ბიმეტალური აპლიკატორი - ფიტა, ფიზიოთერაპიისათვის.

რეკომენდირებულია საქართველოს კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის ნაციონალური ცენტრის მიერ. GNCCAM.ORG

კომპლექტაცია:
- ორი ვერცლის და სპილენძის აპლიკატორი ფიტა.
გამოყენების ინსტრუქცია
.
ფასი: 54,0 ლარი.
- ორი ნახევრად ვერცხლით დაფარული სპილენძის აპლიკატორი.
გამოყენების ინსტუქცია.
ფასი: 25,0 ლარი.

სპილენძი - უხსოვარი დროიდან ცნობილი მეტალია. სპილენძი -  სიცოცხლის მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესებში მონაწილეობს. სპილენძი - უმარტივესი უჯრედებიდან დაწყებული, მნიშვნელოვან მეტაბოლურ როლს თამაშობს ყოველი ცოცხალი ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლაში. იგი შედის ბიოლოგიური კატალიზატორების ფერმენტების შემადგენლობაში, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სიცოცხლე. ამის გამო, ბიოლოგებმა სპილენძს შეარქვეს - „სიცოცხლის მეტალი“.

სპილენძ-ვერცხლის ბიმეტალური აპლიკატორი. აპლიკატორი გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის: ფრონტიტი, ჰაიმორიტი, რინიტი, ტონზილიტი, ნევრალგია. აპლიკატორი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი საშუალება ტრადიციულ თერაპიასთან ერთად.

აპლიკატორი წარმოადგენს, ელექტროდიფუზურ თერმოდინამიურ წყვილს. კანის გამონაყოფთან (სეკრეტთან) კონტაქტისას, აპლიკატორი გამოყოფს დადებითად დამუხტულ იონებს (კათიონებს) რომელთაც გააჩნიათ ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმურილებელი თვისებები, აღენიშნებათ სამკურნალო მოქმედება.

სასურველია, გამოყენებამდე აპლიკატორი გაიწმინდოს სპირტით, ან 1-2 წუთით მოთავსდეს მდუღარე წყალში. სტერილიზაციისთვის სპირტის გაწმენდის გარდა, აპლიკატორის მოთავსება შეიძლება 1 საათით  სასმელ წყალში. კათიონების გამოყოფის შედეგად მიმდინარეობს ნაკეთობის გაუვნებელყოფა.

გამოყენების წინ, რეკომენდირებულია კანის ალერგიაზე სინჯის ჩატარება. ამისათვის საჭიროა აპლიკატორის ლეიკოპლასტირით დამაგრება წინამხრის შიდა ზედაპირზე, იდაყვის მოხრის ადგილას 1 საათით. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის არეში აღინიშნა გამოკვეთილი წითელი ლაქა, აპლიკატორი გამოსაყენებლად უვარგისია. თუ ლაქა არ გამოიკვეთა, ან მცირედ გამომჟღავნდა აპლიკატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას დანიშნულებისამებრ. ამ მიზნით აპლიკატორს ამაგრებენ ლეიკოპლასტირის მეშვეობით დაზიანებული არის პროექციის არეში: პრონტიტისას-შუბლზე, ჰაიმორიტისას-„ძაღლის ფოსოში“, რინიტისას-ცხვირის დაქანებაზე, ტონზილიტისას-კისერ-ყბისქვეშა არეში. აპლიკატორსა და ლეიკოპლასტირს შორის რეკომენდირებულია დოლბანდის ან კომპრესის ქაღალდის ჩაფენა. აპლიკაციის ხანგძლივობა 8 საათია.

აპლიკატორის ნორმალურ ოთახის პირობებში შენახვისას, შენახვის ვადა და ექსპლუატაციის საშუალო რესურსი შეუზღუდავია . აპლიკატორის ზედაპირის გამუქება მისი შენახვის და ექსპლუატაციის დროს ნაკეთობის თვისებაზე გავლენას არ ახდენს.

როგორ მოქმედებს ვერცხლ-სპილენძის აპლიკატორი ორგანიზმზე?
ადამიანის კანი, საოფლე ჯირკვლების მეშვეობით გამოყოფს სხვადასხვა სეკრეტს (გამონაყოფს) ეს გამონაყოფი ანუ ოფლი, იმის გამო რომ გაჯერებულია სხვადასხვაგვარი მარილებით (პირველ რიგში NaCl - სუფრის მარილი) არის კარგი ელექტროლიტი.  სპილენძის საგნის კანზე დამაგრებისას, სპილენძიდან იონები ელექტროლიტში გადაინაცვლებენ, რომლებსაც ამავე საოფლე ჯირკვლებით უნარი აქვთ შეაღწიონ კანქვეშა ქსოვილებში.

