(ატოპიური დერმატიტი, კანის სინდრომი, ნაწლავების დისბაქტერიოზი, კუჭის მოქმედების დარღვევის სინდრომი)
ბავშვებში ალერგიული დაავადებების პრობლემების აქტუალობა მნიშვნელოვნად მაღალია. სხვადასხვა მონაცემებით ალერგიული დაავადებების გავრცელება შეადგენს 20-40%, და ალერგიული დაავადებებით ხალხთა რაოდენობა განუწყვეტლივ მატულობს. ალერგიული პაციენტების მკურნალობისას ექიმმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ალერგიული რეაქციის წარმოშობის რისკი ამა თუ იმ სამკურნალწამლო პრეპარატზე, რის გამოც ექიმი უპირატესობას ანიჭებს იმ პრეპარატებს, რომლის დანიშნულებისას რისკი მინიმალური იქნება.
ბავშვებს კვებითი ალერგიით როგორც წესი, აქვთ ნაწლავების ფუნქციის დარღვევა რომელსაც ეწოდება ალერგიული ენტეროპათია და რომლის დროსაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ: ბიოტის დარღვევა- ნაწლავთა დიზბაქტერიოზის სინდრომი, პირობით პათოგენური ბაქტერიების მაღალი რაოდენობის ამოთესვით, რომელთა შორისაა: კლებსიელა, ოქროსფერი სტაფილოკოკი, პროტეუსი, კანდიდას სახეობის სოკო. განსაკუთრებული იმუნური პასუხი, ასევე გავლენას ახდენს შეზღუდული ჰიპოალერგიული დიეტები.
დიზბაქტერიოზის სინდრომის მკურნალობა შედის ატოპიური დერმატიტის მკურნალობის კომპლექსში და პედიატრების წინაშე დგას თუ როგორ ამოარჩიონ უსაფრთხო ეფექტური პრეპარატი, რომელიც ჯერ კიდევ არ იქონიებს ალერგიზირებულ თვისებებს.
უძველესი დროიდან ცნობილია ვერცხლის ხსნარის ანტიბაქტერიალური თვისება. ავიცენნა ფაღარათის, ჩირქგროვების, ჭრილობის შესახორცებლად, ანგინის სამკურნალოდ გვთავაზობდა ვერცხლით გაჯერებულ წყალს. მოგვიანებით ქიმიკოსების მიერ დადგინდა, რომ ვერცხლის იონებს ახასიათებთ ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება, დამუშავდა ვერცხლის იონიზირებული სახით მიღების მეთოდი. უკანასკნელ წლებში სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებულია ვერცხლის პრეპარატები კოლოიდური ვერცხლის ხსნარის სახით. აღნიშნულ კვლევებში შიგნით მისაღებად გამოიყენებოდა კოლოიდური ვერცხლის პრეპარატი: “Князь Серебряный” და გარეგან გამოსაყენებლად ლოსიონი “Елена”
გამოკვლეულ იყო 20 ბავშვი:
გოგონა - 12 , ვაჟი - 8
ასაკობრივი განაწილება:
ბავშვები 1 წლამდე - 2 ბავშვი,
1 წლიდან 3 წლამდე - 11 ბავშვი,
3 წლიდან 7 წლამდე - 4 ბავშვი,
7 წლიდან 14 წლამდე - 2 ბავშვი,
14 წლიდან ზემოთ - 1 ბავშვი.
დისბაქტერიოზის სიმძიმის ხარისხის მახასიათებელი:
დისბაქტერიოზი 1 ხარისხის - 2 ბავშვი,
დისბაქტერიოზი მე-2 ხარისხის - 15 ბავშვი,
დისბაქტერიოზი მე-3 ხარისხის - 3 ბავშვი.
საწყისი პერიოდის ხანგრძლივობა 10 დღე, რომლის განმავლობაში ყველა ბავშვი იღებდა სტანდარტულ მკურნალობას.
