მოლისანი - საუკეთესო გზა ჯანმრთელობისაკენ
აბსცესი (ჩირქგროვა)
ალერგია, ალერგიული დერმატიტი
ანგინა, ქრონიკული ტონზილიტი, ტკივილი ყელის არეში, ლარინგიტი
ბუასილი, სწორი ნაწლავის ნაპრალები
ჭრილობები, დაბეჟილობა, ნაკაწრები
გრიპი
დამწვრობა, მზით გარუჯვა
დეზინფექცია (ზედაპირების, ჰაერის, საკვები პროდუქტის)
დიათეზი
ეგზემა
ვენების გაგანიერება (სისხლმდენი გაფართოებული ვენები)
თმის ცვენა ცხიმოვანი სებორეის დროს (ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის მომატება)
ინტიმური ჰიგიენა
კანის მოვლა
კბილის ტკივილი
მასტიტი
ნაწოლები
ოფლიანობა ცუდი სუნით, ჭარბი ოფლიანობა
ოტიტი
პანარიციუმი
პარაპროქტიტი
პიოდერმია (ფურუნკულოზი)
რესპირატორული (მწვავე) დაავადებების პროფილაქტიკა, ეპიდემიის დროს გაცივებები
საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ვაგინიტი, ენდოცერვიტი
სურდო
სტომატიტი, პარადონტიტი, გინგივიტი
სოკო. ფეხის, კანის სოკო, დერმატომიკოზი (კანის სოკოვანი დაავადება)
ფლეგმონა
ფსორიაზი (ქერცლოვანი სირსველი)
ფურუნკულოზი
ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი ჭრილობები, ტროპიკული წყლულები, კარბუნკულები
ჰერპესი
მოლისანი არის გარეგანი და ადგილობრივი გამოყენების, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო, ფართო სპექტრის კომპლემენტარული სამკურნალო საშუალება, რომელსაც თავისი უნიკალური ფორმულის გამო მსოფლიო ბაზარზე არ აქვს ანალოგი.
მოლისანი გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული გამწმენდი მოქმედებით, გამოდევნის ჩირქს ინფიცირებული ჭრილობიდან და კარბუნკულებიდან, ასუფთავებს და აახალგაზრდავებს კანს.
მოლისანი ეფექტურია პირის ღრუს, ცხვირ-ხახის და სასუნთქი ორგანოების დაავადებების მიმართ.
მოლისანი გამოიყენება გაზავების გარეშე. გაზავება ასუსტებს პრეპარატის სამკურნალო თვისებებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიჭირთ მოლისანის გამოყენება, განიცდით დისკომფორტს, გააზავეთ იგი თბილ ანადუღარ წყალში (1 ნაწილი წყალი + 2 ნაწილი მოლისანი).
მოლისანის გამოყენების დროს მნიშვნელოვნად გააუბჯობესებს მდგომარეობას კოლოიდური ვერცხლის და ცოცხალი წყალის მიღება.
გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
შემადგენლობა:
active aqua
sodium chloride
essentialis olea (melaleuca alternifolia, eucalyptus, menthe piperita et aliis plantis)
მოლისანის გამოყენების გამოცდილება სხვადასხვა დაავადებების დროს:
აბსცესი (ჩირქგროვა).
- მოუმწიფებელი ჩირქი უნდა დამუშავდეს თბილი მოლისანით და შემდეგ მას უნდა დაედოს მოლისანის კომპრესი. თუ ჩირქი გამოვიდა, ან გაიჩხვლიტა, ის უნდა ჩაირეცხოს მოლისანით და დაედოს ნახვევი.
ალერგია. ალერგიული დერმატიტი.
- უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინიოთ, თუ რამ გამოიწვია ალერგიული დერმატიტი (კონტაქტი მცენარეებთან, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები, სუნი და სხვა). გამონაყარი, შესიებები, უნდა დასველდეს მოლისანით (3 დღე მიყოლებით). დღეში 5-6-ჯერ, ჭამის შემდეგ, გამოიბანეთ ცხვირი, პირის ღრუ, ყელი პრეპარატ მოლისანით. ყოველი პროცედურის შემდეგ დალიეთ 0,5 ჭიქა გასუფთავებული წყალი. გამონაყარი, მუწუკები დაასველეთ მოლისანით დღეში 5-6-ჯერ.
–პროფილაქტიკის მიზნით სასურველია მოლისანის ყოველდღიურად გამოყენება.
–დაავადება გაივლის 2-3 დღეში. პარალელურად სასურველია ალერგიის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობა.
ანგინა, ქრონიკული ტონზილიტი, ლარინგიტი.
