპაზმია.
👉 ნებისმიერი პროცესი ორგანიზმში რომელიც ფიზილოგიურად დაკავშირებულია სპაზმთან, ყოველთვის საჭიროებს მაგნიუმის მიღებას და მისი დეფიციტის შევსებას.
✅ აღნიშნული ჩივილები შესაძლოა სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული და მათი არსებობა ცალსახად მხოლოდ ჰიპომაგნემიას არ უკავშირდება. თუმცა, მაგნიუმის ნორმალურ დონეს თუნდაც სხვა დაავადებებით გამოწვეული, აღნიშნული ჩივილების შემთხვევაშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
❗❓ მაგნიუმის როლი ჩვენს ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებაში:
👉 მაგნიუმი ენერგიის მთავარი მინერალია. მაგნიუმის დახმარებით კუნთის ციტოპლაზმაში არსებული კრეტინფოსფატი წარმოქმნის ადენოზინტრიფოსფატს ანუ ატფ-ს, რომელიც განსაზღვრავს თითოეული უჯრედის ენერგიას. სწორედ ამ მექანიზმის დარღვევასთან გვაქვს საქმე მაგნიუმის დეფიციტის დროს, რაც ვლინდება საერთო სისუსტით.
👉 საერთო სისუსტის და დაღლილობის მოგვარებას ადამიანები ხშირად ჭარბი რაოდენობით ყავის ან შოკოლადის მიღებით ცდილობენ, რაც კიდევ უფრო აუარესებს მაგნიუმის დეფიციტს და არსებულ მდგომარეობას. ბუნებრივია, პრობლემას არ ქმნის 1 ფინჯანი ყავის მიღება, საუბარია მხოლოდ კოფეინის შემცველი ყავის ჭარბი რაოდენობით მიღებაზე.
👉 მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში გლუკოზის (შაქრის) მეტაბოლიზმისა და ინსულინისადმი მგრძნობელობის შენარჩუნებაში.
👉 მაგნიუმის დეფიციტი ერთ-ერთი მიზეზია ინსულინრეზისტენტობის, რადგან ამ დროს გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის საჭირო ხდება უფრო მეტი რაოდენობით ინსულინის გამოყოფა.
👉 მაგნიუმის დეფიციტი და გლუკოზის ცვლის დარღვევა (პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი) ქმნის მანკიერ წრეს და ერთობლივად იწვევს ინსულინრეზისტენტობას. კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ნორმალურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვნად მონაწილეობს მინერალები მაგნიუმი, ქრომი და თუთია. ინსულინის ნორმალური სინთეზისთვის საჭიროა მაგნიუმის ნორმალური დონე.
❗❓ როდისაა იზრდება მოთხოვნილება მაგნიუმზე:
👉 მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება იყოს ორსულობის და მოზარდობის პერიოდში, რადგან ამ დროს გაზრდილია მასზე მოთხოვნილება. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ასევე ამცირებს მაგნიუმის დონეს სისხლში. ანტიბიოტიკები, შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტები და ორალური კონტრაცეფტივები ასევე იწვევენ ჰიპომაგნემიას.
👉მაგნიუმზე მოთხოვნილება გაზრდილია მძიმე ფსიქიკური და ფიზიკური გადაძაბვის დროსაც. მაგალითად მძიმე გონებრივი მუშაობის დროს საჭიროა მეტი მაგნიუმის შემცველი პროდუქტის მიღება. სპორტსმენები კუნთოვანი მასის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროებენ მაგნიუმის საკმარისი რაოდენობით მიღებას.
❗❓ მაგნიუმის დეფიციტის გამომწვევი ფაქტორები:
👉 მაგნიუმის დეფიციტს იწვევს არასწორი კვება. რაფინირებული საკვები როგორიცაა სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული, ტრანსცხიმები, კონსერვანტებით, ემულგატორებით, გემოვნების გამაძლიერებლებით სავსე ქიმიური პროდუქტები და სხვა, იწვევს ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოდევნას.
👉 რაფინირებული საკვების მიღების შედეგად სისხლის პლაზმაში იმატებს გლუკოზის დონე, რაც ასევე აძლიერებს მაგნიუმის გამოყოფას, რათა ხელი შეუწყოს გლუკოზის საპასუხოდ ინსულინის გამომუშავებას. სწორედ ამ ბიოქიმიური მექანიზმის გათვალისწინებით ტკბილეულის ჭარბი რაოდენობით მიღება სწრაფად აქვეითებს მაგნიუმის დონეს სისხლში.
❗❗სამწუხაროდ, სწრაფი კვების პროდუქტების ჭარბი მოხმარება არის დროის ეკონომია საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.
✅ მაგნიუმის რეგულირება ორგანიზმში შესაძლოა მოახდინოთ მოლისანის მაგნიუმის ციტრატით.
👉 მაგნეზიუმის ციტრატი, ჩვენება:
- ხსნის შფოთვას და დაძაბულობას, გვეხმარება ცუდ ხასიათთან ბრძოლაში
- პროფილაქტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების , არითმიების.
- სტრესთან და ინფექციათან ბრძოლა
- გულყრის საწინააღმდეგო მოქმედება.
- შაკიკის და ნაბახუსევის სიმპტომების მოხსნა
- პრემენსტრუალური სიმპტომების მოხსნა
- დიდ დოზებში გამოიყენება ნაწნლავის გასათავისუფლებლად ქრონიკული შეკრულობის დროს და ნაწლავის გასაწმენდათ ქირურგიული ოპერაციების დროს ან კოლონოსკოპიის წინ.
👉 ავსებს მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმში. მაგნიუმი ორგანიზმისთვის სასიცოცხლო საჭირო ელემენტია ყველა უჯრედის ფუნქციონირებისთვის. მონაწილეობს ნივთიერება ცვლის პროცესებში, ენერგიის წარმოქმნაში და გახარჯვაში. მაგნიუმი ამასთან ერთად კალციუმის ანტაგონისტიცაა.
✔ დოზირების რეჟიმი:
შინაგანად მისაღები. რეკომენდირებული დოზა -300მგ/ დღე-ღამეში. საშუალო თერაპიული კურსი-1 თვე
❌ წინააღმდეგ ჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტზე.
მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა
AV-ბლოკადა, მიასთენია
ჰიპერმაგნიემია
ბავშთა ასაკი
სიფრთხილით: საშუალო თირკმლის უკმარისობა (ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი).
მოლისანი გისურვებთ ჯანმრთელობას❗
P.S. Цитрат магния – это продукт присоединения магния к лимонной кислоте. В молекуле содержания магния меньше, но усвояемость и биодоступность (процент попадания вещества в нужное место в организме и усвоения его там) цитрата магния высока, что позволяет использовать добавку в малом количестве.
📝 სტატიის ავტორი ექიმი: ლიკა ლაზარიაშვილი
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.