ოიო - ქართული ნატურალური კოსმეტიაკა
ოიო - მოლისანის საფუძველზე შექმნილი ქალთა ახალი თაობის კოსმეტიკური ხაზი. უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული, ოიო ჰმატებს სასიამონო შეგრძნებას, ოპტიმისტურ განწყობას და თავდაჯერებულობას! ოიო - ლამაზი ქალების არჩევანი.
ვარდის ზეთი
5ml - 35,0₾
10ml - 50,0₾
წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგო დამატენიანებელი ვარდის ზეთი ოქროს ფირფიტებით.
რეკომენდირებულია: ნორმალური, მშრალი და მგრძნობიარე კანისათვის. განსაკუთრებით ეფექტურია გაღიზიანებისა და სიწითლისადმი მიდრეკილი კანისთვის.
✨ გამოყენების წესი: დაიტანეთ ზეთი საღამოს მოლისანი ლოსიონით ან ჰიალურონის ტონიკით გაწმენდილ სახის კანზე (თვალის, ცხვირისა და ტუჩის მიმიკურ ნაოჭზე), თავი აარიდეთ თვალში მოხვედრას.
✨ თვისებები: შესანიშნავად კვებავს, არბილებს და დიდი ხნის მანძილზე ატენიანებს კანს. აშორებს მას აქერცლილ საფარს, მატებს სიმკვრივესა და ელასტიურობას. აუმჯობესებს კანის ფერს და ასწორებს მასზე არსებულ ნაოჭებს. ხელს უწყობს D ვიტამინის ათვისებას მზის სხივების ზემოქმედებისას, ჯირკვლების ცხიმოვან სეკრეციას, ეხმარება გაღიზიანებულ კანს ნორმალიზებაში, იდეალურია თვალისა და ნაზი ტუჩის ირგვლივ კანის მოსავლელად, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია გამომშრალი, დამსკდარი ტუჩისათვის. განსაკუთრებით ეფექტურია ჰიალურონის ტონიკის შემდეგ. ვარდის ზეთი ცნობილია როგორც ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნების მომანიჭებელი და „გულის გამხსნელი“ არომატი.
✨ შემადგენლqობა: ჟოჟობას ზეთი, ქოქოსის ზეთი, ასკილის ზეთი, საკვები ოქრო (E175), ბულგარული ვარდის ზეთი (Bulgarian Rose Absolute).
ჰიალურონის ტონიკი
120ml - 55,0₾
სახის სუპერ დამატებიანებელი და გამწმენდი ჰიალურონის ტონიკი შესანიშნავად წმენდს, არბილებს, კვებავს, და დიდი ხნის მანძილზე ატენიანებს კანს. აშორებს მას აქერცლილ საფარს, აქრობს აკნეზგან დარჩენილ ლაქებს, მატებს სიმკვრივესა და ელასტიურობას. აუმჯობესებს კანის ფერს, ავსებს ფორებს და ასწორებს მასზე არსებულ ნაოჭებს.
გამოყენების წესი: პირის დაბანის შემდეგ, ჰიალურონის ტონიკში დასველებული მრგვალი ბამბით გაიწმინდეთ სახის კანი, დაელოდეთ შეწოვას. ჰიალურონის მჟავის შემცველი საშუალებები უნდა დაიტანოთ ნოტიო კანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება უკუეფექტი- სიმშრალე და დაჭიმულობა.
შემადგენლობა: მოლისანის წყალი, სოდიუმ ჰიალურონატი, დაბალი სიმკვრივის ჰიალურონის მჟავა, საქარიდ იზომერატი, ლამინარიას ექსტრაქტი, მცენარეული გლიცერინი, ბულგარული ვარდის ზეთი (Damascena).
- მოლისანის წყალი - უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ანტისეპტიკური წყალი რომელსაც ახასიათებს ძლიერი გამწმენდი და აღმდგენითი თვისებები.
- ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს კანის ინფიცირების საშიშროებას. ანთებითი მდგომარეობებისა და დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავის მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში. ჰიალურონის მჟავა აჩქარებს ფიბრობლასტების გადაადგილებას და ფიბროგენეზს, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.
- დაბალი სიმკვრივის ჰიალურონის მჟავის მოლეკულების ზომა ჰიალურონის მჟავასთან შედარებით იმდენად მცირეა, რომ ის თავისუფლად აღწევს ეპიდერმისის ღრმა შრეებში და მომენტალურად უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას. OYO-ს სერიის კომპონენტების ზემოქმედებით კანის უჯრედებში იწყება ჰიალურონის მჟავის დამოუკიდებელი გამომუშავება. ქრება აქერცვლა, დაჭიმულობა, აკნეს შემდგომი ლაქები. მატულობს ტენიანობა, სწორდება მცირე ზომის (უმნიშვნელო) ნაოჭები და მცირდება პრობლემური ნაოჭების სიღრმე, აგრეთვე ხდება დაბერების პროცესის შენელება.