- სამი დღის განმავლობაში დღეში 5-6-ჯერ, აუცილებლად ჭამის შემდეგ, ცხვირ-ხახა და ყელი გამოირეცხეთ თბილი მოლისანით. ყოველი გამორეცხვის შემდეგ დალიეთ 100 - 200 მლ გასუფთავებული ან «ცოცხალი წყალი». გარდა ამისა, დაავადების პირველი დღიდანვე ნუშისებური ჯირკვლები უნდა ჩაირეცხოთ თბილი მოლისანით. ჩარეცხვა მოსახერხებელია სამედიცინო შპრიცით ნემსის გარეშე.
- პირველივე დღეს დაიწევს ტემპერატურა, დაავადება გადის 2-3 დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში მომდევნო დღეს. ერიდეთ გაცივებას, ისაუბრეთ ხმადაბლა, სასარგებლოა «C» და «B» ჯგუფის ვიტამინებისა და პოლივიტამინების მიღება. მოერიდეთ ცხარე და უხეშ საკვებს.
ბუასილი, სწორი ნაწლავის ნაპრალები.
- მკურნალობა დაიწყეთ ტუალეტის შემდეგ. ჯერ ჩამოიბანეთ ნაპრალები, კვანძები თბილი წყლითა და საპნით, შემდეგ გაიმშრალეთ და დაიმუშავეთ მოლისანით. ეს პროცედურა ყოველი ტუალეტის შემდეგ გაიმეორეთ. გარდა ამისა, პირველი 10 დღე ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ ყოველ ჯერზე 300 მლ გასუფთავებული წყალი. ყაბზობის განმეორების შემთხვევაში კი დალიეთ ყოველ ჯერზე 200 მლ კიდევ 2-3 დღე. სასარგებლოა მოლისანის მიკროოყნების გაკეთება 30-40 მლ-ის ოდენობით, რაც შეიძლება დიდხანს (არანაკლებ 15-20 წუთი) დაყოვნებით სწორ ნაწლავში. ოყნის წვერი დაამუშავეთ ვაზელინით და გაიკეთეთ ფრთხილად. მოლისანით გაჟღენთილი მარლის (დოლბანდის) ტამპონი შეიყვანეთ სწორ ნაწლავში 3-4 სმ-ის სიღრმემდე.
- სისხლდენა წყდება, რეგულირდება კუჭის მოქმედება, წყლულები, ნაპრალები ხორცდება 3-4 დღეში. მკურნალობის დროს უნდა მოერიდოთ ცხარე საჭმელს, შებოლილ პროდუქტებს, არ უნდა მიიღოთ მაგარი ალკოჰოლური სასმელები.
ოყნა შეიძლება გაიჩეროთ ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, მენჯის ქვეშ ამოდებული ბალიშით.
ჭრილობები, დაბეჟილობა, ნაკაწრები.
- ჭრილობა ჩაირეცხეთ მოლისანით და დაელოდეთ, სანამ გაშრება. თუ გაჩნდება ჩირქი, ხელახლა დაამუშავეთ მოლისანით.
- ჭრილობა შეხორცდება 2-3 დღის განმავლობაში.
გრიპი.
- პირველ დღეს რეკომენდირებულია უჭმელობა (ორგანიზმმა არ უნდა დახარჯოს ენერგია საკვების გადასამუშავებლად, არამედ უნდა მიმართოს იგი ვირუსებთან საბრძოლველად). პერიოდულად დღეში 6-8 ჯერ უნდა გამოივლოთ ცხვირი, პირი, ყელი თბილი მოლისანით.
- გრიპი გაივლის 2-3 დღეში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ პირველივე დღეს.
დამწვრობა, მზეზე გარუჯვა.
- მზით დამწვრობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კანის საკმარისად დანამვა-გაგრილება მოლისანის შესხურებით, რაც ტკივილს ამცირებს და ანთებით პროცესს აფერხებს. კარგ შედეგს იძლევა დამწვრობაზე მოლისანში დასველებული სელის ტილოს საფენების გამოყენება. იმის გამო, რომ კანი დამწვრობის დროს ბევრ სითხეს კარგავს, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის, უმჯობესია «ცოცხალი წყლის» მიღება.
დეზინფექცია.
მოლისანი საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა. ამ ხსნარით შეგიძლიათ ავეჯის, ჭურჭლის, იატაკის გაწმენდა. ვირუსული ინფექციის საშიშროების დროს სასურველია მოლისანით დამუშავდეს ჰაერი. თუ თქვენ არ გაქვთ გასაფრქვევი აპარატი, დაასველეთ თეთრი “ვაფლის” პირსახოცი მოლისანით, გაწურეთ და დაფერთხეთ ოთახში.
დიათეზი.
- ყოველგვარი გამონაყარი და შეშუპება გაისუფთავეთ მოლისანით, ადროვეთ, რომ გაშრეს. პროცედურა გაიმეორეთ 3-4 ჯერ დღეში. გადახედეთ მენიუს და გამორიცხეთ დიათეზის გამომწვევი პროდუქტები. მიიღეთ ნაკლები რძე და კარაქი და მეტი ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი. თავი შეიკავეთ ქიმიური წამლების მიღებისგან.
