ნანო ოქრო. ნანო ვერცხლი. ნანო სპილენძი. ნანო თუთია.

კოლოიდური ნანო თუთია სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელი ელემენტი.

რეკომენდირებულია საქართველოს კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის ნაციონალური ცენტრის მიერ. GNCCAM.ORG

ნანო თუთია - უმარლესი ხარისხის თუთიის ნანონაწილაკების სუსპენზია.
ფასი: 25,0 ლარი.

თუთიას სამართლიანად უწოდებენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელ ელემენტს, კოსმეტოლოგები კი მას "კოსმეტიკურ" მიკროელემენტად მიიჩნევენ. მასზე ბევრად არის დამოკიდებული თმის ბზინვარება და კანის სილამაზე. ორგანიზმის მხრივ თუთიის მოთხოვნილება საკმაოდ დიდია. ამ მხრივ ეს მიკროელემენტი არ ჩამოუვარდება რკინას. თუთია სჭირდება ყველა ორგანოს, თითოეულ უჯრედს. ის ჰაერივით აუცილებელია. ის აუცილებელია მხედველობისა და მეხსიერებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად, რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის.

მიღების წესი:
კოლოიდური თუთია – 40 მკგ  (1 ჩაის კოვზი) რეკომენდირებულია დაილიოს "ცოცხალ წყალთან" ერთად, დღეში 1 ან 2 ჯერ საჭმლის მიღებამდე. ოპტიმალური შეწოვისათვის დააყოვნეთ კოლოიდი 3-4 წუთი პირის ღრუში, და შემდეგ დააყოლეთ 200 მლ. "ცოცხალი წყალი".

წინააღმდეგი ჩვენება:
ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის რეკომენდირებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პროდუქტის ინდივიდუალური შეუთავსებლობის დროს.

რას წერენ თუთიაზე ინტერნეტ სივრცეში?
ყველაზე უკეთ კოსმეტოლოგებმა იციან, რაოდენ ძლიერ გავლენას ახდენს თუთია გარეგნობაზე. თმის სიხშირე და ბზინვარება, კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე სწორედ ამ ელემენტის დამსხურებაა. შთამბეჭდავი კოსმეტიკური ეფექტი ეფუძნება თუთიის უნარს, მოახდინოს უჯრედების სასიცოცხლო ქმედებათა სტიმულირება. ამ მიკროელემენტის უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა, ნერვულ სისტემას აზარალებს. აპათია და დეპრესიული მდგომარეობა თუთიის დეფიციტის პირველი სიმპტომებია. მისი უკმარისობა გავლენას ახდენს აგრეთვე შეგრძნებებზე, განსაკუთრებით - ყნოსვასა და გემოვნებაზე. ხშირია მხედველობის პრობლემები - თუთიას ხომ უშუალო კავშირი აქვს A ვიტამინთან, რომელიც ბადურაზე მოხვედრისას უზრუნველყოფს ფერად მხედველობას ანუ ხელს უწყობს ფერთა აღქმას და ხელს უშლის ქათმის სიბრმავის განვითარებას. დღე-ღამეში ჩვენს ორგანიზმს 15-20 მგ (ორსულებს - 30 მგ) თუთია სჭირდება.

ისევ დეფიციტი
მედიკოსები ამტიცებენ, რომ თუთიის სადღეღამისო ნორმის მიღება არც ისე იოლია, თუ საგანგებოდ არ მივირთვით საკვები, რომელიც მდიდარია ამ მიკროელემენტით. ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, ტკბილეული და მარილიანი საკვები ხელს უწყობს მინერალიზაციის დონის დაქვეითებას, ამიტომ ტკბილეულის, მარილის, ალკოჰოლური სასმელების მიღებისას ზომიერება უნდა დავიცვათ, ხოლო იმ მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც თუთიაზე უარყოფითად მოქმედებენ, სიფრთხილე გამოვიჩინოთ. თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის მუშაობის დარღვევა.

აზროვნების უნარი
თუთია გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზეც. დადგენილია, რომ ხუთოსან მოსწავლეებს ორგანიზმში თუთია გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ჩამორჩენილებს. თუთიით მდიდარი საკვების მიღება ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას. თუთიას შესწევს უნარი, დააჩქაროს ჭრილობების შეხორცება, ამიტომ ეს ელემენტი სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოების მთავარი კომპონენტია. თუთიის ღირსებები არც ამით ამოიწურება; მას კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს - ამაღლებს გუნება-განწყობას, იცავს ადამიანს აპათიისა და დეპრესიისგან.

საიტი მკურნალი.ჯი
იყო ჯანმრთელი ძალიან ადვილიადეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაციასაქართველოს კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის ნაციონალური ცენტრიფოტომომსახურეობა