- საქარიდის იზომერატი წარმოადგენს მცენარეულ კომპონენტს ღრმა დამატენიანებელი თვისებებით. მისი ფუძე შედგება უნიკალური კომპოზიციისგან, რომელიც წარმოადგენს ადამიანის კანზე გამოვლენილი ნახშირწყლოვანი კომპლექსის ანალოგს. ამ კომპლექსს ახასიათებს კანის უჯრედებთან შებოჭვის უნიკალური თვისება. ხელს უწყობს ღრმა ჰიდრატაციას და ჰქმნის ტენიანობის რეზერვუარს, რომელიც შენარჩუნებულია 72 საათის განმავლობაში.
- ლამინარიის ექსტრაქტი ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ხსნის გაღიზიანებადობას, ავლენს ბაქტერიციდულ, ანტისეპტიურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
- მცენარეული გლიცერინი, კანის საუკეთესო დამარბილებელი საშუალება. გლიცერინს უნიკალური თვისება აქვს - ის სწრაფად შეიწოვს სისველეს და ხანგრძლივად ინახავს მას. ის კანზე უხილავი, დამცავი ფენის სახით, დიდხანს რჩება და ჰაერიდან წყლის მიკროსკოპული მოლეკულების მიზიდვას ახერხებს და ამგვარად, კანის დატენიანებას.
- ბულგარული Rose Damascena, აგრეთვე ცნობილი როგორც ბულგარული ოტტოს ვარდი, წარმოადგენს ვარდის მშვენიერ და ძალიან იშვიათ სახეობას. ბულგარული ვარდი არა მხოლოდ ლამაზია, არამეთ ამ მცენარეს ახასიათებს სამკურნალო თვისებები.
თვალის კონტური
30ml - 52,0₾
✔ მსუბუქი, ჰაეროვანი კონსისტენცია.
✔ ძვირფასი ზეთების შემცველობა.
✔ ყველა ტიპის კანისთვის.
ელეგანტური ახალი კრემი სპეციალურად თვალის ირგვლივ ნაზი კანის მოსავლელად, დამზადებული ორგანულ ზეთებსა და ბალახების ექსტრაქტებზე. ავლენს მკვეთრ დამატენიანებელ და დამამშვიდებელ თვისებებს. იდეალურია მოწიფული, მშრალი და ნორმალური კანისთვის.
დაიტანეთ კრემი თვალის ირგვლივ, მსუბუქი, მასაჟისებრი მოძრაობით.
ძირითადი კომპონენტები: მოლისანის წყალი (Aqua Molisana), ყურძნის თესლის ზეთი (Vitis Vinifera), ენოთერას ორგანული ზეთი (Oenothera Biennis), ვიტამინი E (ტოკოფეროლი), ჟოჟობას თესლის ზეთი (Simmondsia Chinensis), მზესუმზირის თესლის ზეთი (Helianthus Annuus), თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი (Salix Alba), აზადირახტას თესლის ორგანული ზეთი (Melia Azadirachta), როზმარინის ფოთლების ორგანული ექსტრაქტი (Rosmarinus Officinalis).
ანტიოქსი
30ml - 47,0₾
ნორმალური და მშრალი კანისთვის
მდიდარი და ულტრადამატენიანებელი კრემი ანტიოქსიდანტების შემცველობით. ავოკადოს, ასკილის, ხორბლის ჩანასახების და სტაფილოს ზეთები გამდიდრებულია A, B, C და E ვიტამინებით, რაც ანიჭებს კრემს გამოხატულ დამატენიანებელ და მკვებავ თვისებებს. მცენარეულია.
ძირითადი კომპონენტები: ორგანული ალოეს (Aloe Barbadensis) წვენი, ვარდის (Rosa damascene) დისტილატი, ავოკადოს (Persea Americana) ზეთი, ჟოჟობას (Simmondsia chinensis) ზეთი, ემულგირებული ცვილი, მცენარეული გლიცერინი, dl-პანთენოლი (პრო–ვიტამინ B5), ტოკოფეროლი (ვიტამინი E), ასკილის (Rosa mosqueta) თესლის ზეთი, ხორბლის (Triticum vulgare) თესლის ზეთი, სტაფილოს თესლის (Daucus carota) ძვირფასი ზეთი, შავი ტირიფის ქერქის (Salix nigra) ექსტრაქტი, როზმარინის (Rosemary officinalis) ოლეორცინი, ინდური აზადირახტას (Azadirachta indica) ზეთი.
ხილი +
30ml - 49,0₾
ყველა ტიპის კანისთვის
კრემი დამზადებულია ხილიდან მიღებული ალფა-ჰიდროქსი მჟავების შემცველობით, რაც განაპირობებს მის მსუბუქ ამქერცვლელ ეფექტს, რის შედეგად ვიღებთ რბილი და გლუვი კანის შეგრძნებას. მცენარეულია.