- როგორც წესი, დიათეზი გაივლის 2-3 დღეში. სასურველია შემოწმდეს, იწვევს თუ არა დიათეზს ოთახის ყვავილები, შინაური ცხოველები.
ეგზემა.
- მკურნალობამდე, დაზიანებული ადგილები დაიორთქლეთ (გაიკეთეთ ცხელი კომპრესი), რის შემდეგ დაასველეთ მოლისანით და მიეცით გაშრობის საშუალება. პროცედურები გაიმეორედ კვირის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად.
- ჩვეულებრივ, დაზიანებული ადგილები ხორცდება 5-6 დღეში, ზოგჯერ უფრო მალე.
ვენების გაგანიერება.
- გაფართოებული ვენები და სისხლმდენი ადგილები ჩამოირეცხეთ ან რამოდენიმეჯერ გაიწმინდეთ მოლისანით.
- ტკივილის შეგრძნებები მცირდება, დაავადებაც თანდათან იკურნება.
თმის ცვენა ცხიმოვანი სებორეის დროს.
-დაბანის შემდეგ მოლისანით დასველებული ბამბის ტამპონით დაიზილეთ თავის კანი, დაიფარეთ პირსახოცი და ადროვეთ თმას გაშრობა.
პროცედურები უნდა განმეორდეს 2-3 ჯერ დღეში 6-8 დღის განმავლობაში.
- თმის ცხიმიანობა მცირდება, ქავილი თანდათან ქრება. ვისაც აქვს მიდრეკილება მაღალი წნევისაკენ, უნდა აკონტროლოს წნევა.
ინტიმური ჰიგიენა.
-ქალებისათვის: მოლისანი ანადგურებს ქალის საშოს ლორწოვანის პათოგენურ ფლორას (ბაქტერიულ-ვირუსული ინფექცია, კოლპიტი, ვაგინიტი, კანდიდომიკოზი, ჰიპერსეკრეცია, თეთრად შლა).
-მამაკაცებისათვის: მოლისანი ხასიათდება ანტიანთებითი მოქმედებით სასქესო ორგანოებზე. არის ინტიმური ჰიგიენის საშუალება, რომელიც ხელს უშლის სქესობრივი გზით ვირუსულ-ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციის გადაცემას. ეფექტურია candida-ს რიგის სოკოსადმი, რომელიც იწვევს კანდიდოზს.
კანის მოვლა.
სახის სებორეა, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი-აკნე, ფერიმჭამელა, სტაფილოკოკი, პაპილომა ვირუსი, ხანდაზმულობის ლაქები.
მოლისანი, მისი ბიოლოგიური აქტივობიდან გამომდინარე, უპირველესად არის კანის მადეზინფიცირებელი, რომელიც პირველ რიგში გამოდევნის ჩირქს მისი არსებობის შემთხვევაში და შემდგომ აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანს, ხსნის გაღიზიანებას, აწყნარებს და აძლიერებს კანის დამცველ რეაქციებს. მოლისანის გამოყენება როგორც ბიოსტიმულატორი და ანტიოქსიდანტი ააქტიურებს სახის კანის უჯრედების ფუნქციას.
კანის სუნთქვითი ფუნქციის გასაუმჯობესებლად, მისი კაპილარული სისხლის მიმოქცევის სისტემის აღსადგენად საჭიროა კანი გასუფთავდეს ატმოსფერული დაბინძურებისაგან, ცხიმისაგან, მაკიაჟის კვალისაგან და მკვდარი უჯრედებისაგან.
ამისათვის საჭიროა ყოველდღე დამუშავდეს სახის, კისრის, ხელ-ფეხის კანი მოლისანში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით. კანის გაშრობის შემდეგ სასურველია პროცედურის განმეორება.
სასარგებლოა ასევე დილაობით, დღეგამოშვებით, 15-20წ. გაკეთებულ იქნას მოლისანის სახის და კისრის კომპრესები.
მოლისანის გამოყენება დღის განმავლობაში შეზღუდული არ არის, რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ მოლისანს (5-6 ჯერ, ან მეტი), მით უფრო ჩქარა მივაღწევთ სასურველ შედეგს. მოლისანი ბუნებრივი საშუალებაა, და ჩამობანვას არ საჭიროებს.
მოლისანი აახალგაზრდავებს კანს, ხელს უწყობს მუწუკების, ფერიმჭამელების, გამონაყარის, მზისმიერი და ასაკობრივი პიგმენტური ლაქების გაქრობას. ამ უკანასკნელის ლიკვიდაციისათვის, ასევე ეფექტურია მოლისანის საფენების გამოყენება. მოლისანი აქტიურად გამოყენება გარდამავალ ასაკში, კანი სუფთავდება, ქრება გამონაყარი.
