მოლისანი ლოსიონი
500 მლ.- 30,0 ლარი
117 მლ.- 10,0 ლარი
მოლისანი ანტისეპტიკი (ახალი)
1000 მლ.- 40,0 ლარი
კანის სოკო - მკურნალობის დაწყების წინ, დაზიანებული ადგილები უნდა ჩამოიბანოთ საპნითა და ცხელი წყლით და გაიმშრალოთ. მკურნალობის პირველ ეტაპზე დაზიანებულ ზედაპირზე დაიდოთ მოლისანის ოთხფენოვანი საფენი. პერიოდულად დაისველეთ ის 10-15 წუთის შემდეგ და გაიმეორეთ პროცედურები დღეში 6-8-ჯერ. ასეთი მკურნალობა გრძელდება 5-6 დღე.
როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ მიიღება 5-10 მლ. ვერცხლის ნანო კოლოიდი. ოპტიმალური შეწოვისათვის დააყოვნეთ კოლოიდი 3-4 წუთი პირის ღრუში, და შემდეგ დააყოლეთ 200 მლ. ცოცხალი წყალი.
მოსალოდნელი შედეგი: სავარაუდოთ კანის სოკო ქრება 7-10 დღეში.
ფსორიაზი კანზე - მკურნალობამდე საჭიროა კარგად დაიბანოთ საპნით დაზიანებული ადგილები და დაიორთქლოს მაქსიმალურად მოსათმენი ტემპერატურით, სასურველია რომ გაკეთდეს ცხელი კომპრესები, რათა ქერცლი და დაზიანებული კერა დარბილდეს, ამის შემდეგ დაზიანებულ ადგილს გაუკეთდეს კომპრესი თბილი* (38° - 40°) მოლისანით 20-40 წუთით. (როგორ გავიკეთოთ კომპრესი? დააწკაპუნეთ აქ!)
პროცედურები უნდა განმეორდეს 3-4-ჯერ დღეში. დაავადება ძნელად განკურნებადია, ამიტომ ავადმყოფს მოეხოვება ნებისყოფა და მოთმინება. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია მოლისანის ყოველდღიურად გამოყენება.
შინაგანად მოლისანი დეტოქსი და მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა მიიღება.
მოლისანი ელექსირი დეტოქსი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. ხელს უწყობს შხამების, წიდების, დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსრების ტკივილს.
მოლისანი ელექსირი დეტოქსი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ალერგიული რინიტების, ბრონქული ასთმის, ალერგიული დერმატიტების დროს მოლისანი მოქმედებს როგორც ანტიალერგენი.
ფსორიაზი თავზე - საპნით ან შამპუნით დაბანის შემდეგ, პირსახოცით შემშრალებულ თავის კანში უნდა შეიზილოთ მოლისანი. მოლისანი შეზელვა აჯანსაღებს და აღადგენს დაზიანებულ კანს.
რეკომენდირებულია შეზელვის ასეთი მეთოდი: თავის ერთ მხარეს სავარცხლით გადავწიოთ თმები და მოლისანით დასველებული ბამბით კარგად გადავწმინდოთ თავის კანი, და ასე თანმიმდევრულად, სანამ არ დავამუშავებთ თავის მთელ კანს.
მერე მთელ თავზე გადაეფარება პოლიეთილენი ან პირსახოცი. დაყოვნება 15-20 წუთი. მოლისანის ტემპერატურა 40°. პროცედურები უნდა განმეორდეს მინიმუმ 2 ჯერ დღეში, კურსი 6-8 დღე.
თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი ჩამობანვას არ საჭიროებს.
კარგ შედეგს იძლევა, უშუალოდ ძილის წინ, 5 წუთით 5-10 მლ. ოქროს ნანო კოლოიდის სუბლინგვური (ენის ქვეშ) მიღება. ოქროს ნანო კოლოიდით ამშვიდებს ნერვულ სისტემის და აუმჯობესებს ძილის, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, ნახევარი საათის ინტერვალით მიიღება ვერცხლის ნანო კოლოიდი.
მოსალოდნელი შედეგი: დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ დაავადებული ადგილები სუფთავდება, წარმოიშვება კანის სუფთა, ვარდისფერი არეები. თანდათან სირსველი ქრება. ხშირად საკმარისია მკურნალობის 3-4 ციკლი. შველას გრძნობს ავადმყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი. მკურნალობის პროცესში უნდა ვერიდოთ ცხარე საკვებს, განსაკუთრებით შებოლილ, დაშაშხულ პროდუქტებს, ალკოჰოლს. არ მოწიოთ, ეცადეთ არ ინერვიულოთ.