იონებს აქ შეუძლიათ გამოამჟღავნონ თავიანთი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, გაანადგურონ ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმები, გააძლიერონ ჯანმრთელი უჯრედებების დაყოფის ფიზიოლოგიური პროცესები და ხელი ავადმყოფობის უჯრედების განადგურებას. შედეგად, გაივლის ანთება, კოპი, დალურჯება გაიწოვება, ჭრილობა ხორცდება. თუ დაავადება ხასიათდება დერმატიტით ან კანი დაზიანებულია ბაქტერიებითა და ვირუსებით, ზოგიერთ შემთხვევებში, სპილენძი შეიძლება იყოს შეუცვლელი, თან უსაფრთხო სამკურნალო საშუალება.

იმ შემთხვევაში თუ სპილენძთან ერთად გამოიყენება ვერცხლი, სპილენძის მოქმედება ძლიერდება 25-ჯერ. ამ პრინციპზეა დაფუძნებული ბიმეტალური აპლიკატორების მოქმედება. სპილენძის იონები ამ აპლიკატორებიდან ქსოვილებში აღწევენ მნიშვნელოვან სიღრმეს, აღწევენ ძვლის ქსოვილებშიც კი, რაც საშუალებას აძლევს მათი გამოყენებისა როგორც ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების დამატებითი საშუალება. სპილენძი აჩქარებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც ითვლება ძვლის „არმატურად“. შეხორცებები ჩქარდება, სიმყარე კი მატულობს.

ბიმეტალური აპლიკატორები წარმატებით გამოიყენება  ტონზილიტებისა და ჰაიმორიტების სანკურნალოდ, განსაკუთრებით  ანტიბიოტიკების მიმართ გამძლე მიკროფლორის არსებობისას და იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი ვერ იტანს ანტიბიოტიკებს.

ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების გარდა, სპილენძ-ვერცხლის აპლიკატორები აპრობილებულია ართრიტებისა და ნევრიტების სამკურნალოდ. მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს აპლიკატორის მტკივნეულ სახსარზე ან ჰიპერალგეზიის (მტკივნეული ადგილი) ზონაზე დამაგრება (სხივ-მაჯის, მხრის, მუხლის, კოჭ-წვივის, რადიკულიტისას  ხერხემლის სვეტის  სხვადასხვა მონაკვეთზე. ასევე სახისა და სამწვერა ნერვის ნევრიტის დროს) 8-10 საათის ხანგძლივობით ყოველდღე.
სასურველია გამოყენებულ იქნას ღამით, ძილის დროს.
მკურნალობის კურსი მერყეობდა რამდენიმე დღიდან, 8 კვირამდე. გამოკვლევები ტარდებოდა შემდეგ სახსრებზე: სხივ-მაჯის, მხრის, მუხლის, კოჭ-წვივის, რადიკულიტისას  ხერხემლის სვეტის  სხვადასხვა მონაკვეთზე, ასევე სახისა და სამწვერა ნერვის ნევრიტის დროს.
კურსის დასაწყისში, შესაძლებელია ტკივილის გაძლიერება, მაგრამ 2-3 აპლიკაციის შემდეგ ტკივილები მცირდება ან მთლიანად ქრება. ზოგიერთ შემთხვევაში აპლიკატორების ქვეშ შეიძლება წარმოიშვას წვის შეგრძნება. ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას იმით, რომ სპილენძის იონები, ქსოვილში შეჭრისას, ირხეოდენ  ნაკეთობის საკუთარი ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებით, გარე არეს ელექტრომაგნიტური ველების მოდულირებით.  რხევის ენერგიამ, ქსოვილების მიერ ენერგიის შთანთქმულმა შეიძლება გამოიწვიოს სითბოს შეგრძნება. აპლიკატორის ეს თვისება, შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამატებითი სამკურნალო ფაქტორი, მაგრამ დროის პროცედურის გადაჭარბებამ 12 საათზე მეტი ხნით, მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერემია, რომელიც მზის დამწვრობის მზგავსია.