დღისა და ღამის ჩვეულებრივი დაბანვის შემდეგ სასარგებლოა სახის, კისრის, ხელების, ყურების მოლისანით მობანვა. მიეცით მას აორთქლების საშუალება, რათა კანი გახდეს ელასტიური და მკვრივი.
დაიბანეთ მოლისანით, და თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გაქრება კანის დაჭიმულობის შეგრძნება, რომელიც წარმოიქმნება ონკანის წყლის გამოყენებისას.
გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა სახის მოლისანით მობანვა (ოდეკოლონის, გელისა და ლოსიონის მაგივრად).
კანის მოვლის დროს, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ორგანიზმიდან ბიოლიგიური შლაკების და ტოქსინებს გამოდევნის მიზნით, რეკომენდირებულია "ცოცხალი წყალის" მიღება 25-30 დღის განმავლობაში. "ცოცხალი წყალი" აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლას და ხასიათდება ზოგად მასტიმულირებელი და მატონიზირებელი მოქმედებით. ჭარბი წონის არსებობის შემთხვევაში ხდება წონის კორექტირება.
"ცოცხალი წყალი" უნდა დაილიოს დღეში მინიმუმ!!! ორი ლიტრი (30 - 60 მლ. 1 კგ-ზე.), დილით უზმოზე (უმჯობესია ორი ჭიქა), ყოველი ჭამის წინ (20 - 30 წუთით ადრე), და დღის განმავლობაში.
კბილის ტკივილი.
- 10-20 წუთის განმავლობაში გამოივლეთ პირის ღრუ მოლისანით. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. ბოლოს გამოივლეთ ანადუღარი წყალი კბილის ემალიდან მჟავის მოსაცილებლად.
- ტკივილი გადის შედარებით მალე, თუმცა, ეს არ გამორიცხავს კბილის ექიმთან ვიზიტს.
მასტიტი.
- ჭრილობას 8-10 წუთის განმავლობაში ამუშავებენ პრეპარატ მოლისანით და ზედ აფენენ მოლისანით გაჟღენთილ დოლბანდის ხელსახოცს. ამუშავებენ დღეში 2-ჯერ. მე-4 დღიდან, როდესაც გამომჟღავნდება ქსოვილის გრანულაცია, ჭრილობაზე ადებენ მეორად ნაკერს, ზემოდან კი მოლისანიან სახვევს 2 დღის განმავლობაში.
ნაწოლები.
- ნაწოლები ფრთხილად ჩამოიბანეთ თბილი მოლისანით და მიეცით შეშრობის საშუალება. შეხვევის შემდეგ შეიძლება დაასველოთ ბინტიდან. ჩირქის წარმოშობისას პროცედურა მეორდება (ისევე როგორც ჩირქოვანი ჭრილობის მკურნალობისას). პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია დაწვეს სელის ლეიბზე. ნაწოლის ქვეშ უფენენ სელის თესლებიან ტომარას (ჭრილობამ რომ უკეთ ისუნთქოს). ერთი ციკლი განისაზღვრება 6 დღით.
- პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მკურნალობის ამ მეთოდის შედეგად ნაწოლები ხორცდება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული, ქიმიური წამლებით მკურნალობისას.
ოფლიანობა ცუდი სუნით. ჭარბი ოფლიანობა.
- დღეში ორჯერ - სამჯერ (დილას და საღამოს, ან დილას, შუადღეს და საღამოს) თბილი წყლით და საპნით დაბანის და გამშრალების შემდეგ დაისველეთ იღლიები და ფეხის ტერფები მოლისანით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 დღე, პროფილაქტიკისათვის პროცედურების გამეორება სასურველია ყოველდღიურად.
- როგორც წესიე, სუნი ქრება მეორე დღესვე, ჭარბი ოფლიანობა იკლებს.
ოტიტი.
-ყური ფრთხილად გამოიბანეთ თბილი მოლისანით, ბამბით ამოიშრეთ სითხის ნარჩენები. დაიდეთ თბილი მოლისანით გაჟღენთილი ტილო და დაითპუნეთ. გამონადენი და ჩირქი მოიწმინდეთ მოლისანში დასველებული ბამბით. გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
- ერიდეთ გაციებას, უმკურნალეთ სურდოს.
პანარიციუმი.
- პირველი 2 დღე 10-15 წუთის განმავლობაში დააყოვნეთ თითები ჭურჭელში თბილი (35-40 გრადუსამდე) მოლისანით, რის შემდეგ გაიშრეთ და დაზიანებულ ზედაპირზე გაიკეთეთ მოლისანის სველი საფენი. ჩირქგროვის გახსნის შემდეგ (ჩვეულებრივ ეს ხდება მე-2 დღეს) კერა დაიმუშავეთ მოლისანით. მკურნალობის კურსი სრულდება 7-10 დღე.