ეგზემა - მკურნალობამდე, დაზიანებული ადგილები დაიორთქლეთ (გაიკეთეთ ცხელი კომპრესი), რის შემდეგ დაასველეთ მოლისანით და მიეცით გაშრობის საშუალება. პროცედურები გაიმეორედ კვირის განმავლობაში ან უფრო რანგრძლივად. ჩვეულებრისამებრ დაზიანებული ადგილები უნდა შეხორცდეს 5-6 დღეში, ზოგჯერ უფრო მალე.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს!
დაავადებების თითქმის 90% გამოწვეულია ქრონიკული შეკრულობით და ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების არსებობით.
ქრონიკული შეკრულობის შემთხვევაში მიიღება ქვედა ნაწლავის ტონიკი. სხვა მრავალი საფაღარათო საშუალებისგან განსხვავებით ქვედა ნაწლავის მატონიზირებელი საშუალება მოქმედებს პრობლემის მიზეზზე და არა ერთჯერად შედეგზე. ქვედა ნაწლავის ტონიკი ათავისუფლებს მსხვილ ნაწლავს გაქვავებული ფეკალური მასებისგან, აჯანსაღებს ლორწოვან გარსს და აღადგენს პერისტალტიკურ ტალღებს. გამოიყენეთ მოლისანის ქვედა ნაწლავის ტონიკი და მიიღეთ იდეალური ელიმინაცია მთელი ცხოვრების მანძილზე!
პარაზიტული ინვაზიის წარმოშობისას მიიღება მოლისანის სამკომპონენტიანი ანტიპარაზიტული ფორმულა, რომლის შემადგენლობაში ორგანული შავი კაკალი, ორგანული აბზინდა და ორგანული მიხაკია.
შავ კაკალს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ათავისუფლებს ღვიძლს, ნაწლავებს, სისხლს და მთელს ორგანიზმს სხვადასხვა პარაზიტისაგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. აბზინდა მოქმედებს მრგვალ და თასმისებურ ჭიებზე, ბაქტერიებზე, უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე, ხოლო მიხაკი ანადგურებს მატლებსა და კვერცხებს.
ისარგებლეთ სისხლის ანალიზის ინოვაციური მეთოდით, ჰემოსკანირებით.
აქციის ფარგლებში გაიარეთ 70 ლარიანი პროცედურა სიმბოლურ ფასად, 20 ლარად!
👩👧👧 ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად:
👉 მოგვწერეთ მესენჯერში შემდეგი მონაცემები:
გვარი, სახელი, ასაკი, მობილურის ნომერი. სათაურში მიუთითეთ: "(თქვენი ქალაქი), ჰემოსკანირება და ექიმის კონსულტაცია 20 ლარად"
👉 დაგვირეკეთ ტელეფონზე:
032 218-04-04; 032 218-07-07; მობ: +995 596 00-10-60
👉 მობრძანდით ჩვენთან:
✔ თბილისი, ილო მოსაშვილის 22 (ვაკის პარკთან).
✔ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი N1ა.
✔ ბათუმი, გორგილაძის 50/52 (რეტროს წინ, გორკის და მახარაძის კვეთაში).
👉 ვმუშაობთ ყოველდღე კვირის გარდა, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
ჰემოსკანირება ეს უნიკალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა საშუალება ჩავიხედოთ საკუთარი ორგანიზმის უჯრედულ სამყაროში და დავინახოთ დარღვევები უჯრედების ფუნქციონირებაში, აგრეთვე მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას დაავადების ადრინდელ სტადიაზევე.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შედეგების ჩვენება მონიტორზეა შესაძლებელი და თქვენ თვალს ადევნებთ იმას, თუ რა ხდება თქვენს სხეულში- ცოცხალ და გონივრულ მიკროსამყაროში, რომელშიც პატარა უჯრედსაც კი აქვს საკუთარი ამოცანები.
თქვენ დაინახავთ, ერითროციტებს, ლეიკოციტებს, იმას, თუ როგორ მოძრაობენ ისინი და სხვა. სისხლის წვეთში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციების, პარაზიტების და ქოლესტერინის კრისტალების დანახვა.
‼ოთხივე შემთხვევაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას, და დააჩქარებს გამოჯანმრთელებას მოლისანი ელექსირის და ცოცხალი წყალის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას. მოლისანი ელექსირი მიიღება 15-20 მლ. დილით უზმოზე, 15-20 მლ. დღეში სამჯერ. დილით უზმოზე, შუადღეს, ჭამამდე 30წ. ადრე, და საღამოს, 30 წუთით ადრე დაძინებამდე.
‼როგორ შევათბოთ მოლისანი? მოლისანის საჭირო რაოდენობა ჩაასხით ფინჯანში, და ჩადგით ცხელ წყალში, ამ შემთხვევაში მოლისანის აქტიურობა მნიშვნელოვნად იმატებს, მაგრამ გაცხელბული მოლისანი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. გააცხელეთ მხოლოდ პროცედურებისთვის საჭირო რაოდენობა.
გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.
გამოხმაურება:
ძალიან კარგია მოლისანის საფენები, ფსორიოზს შველის, საკუთარი გამოცდიკებიდსნ ვიცი.
18.04.2019.
მართლაც საუკეთესო პროდუქცია!!! ფსორიაზის შემთხვევაში როგორც გაქვთ დაწერილი, ისეა ჩემს შემთხვევაში. ვიკეთებ კომპრესებს, ვსვამ მოლისანს, ანტიპარაზიტულ ფორმულას, ნანო ვერცხლს და ცოცხალ წყალს. მეორე დღესვე შედეგი მომცა ფსორიაზისგან დაზინებულ ხელისგულებზე. დღეს მეხუთე დღეა და ის 4ფენად აქერცლილი კანი ორ ფენადაა და ვარდისფერია. შინაგანადაც ვგრძნობ. დაღლილობა და ნერვული სტრესიც ქრება ნელ-ნელა.
უღრმესი მადლობა!!! ❤️
05.12.2018.
2 წლის ბავშს ვასმევდი 10 დღე, ეგზემა აქვს სახეზე და ძაან კმაყოფილი ვართ, მოლისანის დახმარებით თითქმის აულაგა და მოაკრიალა სახე, მადლობა თქვენ ❤️
მოლისანი ელექსირს 1 ჩაის კოვზით დღეში სამჯერ და კლასიკური მოლისანით ვამუშავებდი დაზიანებულ კანს.
28.02.2018.
Лечение Псориаза. Блог Аделины.
Отчет моего второго дня, второго месяца марафона по лечению псориаза.
С утра выпила 35 мл разогретого до 37-38 градусов питьевого Молисан. Какой-то странный вкус. Не понятный такой, солененький. Пить можно, хотя я не любитель пить травки. Но Молисан мне понравился.
Затем помыла все свои пораженные места мылом и поставила Молисан. Начало жечь и чесаться. Но я соскучилась по Молисану и пока держала нюхала его, обожаю этот запах.
После этого выпила 2 стакана воды и пошла на работу в студию.
Со Светланой мы позавтракали печеночными блинчиками с салатом "Винигрет" и еще 1 салатом с курицей и черносливом. Солененькие были и блинчики и салат с курицей. Но у нас в городе, к сожалению, нигде не найдешь кафе, где по заказу тебе бы приготовили без соли. Далее уже в студии я минут 30 лежала с компрессом Молисан, но только на шее.
Уже дома я опять помыла свои болячки мылом, поставила маску мертвого моря, а потом компресс Молисан.
Дома я поела пельмени. Там конечно мясо, но я что-то так захотела их.
На голодный желудок вечером я еще раз выпила 35 мл разогретого питьевого Молисан.
На сегодня все, чуть позже еще раз поставлю Молисан. И спать.
Болячки на коленях, 1 фото до лечения, второе на 12 день лечения. Молисан с золотом усиленный бомба, он должен быть в каждом доме.
Следите за дальнейшими достижениями, а я надеюсь на победу 💪💪💪👍👍👍👍
Мой любимый Молисан. Синий - питьевой. Желтый - золото.
03.09.2016. Татарстан, Чистополь. Аделина Ястребова.
სახის კანს ვიწმენდ მოლისანით, შეუდარებელია. სტომატიტებიც მომირჩინა და ფსორიაზის კერები ჩამიცხრო. დიდი მადლობა რომ ასეთ პრეპარატს აწარმოებთ.
21.11.2017.
მოლისანი მართლა საოცრებაა, ოღონდაც 1-2 დღეში შედეგი თუ არ მოქცა არ უნდა დანებდე, ალბათ 1 თვე მაინც სჭირდება ძლიერ ავადმყოფობას, 2 ცალი დაგჭირდებათ რომ იყიდოთ, ძვირი კია, მაგრამ ღირს მოლისანის ყიდვა.
18.07.2016.
Nino Bladadze
მოლისანს ვიყენებდი ტროფიკულ წყლულზე, არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, ერთ თვეში მოარჩინა, ძალიან კმაყოფილი ვარ, აგრეთვე ფრჩხილის სოკო მოარჩინა. დაილოცოს მისი შემქმნელი.
10.07.2016.
მოლისანი არი ყველაზე კარგი ანტისეპტიკი. 25 წელია ფსორიაზი მაქვს და 1 თეში ამილაგა... დაიჯერეთ ეს სიმართლეა.
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთის...
16.06.2016.
