მაგნიუმის ქლორიდი.
60,0 ლარი 60 კაფსულა.
ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობის 6 ნიშანი:
👉 მაგნიუმი მონაწილეწობს 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ცილების სინთეზში და ორგანიზმის დეტოქსიკაციაში. მაგნიუმი ბევრი საკვები პროდუქტის შემადგენლობაშია და მოსახლეობის უმრავლესობა
დარწმუნებულია მის საკმარის რაოდენობით მიღებაზე. არასრულფასოვანმა კვებამ, სწრაფი კვების ობიექტების საკვების მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მაგნიუმის მკვეთრი დეფიციტი.
წარმოგიდგენთ ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლოვანების ძირითად ნიშნებს.
1. ხშირი ყაბზობა (შეკრულობა).
შეკრულობა შესაძლებელია მაგნიუმის ნაკლებობის მაჩვენებელი გახდეს, რადგან ამ მეტალს აქვს სუსტი საფაღარათო ეფექტი, ადუნებს ნაწლავის კუნთებს, ანიჭებს მათ ელასტიურობას, ამავდროულად შთანთქავს სითხეს უჯრედიდან და არბილებს განავლოვან მასებს.
2. კუნთოვანი ტკივილი.
თუ გრძნობთ კუნთების დაძაბულობას, ტკივილს რაიმე ობიექტური მიზეზების გარეში, სავარაოდოდ ეს მაგნიუმის ნაკლებობაა. საკმარის დოზებში ის ხელს უშლის რძემჟავა მარილების დაგროვებას კუნთებში, აგვარებს მთელ რიგ სახსროვან და კუნთოვან პრობლემებს, როგორიცაა ფიბრომიალგია, ოსტეოპოროზი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ა.შ.
3. ჭარბი წონა.
თუ თქვენ გაწუხებთ უენერგიობა, მიზეზგარეში წონაში მატება, დაფიქრდით თქვენ რაციონზე. ჩარტეთ მასში მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები: მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მარცვლოვანი კულტურები, თხილეული (ნიგოზი, თხილი, ნუში და ა.შ), პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), თევზი, იოგურტი. ეს პროდუქტები დაგეხმარებათ წონის კორექციაში, რადგან მაგნიუმი კუჭ-ნაწლავის და მონელების ფერმენტების აქტივაციას უწყობს ხელს.
4. შაქრის მაღალი დონე სისხლსი.
სამედიცინო კვლევებმა აჩვენა მაგნიუმის ნაკლოვანების და შაქრიანი დიაბეტის განვითარების პირდაპირი კავშირი, რადგან მაგნიუმის ნაკლოვენებით, ადამიანები უფრო ზარმაცები ხდებიან და თავს არიდებენ ფიზიკურ დატვირთვებს.
5. ჰიპოტონია და ჰიპერტონია.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაგნიუმი, გულის მუშაობისთვის არის. თუ გაწუხებთ წნევის მომატება, გულის რითმის დარღვევა, ჰიპოტონია, შესაძლოა, მაგნიუმის დეფიციტი გაქვთ. აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და ამ სიმპტომების დეტალური ანალიზი.
6. ამოუცნობი დაღლილობა და შფოთვა.
თუ შეამჩნიეთ, რომ შედარებით მალე იღლებით, პერიოდულად გაწუხებთ მოუსვენრობა და შფოთვა - შესაძლოა მხოლოდ მაგნიუმის ნაკლოვანება გაქვთ. დამახასიათებელია ის ფაქტი, რომ სტრესის დროს ორგანიზმი იყენებს მაგნიუმის დანაზოგს სტრესის ნეიტრალიზაციისთვის და ამ მეტალის მუდმივი მოწოდების გარეშე ორგანიზმი კიდევ უფრო დიდ სტრესს განიცდის.
👉 მაგნეზიუმის ქლორიდი, ჩვენება:
- ხსნის შფოთვას და დაძაბულობას, გვეხმარება ცუდ ხასიათთან ბრძოლაში
- პროფილაქტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების , არითმიების.
- სტრესთან და ინფექციათან ბრძოლა
- გულყრის საწინააღმდეგო მოქმედება.
- შაკიკის და ნაბახუსევის სიმპტომების მოხსნა
- პრემენსტრუალური სიმპტომების მოხსნა
- დიდ დოზებში გამოიყენება ნაწნლავის გასათავისუფლებლად ქრონიკული შეკრულობის დროს და ნაწლავის გასაწმენდათ ქირურგიული ოპერაციების დროს ან კოლონოსკოპიის წინ.
👉 ავსებს მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმში. მაგნიუმი ორგანიზმისთვის სასიცოცხლო საჭირო ელემენტია ყველა უჯრედის ფუნქციონირებისთვის. მონაწილეობს ნივთიერება ცვლის პროცესებში, ენერგიის წარმოქმნაში და გახარჯვაში. მაგნიუმი ამასთან ერთად კალციუმის ანტაგონისტიცაა.
❌ წინააღმდეგ ჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტზე.
მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა
AV-ბლოკადა, მიასთენია
ჰიპერმაგნიემია
ბავშთა ასაკი
სიფრთხილით: საშუალო თირკმლის უკმარისობა (ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი).
✔ მედიკამენტის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. ორსულობის დროს, მაგნიუმის პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის მერე, იმ შემთხვევებში, როცა პოტენციურად სარგებლობა დედისტვის ბევრად აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
👉 მედიკამენტოზული ურთიერთმოქმედება:
მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ მიორელაქსანტების მოქმედებას.
👉 ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, დიურეზული საშვალებები, კუჭის წვენის დამრთგუნველი პრეპარატები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი) აჩქარებენ მაგნიუმის გამოდევნას ორგანიზმიდან და იწვევენ მის დეფიციტს ორგანიზმში.
მაგნიუმი ასუსტებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებს.
ერთდროულად ფოსფატების და კალციუმის მარილების მიღებამ, შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს მაგნიუმის შეწოვა ნაწლავებში.
❗❗საიტზე განთავსებული ინფორმაცია პრეპარატზე განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტებზე, არ უნდა იყოს გამოყენებული პაციენტის მიერ თვითმკურნალობის მიზნით და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.
შემადგენლობა: Magnesium Chlorid, Food Grade. ჟელატინი (კაფსულა).
მიღების წესი: 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან.
P.S. Хлорид магния – это легкоусвояемая соль, которая после всасывания в тонком кишечнике быстро распределяется по всем средам организма. Важно помнить, что хлорид магния противопоказан при хронических заболеваниях мочевыделительной системы, в частности при почечной недостаточности.
📝 სტატიის ავტორი ექიმი: ნინა კვირიკაშვილი
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.