- ნაპრალები და წყლულები სწრაფად ხორცდება, გამოიდენება ჩირქი.
პარაპროქტიტი.
- უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა. ეცადეა რომ არ გქონდეთ ყაბზობა. დროულად უმკურნალეთ ბუასილს, ფაღარათს. მკურნალობისთვის საჭიროა, რომ კუჭის დაცლის შემდეგ უკანა ტანი ჩაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით, შემდეგ კი ნაპრალები დაიმუშაოთ თბილი მოლისანით, გაიკეთოთ ოყნა თბილი მოლისანით და შეძლებისდაგვარად უნდა დააყოვნოთ 10-15 წუთი. გამონადენის და ჩირქის არსებობის შემთხვევაში, სასურველია ოყნის განმეორება. პროცედურის დასრულებისას საჭიროა თბილი, ანადუღარი წყლის ოყნის გაკეთება.
- სასარგებლოა დიეტა კალციუმის, ცილების, ფოსფორის და ვიტამინი D მაღალი შემცველობით.
პიოდერმია (ფურუნკულოზი).
- კანის ქერქის მოშორების შემდეგ, დაზიანებულ ზონას ჩამოიბანენ დღეში 2-3-ჯერ პრეპარატ მოლისანით. ყოველი ჩაბანის შემდეგ დაზიანების ზონაზე იდებენ მოლისანით სველ საფენს, რომელსაც ცვლიან ყოველი გაშრობის შემდეგ. პროცედურა მეორდება დაახლოებით 8 დღე, ჩვენებების მიხედვით.
რესპირატორული (მწვავე) დაავადებების პროფილაქტიკა. გაცივებები ეპიდემიის დროს.
- პერიოდულად კვირაში 3-4 ჯერ, საჭიროებისამებრ კი ყოველდღე, დილა-საღამოს, (სამსახურიდან დაბრუნებისას) მოლისანით გამოირეცხეთ პირის ღრუ და ცხვირის ღრუ და ყელი. ინფექციურ ავადმყოფთან კონტაქტისას, პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში ყოფნისას ეს პროცედურები ჩაიტარეთ დამატებით. სასურველია სახლში ხელ-პირი დაიბანოთ პრეპარატ მოლისანით.
- იღუპება მიკრობები, ბაქტერიები, შესაძლებელია დაავადების აცილება.
საშვილოსნოს ყელის ეროზია.
- ღამით შეიშხაპუნეთ ან გაიკეთეთ საშოს აბაზანები თბილი (38 გრადუსი) მოლისანით. სასურველია პროცედურები გაიმეოროთ დღეში 2-3 ჯერ.
- მკურნალობა გრძელდება 5 დღე. ჩვეულებრივ მოლისანის 2-4 პროცედურის შემდეგ ქრება ქავილი, ანთების ნიშნები, მცირდება საშოს ქსოვილების შეშუპება, გამონადენი ხდება გამჭვირვალე..
სურდო.
- 2-3 -ჯერ მოლისანით გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ თანდათანობით შესრუტვით. ბავშვებს ცხვირში უნდა ჩაუწვეთოთ მოლისანი პიპეტით. დღის განმავლობაში შეიძლება პროცედურის რამოდენიმეჯერ განმეორება საჭიროების მიხედვით. - ბანალური სურდო გადის 10-20 წუთში.
სტომატიტი, პარადონტიტი, გინგივიტი (ღრძილების ანთება).
- ამ დაავადებას იწვევს ბაქტერიები ან ვირუსები, უხარისხო ბჟენი, გვირგვინი, ნალექი კბილებზე. ამისათვის პირველ რიგში უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა. რეგულარულად და სწორად გაისუფთაოთ კბილები, ყოველი ჭამის შემდეგ საჭიროა რამდენჯერმე 1-2 წუთით გამოივლოთ მოლისანით კბილები და პირის ღრუ. პირის ღრუს დაზიანებულ ლორწოვანზე 5 წუთის განმავლობაში დაიდეთ მოლისანიანი ბამბის ლილვაკი . ბოლოს გამოივლეთ ანადუღარი წყალი, რათა გაანეიტრალოთ და დაიცვათ კბილის
ემალი მჟავე არესაგან. სასარგებლოა პერიოდულად ღრძილების მასაჟი. - მცირდება და წყდება სისხლდენა ღრძილებიდან, თანდათანობით ცილდება ქვები, ქრება უსიამოვნო სუნი.
სოკო. ფეხის, კანის (დერმატომიკოზი).