კოლოიდური ვერცხლით მკურნალობის კურსის შემდეგ დინამიკაში აღინიშნებოდა გაუმჯობესება ყველა შემაფასებელი სინდრომით - ნაწლავთა დისბაქტერიოზი, კანის სინდრომი და კუჭის მოქმედების დარღვევის სინდრომი.
ნაწლავთა დისბაქტერიოზის მკურნალობის შემდეგ სიმძიმის ხარისხის მიხედვით:
დისბაქტერიოზის 1 ხარისხით გახდა 6 ბავშვი, 2-ის მაგივრად,
მე-2 ხარისხით 7 ბავშვი, 14-ის მაგივრად,
მე-3 ხარიხით 2, 3-ის მაგივრად.
დისბაქტერიოზის ნიშნების გარეშე გამოვლინდა 5 ბავშვი.
ბაქტერიოლოგიური ამოთესვით გაკეთდა ანალიზი რის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ დადასტურებულად მგრძნობიარედ კოლოიდური ვერცხლის მიმართ აღმოჩნდნენ: ოქროსფერი სტაფილოკოკი, პროთეუსი, კანდიდას რიგის სოკოები, ჰემოლიზური თვისებების მქონე E. Coli. ხოლო კლებსიელას რაოდენობა ამოთესვისას იგივე ტიტრით შენარჩუნდა.
ატიპიური დერმატიტის სიმძიმის ხარისხის მიხედვით:
მსუბუქი ხარისხის სიმძიმით 9 ბავშვი, 5-ის მაგივრად,
საშუალო ხარისხის სიმძიმის ხარისხით 8 ბავშვი, 6-ის მაგივრად,
მძიმე ხარისხით 3ბავშვი, 9-ის მაგივრად.
კანის სინდრომის გაუმჯობესება მოხდა სიმძიმის ხარისხის შემცირების ხარჯზე. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელი გახდა რემისიაში 9 ბავშვის გადაყვანა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 8 ბავშვის მდგომარეობა 3 ბავშვს აღარ ჰქონდა კანის სინდრომის დინამიკა.
მკურნალობის დადებითი ეფექტი როგორც ჩანს დაკავშირებულია კოლოიდური ვერცხლის ორი პრეპარატის კომპლექსში მიღებაზე. რადგან პაციენტებს ატიპიური დერმატიტით კანი იყო ინფიცირებული და ლოსიონ „Елена“-ს მოქმედებამ მოახდინა სამკურნალო ეფექტი.
ნაწლავების დისფუნქციის სინდრომისას აღენიშნებოდა შემდეგი დინამიკა:
გათხელებული კუჭის მოქმედება აღენიშნებოდა - 1 ბავშვს,
გახშირებული კუჭის მოქმედება - 1 ბავშვს,
კუჭის შეკრულობა, მეტეორიზმი, ტკივილები დეფეკაციის დროს და არამდგრადი კუჭის მოქმედება არ აღენიშნებოდა.
კუჭის მოქმედება არ დარღვევია 18 ბავშვს, 4-ის მაგიერ. ყველაზე კარგი დინამიკა აღენიშნებოდა ნაწლავების დისფუნქციის სინდრომისას ბავშვებს, რომლებიც მკურნალობდნენ სტანდარტული წესით, ასეთი გამოხატული გაუმჯობესება არ აღენიშნებოდათ.
ასე და ამგვარად, დარწმუნებით შეძლება გავუზიაროთ სხვა ექიმებს დადებითი გამოცდილება კოლოიდური ვერცხლის პრეპარატის გამოყენების, როგორც სანირების საშუალება ნებისმიერი ასაკის ბავშვებისათვის ნაწლავების დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, თუ დისბაქტერიოზი არ ასოცირდება კლებსიელასთან. ასევე გამოყენებულ იქნას ადგილობრივად ატიპიური დერმატიტის კომპლექსური მკურნალობისას.
ე. ე. აშკუმოვა, ო. ი. პარშუტკინა, ტ. ა. ოსიპოვა, ი. ბ. ფიოდოროვა.