ძირითადი კომპონენტები: ორგანული ალოეს (AloeBarbadensis) ფოთლების წვენი, ორგანული ქოქოსის (Cocos Nucifera) ზეთი, ჭერმის (Prunus Armeniaca) ნაყოფის ზეთი, ორგანული ჭადრის ექსტრაქტი (Acer Saccharinum), ორგანული ფორთოხლის თესლის ექსტრაქტი (Citrus Sinensis), ორგანული ლიმნის თესლის ექსტრაქტი (Citrus Limon), ორგანული შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი-(Vaccinium Macrocarpon), ორგანული წყალმცენარის ექსტრაქტი (FucusVesiculosus), ორგანული მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი (Camellia Sinensis), ორგანული თეთრი ტირიფის (Salix Alba) ქერქის ექსტრაქტი, ორგანული შის ზეთი (Butyrospermum Parkii), მანგოს (MangiferaIndica) თესლის ზეთი, ორგანული შაქრის ლერწმის (Saccharum Officinarum) ექსტრაქტი, ორგანული მოცვის ნაყოფის ექსტრაქტი (Vaccinium Myrtillus), ორგანული სპირტი, ორგანული ინდური აზადირახტის თესლის ზეთი (Melia Azadirachta), ორგანული როზმარინის (Rosmarinus Officinalis) ფოთლების ექსტრაქტი, ორგანული მზესუმზირის თესლის ზეთი (Helianthus Annuus).
გრილი აბრეშუმი
30ml - 47,0₾
ნორმალური და მშრალი კანისთვის
წარმოადგენს პრემიუმ კლასის კრემს გამოხატული გამაგრილებელი ეფექტით. კრემის შემადგენლობაში შედის ჰიდროლიზებული აბრეშუმი და ძვირფასი ზეთები, რაც ქმნის მდიდარ და სასიამოვნო პროდუქტს. აბრეშუმის კრემი ანიჭებს კანს სირბილეს და აბრეშუმისებრ– გლუვ შეგრძნებას. იდეალურია მშრალი და ნორმალური კანისთვის.
ძირითადი კომპონენტები: ორგანული ალოეს (Aloe barbadensis ) წვენი, ჟოჟობას (Simmondsia cinensis) ზეთი, ყურძნის თესლის (Vitis vinifera) ზეთი, ავოკადოს (Persea Americana) ზეთი, შავი ტირიფის ქერქის (Salix nigra) ექსტრაქტი, ვირჯინიის თხილის (Hamamelis virginiana)-ს ზეთი, აბრეშუმის ცილის ფხვნილი, ორგანული ქოქოსის (Cocos nucifera) ზეთი, ემულგირებული ცვილი, მცენარეული გლიცერინი, ინდური აზადირახტას (Azadirachta indica) ზეთი, როზმარინის (Rosemary) ოლეორცინი, ტოკოფეროლი (ვიტამინი E).
პრემიუმი
30ml - 52,0₾
ნორმალური და მშრალი კანისთვის
კრემი დამზადებულია ძვირფასი დამარბილებლების გამოყენებით, მათ შორისაა ქლიავის თესლის ზეთი, ჟოლოს თესლის ზეთი და ზეითუნის ზეთის სქვალინის წარმონაქმნი. პრემიუმ კლასის კრემი ეფექტურად ატენიანებს და კვებავს სახის კანს, ცხიმიანი ეფექტის გარეშე. იდეალურია როგორც ნორმალური კანისთვის, აგრეთვე მშრალი კანისთვის.
ძირითადი კომპონენტები: მოლისანის წყალი, ქლიავის თესლის ზეთი, ჟოლოს თესლის ზეთი, ტოკოფეროლი (ვიტამინი E), სქვალანი, ფუტკრის ცვილი.
ბალანსი
30ml - 47,0₾
ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის
კრემი დამზადებულია ჟოჟობას ძვირფასი ზეთის და ზეითუნის ზეთის სქვალანის წარმონაქმნის გამოყენებით. ატენიანებს და არბილებს კანს, ხელს უწყობს მის რეგენერაციას. იდეალურია როგორც ნორმალურისთვის, ეგრეთვე ცხიმიანი კანისთვის.
ძირითადი კომპონენტები: მოლისანის წყალი, სქვალანი, ჟოჟობას ზეთი, ჟოლოს თესლის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ტოკოფეროლი (ვიტამინი E), ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა.
სოს თერაპია
30ml - 55,0₾
მშრალი და მგძნობიარე კანისთვის
თვალის ირგვლივი და სახის კრემი მშრალი, მგძნობიარე და დაღლილი კანისთვის. კვებავს, არბილებს, აღადგენს და ბზინვარებას ანიჭებს კანს, აფერხებს დაბერების პროცესს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ნაოჭებს, აქრობს მუქ წრეებს თვალის ქვეშ, ამაღლებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს. კრემს ახასიათებს მათეთრებელი და ანტიოქსიდანტური ეფექტი. გამდიდრებულია ვიტამინებით: B, PP, A და E.
ძირითადი კომპონენტები: მოლისანის წყალი, მცენარეული ზეთი, ტოკოფეროლი (ვიტამინი E), ნიახურის ექსტრაქტი, ფუტკრის ცვილი, ლიმონმჟავა, ასკორბინის მჟავა.