- მკურნალობის დაწყების წინ, დაზიანებული ადგილები უნდა ჩამოიბანოთ საპნითა და ცხელი წყლით და გაიმშრალოთ. თუ სოკომ დააზიანა ფრჩხილები, ისინი უნდა გააჩეროთ ცხელ წყალში, შემდეგ დაიჭრათ დადაისუფთაოთ. მკურნალობის პირველ ეტაპზე დაზიანებულ ზედაპირზე დაიდოთ პრეპარატ მოლისანის ოთხფენოვანი საფენი. პერიოდულად დაისველეთ ის 10-15 წუთის შემდეგ და გაიმეორეთ პროცედურები დღეში 6-8-ჯერ. ასეთი მკურნალობა გრძელდება 5-6 დღე. ფრჩხილების სოკოს სამკურნალოდ სასურველია გაიკეთოთ აბაზანა ფეხებისათვის და დააყოვნოთ ტერფები ცხელ მოლისანში 30-35 წუთით.
- სოკო ქრება 7-10 დღეში, ფრჩხილის სოკო ინკურნება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მანამ, სანამ თანდათანობით არ შეიცვლება (პერიოდულად მოიჭრება) დაზიანებული ფრჩხილები და არ წამოიზრდება ახალი, ჯანსაღი. წინდებსა და ფეხსაცმელს აუცილებლად ჭირდება მოლისანით დეზინფიცირება.
ფლეგმონა.
- მოლისანის საფენს ადებენ ინფილტრატის არეზე 20-30 წუთით, 4-5-ჯერ დღეში. ამის შემდეგ ჭრილობას ჩარეცხავენ პრეპარატ მოლისანით და 6-8 საათის განმავლობაში ჭრილობაში ტოვებენ სტერილურ ხელსახოცს. მე-9 დღიდან ჭრილობას ჭარბად გამორეცხავენ პრეპარატ მოლისანით 3-5-ჯერ დღეში.
- ჩვეულებისამებრ დაზიანებული ადგილები ხორცდება შედარებით მალე.
ფსორიაზი (ქერცლოვანი სირსველი).
- მკურნალობამდე საჭიროა კარგად დაიბანოთ საპნით, დაზიანებული ადგილები უნდა დაიორთქლოს მაქსიმალურად მოსათმენი ტემპერატურით და გაკეთდეს ცხელი კომპრესები, რათა ქერცლი და დაზიანებული კერა დარბილდეს. ამის შემდეგ დაზიანებულ ადგილს გაუკეთდეს აპლიკაცია თბილი მოლისანით 20-40 წუთით. პროცედურები უნდა განმეორდეს 3-4-ჯერ დღეში. დაავადება ძნელად განკურნებადია, ავადმყოფს მოეთხოვება ნებისყოფა და მოთმინება.
- 4-5 დღის შემდეგ დაავადებული ადგილები სუფთავდება, წარმოიშვება კანის სუფთა, ვარდისფერი
არეები. თანდათან სირსველი ქრება. ხშირად საკმარისია მკურნალობის 3-4 ციკლი. განიკურნება ავადმყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი. მკურნალობის პროცესში უნდა ვერიდოთ ცხარე საკვებს, განსაკუთრებით შებოლილ, დაშაშხულ პროდუქტებს, ალკოჰოლს. არ მოწიოთ, ეცადეთ არ ინერვიულოთ.
ფურუნკულოზი.
- დაზიანებული ადგილები დაიბანეთ თბილი წყლით და საპნით, შემდეგ დაამუშავეთ თბილი მოლისანით და მიეცით შეშრობის საშუალება. შემდეგ ფურუნკულებს უნდა დაადოთ მოლისანიანი კომპრესი, ცვალეთ ის 4-5-ჯერ დღეში ან უფრო ხშირად.
- ჩვეულებრივ, ფურუნკულები ხორცდება 3-4 დღეში.
ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი ჭრილობები, ტროპიკული წყლულები, კარბუნკულები.
- ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი ჭრილობები, ტროპიკული წყლულები. ჩირქოვანი ღრუს გახსნისა და ნეკროზული ქსოვილების მოცილების შემდეგ, გამოიყენება პატარა ოყნა და ჭრილობა მუშავდება თბილი მოლისანით (2-3 წუთი), შემდეგ ედება სტერილური, მოლისანით დასველებული ტამპონი. ნახვევი შეიძლება შეიცვალოს დღეში 2-ჯერ. მე-3 დღიდან, ჭრილობა მუშავდება მოლისანით 3-5 წუთით. დამუშავების შემდეგ, ტამპონი ჭრილობაში შეიძლება დარჩეს 24 საათით. მე-4, მე-5 დღეს ჭრილობა მუშავდება მოლისანით ტამპონის გარეშე.