ბიმეტალური აპლიკატორების გამოყენების შემთხვევები სხვადასხვა დაავადებების დროს: იყო შემთხვევები სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის გაწოვისა. შორისის მიდამოში აპლიკატორის დამაგრება ხელს უწყობს პროსტატის მკურნალობას  ყურის ნიჟარის წინ და უკან მიმაგრებისას შესამჩნევად უმჯობესდება სმენა. საფეთქლის არეზე დისკის მოთავსებისას, იხსნება შაკიკი, მაღალი წნევით გამოწვეული თავის ტკივილს შველის აპლიკაცია საყელოს ზონაზე.
აპლიკაცია გულ-მკერდის არეში ამაღლებს არასპეციფიურ იმუნიტეტს და ხასიათდება ზოგად გამაჯანსაღებელ მოქმედებით. მკერდი, რომელში თავმოყრილია წითელი ძვლის ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილი, მნიშვნელოვანი იმუნური ორგანოა. სპილენძის იონები ასტიმულირებენ ძვლის ტვინის მუშაობას, ხელს უწყობენ დამცავი სხეულების გამომუშავების მატებას . არასპეციფიურ იმუნიტეტს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა ასაკში, მანამ სანამ ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ  გამოიმუშავებს ბევრი დაავადების ფაქტორების წინააღმდეგ  სპეციფიურ  (შეძენილ) იმუნიტეტს.

სპილენძ-ვერცხლის აპლიკატორის საშუალებით, შესაძლებელია მერკელის მგრძნობიარე უჯრედების სტიმულაცია. ეს უჯრედები უხვად არის განლაგებული კანის მგრძნობიარე უბნებზე: ხელის გულებზე,  ფეხის ტერფებზე, კანის ფაქიზ უბნებზე (ე. წ. ეროგენული ზონები). მერკელის უჯრედების გაღიზიანება იწვევს ჰორმონების მსგავსი ნივთიერებების - ენდორფინებისა და ენკეფალინების გამოყოფას სისხლში, რომლებიც არა მარტო მნიშვნელოვნად ამაღლებენ იმუნიტეტს, არამედ დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.

ენკეფალინები გავლენას ახდენენ სისხლძარღვთა ტონუსზე და კალციუმის ცვლაზე. ენდორფინები აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, ხსნიან ტკივილს. ამით აიხსნება საფეთქელზე და კისრის არეში აპლიკაციისას დადებითი ზემოქმედება მიგრენის და გულის იშემიური დაავადებების დროს.

ყველა მგრძნობიარე უჯრედებს აქვს მგრძნობელობის ზღვარი. გაღიზიანება ამ ზღვრის ქვემოთ, არ იწვევს საპასუხო რეაქციას. ხშირი და გაძლიერებული გაღიზიანებისას, ზღვრი იწვევს მაღლა. ანუ, რეაქციის გამოსაწვევად, საჭიროა შედარებით ძლიერი გამაღიზიანებელი. ამისათვის მგრძნობიარე ზონებზე აპლიკაცია საჭიროებს დროსა და ადგილის შენაცვლებას.  მაგ. : ერთ დღეს ფირფიტა მიმაგრდეს მარჯვენა ტერფის ქუსლზე (თაღი) მეორე დღეს, მარცხენა ტერფის ანალოგიურ ადგილას. ტერფის გარდა, განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონებია,  ბარძაყის შიდა ზედაპირის ნაზი კანი,  წინამხრის, მხრის, იღლიის ფოსოს ნაზი კანი. შეიძლება აღმოჩენილ იქნას სხვა ადგილებიც - ინდივიდუალურად, საკუთარი შეგრძნებების მიხედვთ. ასეთი არეები განსაკუთრებით  მგრძნობიარეა შეღუტუნებისას.



სპილენძი-ვერცხლის აპლიკატორის გამოყენების მაგალითები:

დაავადების დასახელება

აპლიკაციის ადგილი
(იხ. ნახატი)

აპლიკაციის დრო დამატებითი შენიშვნები
თავის ტკივილი:
მაღალი წნევის დროს
3 + 3 1-დან 8 საათამდე აპლიკატორის ზუსტი ადგილი შეირჩევა ინდივიდუალურად
ნევროზების დროს 2 + 2 და (ან) 1 1-დან 8 საათამდე აპლიკატორის ზუსტი ადგილი შეირჩევა ინდივიდუალურად
შერეული ტიპის 3+3 და 1 ან 2+2 და1 1-დან 8 საათამდე აპლიკატორის ზუსტი ადგილი შეირჩევა ინდივიდუალურად
სახის ნერვის ნევრიტი 4+4 (ზედა უბნებში) 
5+5 (შუა უბნებში) 
6+6 (ქვედა უბნებში)
ღამით ან დღით,
2-8 საათით

15-20 პროცედურა

რინიტი, (სურდო) ჰაიმორიტი 5 + 5 2 - 8 საათით

8 პროცედურამდე რინიტის დროს
და 30 პროცედურამდე ჰაიმორიტის დროს

ტონზილიტი (ანგინა) 7 + 7 ღამით ან დღით,
8 ასათით
5-7 პროცედურა მწვავე ფორმის დროს
და 30 პროცედურა ქრონიკულის დროს დროს

