კალცი ბენე.

კალცი ბენე.

60,0 ლარი 60 კაფსულა.

კალცი ბენე (კალციუმი ციტრატი). ოპტიმალური სამკურნალო ფორმა ორგანიზმის კალციუმით შესავსვებად ყველა ასაკის ადამიანისათვის, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

კალცი ბენე ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის, ძვლის მასისა და კბილის ემალის ზრდას. 6 თვემდე ბავშვებში ინიშნება ნახევარი კაფსულა (225მგ.), რომელიც იფხვნება და იხსნება მცირე რაოდენობით რძეში. 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში მიიღება ასევე ნახევარი კაფსულა დღეში 2-ჯერ. 1 წლიდან 10 წლამდე ასაკში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში. 10-12 წლის ბავშვებისთვის კი დოზა განისაზღვრება 2-3 კაფსულათ დღის განმავლობაში.

დანიშნულება:
სისხლდენით გამოწვეული ჰიპოკალცემია, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ტრავმები, პერიოდები, როცა აღინიშნება კალციუმის იონების დეფიციტი, კალციუმის შეწოვის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, თირკმელებისა და ნაწლავური დაავადებები, რომელთა დროსაც მომატებულია კალციუმის გამოდევნა (გამორეცხვა); ჰიპოპარათირეოზი, სხვადასხვა გენეზის გაუწყლოვანება, ალერგიული დაავადებები (მათ შორის მედიკამენტების მიღებისას განვითარებული ალერგიები), სისხლძარღვების კედლების მომატებული გამტარობა და სისხლის შედიდების უნარის დაქვეითება.

კალცი ბენეს დანიშვნა აუცილებელია გლუკოკორტიკოიდების მიღებისას, ასევე პეროლარული ჩასახვის პრეპარატებისა და ლევოთიროქსინის მიღებისას. ბოლო სამი შემთხვევის დროს ინიშნება თითო კაფსულა 6-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. კალცის ნიტრატს კარგად ითვისებს ორგანიზმი, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს დისპეპსიური გამოვლინებებიც (შეკრულობა, ყაბზობა ან დიარეა, გულის რევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ტკივილი მუცლის არეში, შარდის შემცირება).

კალცი ბენეს მიღება არ არის რეკომენდებული ანტაციდებთან ერთად, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ალუმინი. ამ დროს კალცის ციტრატი კარგავს თავის მოქმედებას. აგრეთვე არ არის სასურველი კალცი ციტრატის მიღება კალციუმის სხვა პრეპარატებთან ერთად.

კალცი ბენეს ეფექტურობას სამკურნალო და საპროფილაქტიკო მიზნით გამოყენებისა განაპირობებს ის, რომ ციტრატის მარილი კარგად იხსნება და აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. მისი შეწოვის მაღალი ხარისხი დამტკიცებულია მრავალი გამოკვლევით.

კალცი ბენეს მიღებისას, კალცის სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, გაცილებით დაბალია ალბათობა თირკმელებში კენჭების გაჩენისა. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია სადილის შემდეგ და საღამოს, ღამის საათებში მიმდინარე მინერალების დაკარგვისას კალციუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. მაქსიმალური შეწოვისთვის კალციუმი ციტრატი მიიღება დღეში რამდენჯერმე მცირე დოზებით.

გამოხმაურება:

მნიშვნელოვანი გაფრთხილება:

საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.