- კარბუნკულები. კარბუნკულების სამკურნალოდ მოლისანი გამოიყენება ჩასარეცხად, ნახვევისთვის და ტამპონებისთვის ინფექციური პროცესების კუპირებისთვის, ჭრილობიდან კარგი გამოდენის პირობის შექმნისათვის და გრანულარული ქსოვილის წარმოსაქმნელად, ჩვეულებრივ 10-15 დღის განმავლობაში სრულ გაქრობამდე ჭრილობის 3-5-ჯერ დამუშავებით.
- უკვე ერთი დღის შემდეგ, ჭრილობაში მცირდება ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების რაოდენობა, ქრება ლპობის სუნი. დიდი ჭრილობების შეხორცება იწყება მე-2 მე-3 დღიდან. ძველი ტროპიკული წყლულები ხორცდება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჰერპესი.
- გამოირეცხეთ პირისა და ცხვირის ღრუ მოლისანით. ჰერპესის შემცველი ბუშტუკები მოწყვიტეთ
მოლისანით დასველებული ბამბით. შემდგომ, დღის განმავლობაში 7-8 ჯერ 3-4 წუთით დაიფინეთ
დაზიანებულ ადგილზე მოლისანის ტამპონი.
წერილები, გამოხმაურება. www.facebook.com/molisani.ge
ინგა ხ. ჩირქოვანი გამონაყარი სახეზე (აკნე), პაპილომა ვირუსი.
>
ციური ა. ჩირქიანი გამონაყარი სახეზე (აკნე).
>
ნიკა ს. სებორეა 10 წლის განმავლობაში.
>
ფატმანი ც. გარდატეხის ასაკი, გამონაყარი სახეზე.
>
ციური ა. ავთვისებიანი სიმსივნე, გახსნილი, ჩირქოვანი ჭრილობა.
>
ციკო მ.
>
ნონა პ.
>
მაია კ.
>
დალი დ.
>
ეთერი ო.
>
ეკა მ.
>
ბარბარე გ. ექიმი-გინეკოლოგი
>
მაიკო შ.
>
ნათია თ.
>
ნონა ა.
>
ნათია ძ.
>
კოლოიდური მინერალები.
კოლოიდური ვერცხლი.
უძლურებისა და სენისაგან, მწუხარებისა და ავადმყოფობისაგან, ყველა ბოროტებისაგან...
ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, ადამიანები ეპიდემიებთან საბრძოლველად იყენებდნენ ვერცხლიან წყალს; ის უნარჩუნებდა სიცოცხლეს დაჭრილებსა და ავადმყოფებს. თანამედროვე კვლევებმა ცხადყო, რომ კოლოიდური ვერცხლის იონებს გააჩნიათ არა მარტო ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები, არამედ აძლიერებენ იმუნიტეტს. ვერცხლიანი წყალი – ძლიერი
ანტიბიოტიკია, რომელიც არ იწვევს გვერდით მოვლენებს და მიჩვევას თუნდაც ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ვერცხლიანი წყალი შეუცვლელია გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, სტომატიტების, ქრ. გასტრიტის, კოლიტის, წყლულოვანი დაავადებების, თერმული დამწვრობის, დერმატოზების, კანის ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობისა და
პროფილაქტიკისათვის.
კოლოიდური ოქრო
კოლოიდური ოქროს მოაქვს ჯანმრთელობის შეგრძნების სიხარული. სტიმულირებს ორგანიზმის აღდგენით ფუნქციებს, ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ.
ხელს უწყობს სიცოცხლის სიმტკიცეს და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
აი იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა წინააღმდეგაც გამოიყენება კოლოიდური ოქრო: თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ნარკომანია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ართრიტი, დამწვრობა, გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობა, სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, თერმორეგულაციის მექანიზმების დარღვევა, სიმსუქნე, კიბო.
კოლოიდური სპილენძი
კოლოიდური სპილენძი - მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო.
სპილენძი, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში, გამოიყენება რამდენიმე ათასწლეულობის განმავლობაში. ლეგენდები გვამცნობენ, რომ მეფე სოლომონმა დედოფალ სავსკას აჩუქა ფხვნილი, რომელსაც უნდა შეენარჩუნებინა და გაეუმჯობესებინა მისი სილამაზე. ეს ფხვნილი გამოიყენებოდა საცხის სახით სახისა და ტანისათვის. საინტერესოა, რომ იგივეს ამბობენ კლეოპატრასა და ნეფერტიტზე, რომელთა შესახებ ლეგენდები გვიყვებიან მათ არაჩვეულებრივ
სილამაზეზე. საუკუნეების განმავლობაში, ადამიანები ატარებდნენ სპილენძის სამკაულებს, როგორც სხვადასხვა დაავადებების, მაგალითად ართრიტების სამკურნალო საშუალებად.