იმუნიტეტის ამაღლება

12 ღამით ან დღით,
8 ასათით
ყოველდღიურად, 7-40 დღის განმავლობაში.
2-3 კურსი წელიწადში.
ოსტეოქონდროზი,
რადიკულიტი,
ლუმბაგო
8+8;
9+9+9+9;
10+10+10+10
3-დან 30 დღემდე,
8 საათით
ატარეთ მდგომარეობის შემსუბუქებამდე ტკივილის ლოკალიზაციის ადგილას
ან საჭიროებისამებრ

ართრიტები:
მხრის

13 + 13 3-დან 30 დღემდე,
8 საათით
აპლიკაცია დაზიანებულ ადგილას, მდგომარეობის შემსუბუქებამდე
იდაყვის 14 + 14 3-დან 30 დღემდე,
8 საათით
აპლიკაცია დაზიანებულ ადგილას, მდგომარეობის შემსუბუქებამდე
სხივ-მაჯის 15 + 15 3-დან 30 დღემდე,
8 საათით
აპლიკაცია დაზიანებულ ადგილას, მდგომარეობის შემსუბუქებამდე
მუხლის 16 + 16 3-დან 30 დღემდე,
8 საათით
აპლიკაცია დაზიანებულ ადგილას, მდგომარეობის შემსუბუქებამდე
კოჭ-წვივის 17 + 17 3-დან 30 დღემდე,
8 საათით
აპლიკაცია დაზიანებულ ადგილას, მდგომარეობის შემსუბუქებამდე
მენსტრუალური ტკივილი 8+8 და (ან) 11+11+11 1-დან 5 დღემდე, მდგომარეობის შემსუბუქებამდე აპლიკატორის ზუსტი ადგილი შეირჩევა ინდივიდუალურად

ჩალურჯება,
დაჟეჟილობა,
დაბეჟილობა

აპლიკაცია
დაზიანებულ ადგილას
1-დან 5 დღემდე,
ღამით ან დღით
2-დან 8 საათამდე

 

ბიმეტალური აპლიკატორების განთავსების წერტილები: 1 - შუბლისა; 2 - საფეთქლისა; 3 - კეფისა; 4 - თვალზევითისა; 5 - „ძაღლის ფოსოში“; 6 - ნიკაპისა; 7 - კისერ-ყბისქვეშა; 8 - ქისრისუკანა; 9 - ზურგისზედა; 10 - წელისა; 11 - გავისა; 12 - მკერდისა; 13 - მხრისა; 14 - იდაყვისა; 15 - სხივ-მაჯისა; 16 - მუხლისა; 17 - კოჭწვივისა

ექიმი ს.ა. ლასკინი გვამცნობს, შინაგანი ორგანოების შესაძლო მკურნალობას,  მეტალური დისკების დამაგრებით ზახარინ-გედის ზონებზე, რომელიც აირეკლავენ ორგანოების პროექციას ადამიანის კანის ზედაპირზე.

ცნობილია, რომ შინაგანი ორგანოების დაავადებისას, ზონებში წარმოიშვება „არეკლილი“ ტკივილები და ტკივილისა და ტემპერატურის გაძლიერებული მგრძნობელობა - ჰიპერესტეზია.

ჩვენს პრაქტიკაში იყო შემთხვევები,  სპილენძი-ვერცხლის აპლიკატორების წარმატებული გამოყენებისა ზახარინ-გედის ზონებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ორგანოს მკაფიოდ გამოხატული დაზიანებისას, დღის განმავლობაში დისკის ქვეშ წარმოიქმნება ჰიპერემიის წითელი ლაქა. გამოჯამრთელების დინამიკის მიხედვით, ლაქა თანდათანობით ქრება. ასეთი ეფექტი აღენიშნება შარდასწვეთების ანთებისას  (ზონა №5) ბრონქიალური ასთმისას (ზონა №1 ზურგის მხრიდან) და ჰაიმორიტისას („ძაღლის ფოსო“). შესაძლებელია, რომ ეს ცდა გამოდგეს არა მარტო მკურნალობისთვის, არამედ დიაგნოზისა და მისი სიმძიმის ხარისხის დასაზუსტებლად.

ზახარინ-გედის ზონების განთავსება: 1 - ფილტვები და ბრონქები; 2 - გული; 3 - კუჭ-ნაწლავი; 4 - შარდის ბუშტი; 5 - შარდსაწვეთი; 6 - თირკმელები; 7 - ღვიძლი; 8 - კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი; 9 - ღვიძლი; 10 - შარდ-სასქესო სისტემა.

Родимин Е. М. "Лечение медью и благородными металлами".

იყო ჯანმრთელი ძალიან ადვილიადეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაციასაქართველოს კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის ნაციონალური ცენტრიფოტომომსახურეობა