გარდა სპილენძის ტარებისა, ცნობილი იყო სპილენძით სხვა ბევრი დაავადებების მკურნალობა, მათ შორის სპილენძის ფხვნილი. თუმცა სპილენძით მკურნალობა საკმაოდ სანდო საშუალება გახდა მხოლოდ დღვანდელობაში, როდესაც დამუშავდა სპილენძის კოლოიდის ელექტრონული ხერხით წარმოება. სპილენძის ნაწილაკები, რომლებიც მიიღება კოლოიდური ტექნოლოგიით, მცირეა ვიდრე მემბრანის ფორები, რის გამოც მათ აქვთ უნარი თავისუფლად გადაადგილდნენ მთელს ორგანიზმში, უზრუნველყოფენ რა სპილენძის საჭირო რაოდენობის დამატებას და არ წარმოქმნიან ტოქსინების კონცენტრაციას.
“ცოცხალი წყალი”
შემადგენლობა: გამდიდრებული ვერცხლის იონებით აქტივირებული, სტრუქტურირებული წყალი. «ცოცხალი წყლის» სასარგებლო თვისებები: «ცოცხალი წყალი» ახდენს ენერგეტიკული ბალანსის და მნიშვნელოვან სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობის ნორმალიზებას.
«ცოცხალი წყალი» აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. «ცოცხალი წყალი» აძლიერებს იმუნიტეტს. «ცოცხალი წყალი» აუმჯობესებს უჯრედთა მემბრანების მუშაობას და მკვეთრად ანელებს ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს. «ცოცხალი წყალი» აჩქარებს ტოქსინების და ბიოლიგიური შლაკების ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესს. «ცოცხალი წყალი» აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომ ნაწიბურის გაწოვას. «ცოცხალი წყალი» ზრდის სასიცოცხლო ტონუსს და გამოიყენება სტრესების და გადაღლის მოსახსნელად. «ცოცხალი წყალი» აძლიერებს და ტონუსს მატებს ორგანიზმს. «ცოცხალი წყალი» ხელს უშლის ალერგიულ რეაქციებს და დერმატიტებს, ამცირებს მათ ინტენსივობას. «ცოცხალი წყალი» ხელს უწყობს დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსროვან ტკივილებს. «ცოცხალი წყალი» გამოიყენება თმის და კანის მოსავლელად. «ცოცხალი წყალი» წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და დერმატოლოგიაში. «ცოცხალ წყალს» იყენებენ პედიატრები ჩვილების დასაბანად და მრავალი დაავადებებისაგან მათ დასაცავად. «ცოცხალი წყალი» გამოიყენება მრავალი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. მათ შორისაა: შაქრიანი დიაბეტი, ვირუსული ჰეპატიტი, ფარისებული ჯირყვლის ადენომა, შარდის ბუშტის ანთება, კუჭნაწლავის დაავადებები, სალმონელოზი, დიზენტერია, სებორეა, ეგზემა, წყლულოვანი დაავადება, სტომატიტი, ქრონიკული ბრონქიტი, ალერგოდერმატიტი, ანგინა, ტონზილიტი, ნეფროლოგიური დაავადებები, და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.
კოლოიდური მინერალები Lite Life თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ, გამოიჯანმრთელოთ და გაიძლიეროთ ორგანიზმი. ჩაიტაროთ არაერთი სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. კოლოიდური მინერალები რბილად და ეფექტურად კურნავენ თქვენს ორგანიზმს.
კოლოიდური მინერალების მიღების წესი: კოლოიდი lite life – 40 მკგ (1 ჩაის კოვზი) რეკომენდირებულია დაილიოს «ცოცხალ წყალთან» ერთად, დღეში 1 ან 2 ჯერ საჭმლის მიღებამდე. ოპტიმალური შეწოვისათვის დააყოვნეთ კოლოიდი 3-4 წუთი პირის ღრუში და შემდეგ დააყოლეთ 200 მლ. «ცოცხალი წყალი».
წინააღმდეგი ჩვენება: ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის რეკომენდირებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პროდუქტის ინდივიდუალური შეუთავსებლობის დროს.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
ბროშურაში წარმოდენილი ყველა პრეპარატი მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს.
ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. მიუხედავად ამისა, საჭიროა მნიშვნელოვანი სიფრთხილის გამოვლენა. ბროშურა «მოლისანი - საუკეთესო გზა ჯანმრთელობისაკენ» განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმირებისთვის კომპლემენტარული მედიცინის საშუალებთან საკითხებთან დაკავშირებით. ბროშურის ავტორები და მთარგმნელები არ არიან პასუხისმგებელნი დასმულ დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს. აგრეთვე, ავტორები და მთარგმნელები არ იღებენ ბროშურაში მოყვანილი მასალების გამოყენების შემთხვევაში რაიმე პასუხისმგებლობას შედეგებზე.
თბილისი
საქართველო
შპს სანა ფარმაცევტიკსი
ტელ: +995 (32) 214-10-10
www.molisani.ge
www.facebook.com/molisani.ge