არ ვიცი რა მქონდა, ფრჩხილი მიფუჭდებოდა და მომიხდა მოლისანი. თუმცა, ვფიქრობ უფრო სხვანაირი თავი უნდა ქონდეს ბოთლს, რომ უფრო ეკონომიურად და ლოკალურად გამოიყენებოდეს.
29.05.2016.
მოლისანი ნაწოლებს აშკარად შველის და სოკოსაც, ცოტა ხანგრძლივი დრო უნდა და ყველა წამალს ჯობია, არაფერმა არ მომცა შედეგი, ეს ძაან მაგარია. ბოლომდე არაა ჯერ აღმოფხვრილი, მაგრამ მორჩება დარწმუნებული ვარ. მეგონა ვერასოდეს მოვირჩენდი. 24.03.2016.
Nana Qavtaradze
12 წელი მტანჯავდა ეგზემა. ამ ხნის განმავლობაში რამდენ ექიმთან ვიყავი და რამდენი პრეპარატი ვცადე ვერ მოვთვლი. 1 კვირაა ვხმარობ მოლისანს და გაოცებული ვარ შედეგით. უფალმა დალოცოს მისი შემქმნელი და წარმატებები არ მოაკლოს ხალხის სამსახურში. დიდი მადლობა, გაიხარეთ. 20.03.2016.
Iamze Tsomaia
მოლისანი შველის ეგზემას.
ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში იტანჯებოდა ეგზემის გამონაყრით და ქავილით, ძალიან ბევრ ხერხს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოთ, მოლისანმა კი ორ კვირაში აალაგა გამონაყარი და მოაკრიალა დაზიანებული ადგილები, მადლობა მის შემქმნელს. 13.03.2016.
მზია გ. საბერძნეთი
გამარჯობათ, ეს წუთია გავიგე ამ წამლის არსებობა. მაქვს სოკო მუცლის პრესის ქვეშ, დაბლა ირლიებში, საზარდულის ადგილებში. ვხმარობ ექიმის გამოწერილ წამლებს უკვე 1 თვეა, შედეგს ვერ ვხედავ. მოლისანი მინდა შევიძინო, ძალიან გაჭირვებული ვარ, არც საქართველოში ვარ, საბერძნეთში ვარ, თავ დახრილი ვმუშაობ. ამ დღეებში მიგზავნის შვილი, დაილოცა ღმერთი, ჩემი შვილის ცოლმა გიპოვათ, ერთი თქვენი იმედი ღა დამრჩა, ამასაც ვნახავ თუ არა და ძალიან ვარ დატანჯული, ეხლაც ვტირი. 17.01.2016.
გუშინ მივიღე მოლისანი, შვილმა გამომიგზავნა. წუხელ დაწოლამდე 3 ჯერ წავისვი, დაილოცა ღმერთი, კარგათ დავიძინე. როგორც ახლად დაწყებული შედეგს ვხედავ, აგვისტოდან ეს დაავადება მტანჯავს. წასმას ვაგრძელებ, ვნახოთ რას იზამს. 25.01.2016.
საღამო მშვიდობის ჩემო საქართველო, საღამო მშვიდობისა ჩემო მკურნალო ადამიანო, ჩემო მოლისანო. შეღავათი ძალიან ბევრი მაქვს, 6 თვე არ დავწოლილვარ დასაძინებლათ, ვიჯექი და ისე მეძინა. 3 ღამეა, მაპატიეთ და მუხლები გავშალე. უღრმესი მადლობა და როგორ მაინტერესებს ვინ მოიგონა ეს წამალი? მეტირება, შვილებს ვფიცავარ სიხარულისგან. ჩემ ქალბატონს ინგლისურად უნდა ვუპოვნო მოლისანზე, წაიკითხოს და დარწმუნდეს ქართველი ერი როგორი ძლიერია. უღრმესი მადლობა და ბოდიში, თავი შეგაწყინეთ. 30.01.2016.
Ala Apakidze
მოლისანმა მეც მიშველა. ეს მარტო სოკოს წამალი არ არის, წაიკითხეთ ინსტრუქცია.
07.01.2016.
Dajiko Jincharadze
ყველაზე საუკეთესო საშუალება რაც კი მსმენია, ჩემს მეგობარს ფეხის ფრჩხილის სოკო მოურჩინა მე კი სახეზე ვხმარობ --- ბრწყინვალეა!!!
17.10.2015.
მეც გამოვიყენე და დღესაც ვიყენებ მოლისანს. ფანტასტიური საშუალებაა სახის გასაწმენდად და ფრჩხილის სოკოსთვის. რამოდენიმე გამოყენებისთანავე ვნახე შედეგი. გირჩევთ ყველას, მართლაც უტყუარია! 12.07.2015.
ჩემს მეუღლეს ჰქონდა გაშავებული კანი ფეხის თითებზე და ფრჩხილიც კი სადღაც ბოლო 2-3 წელი, ორ წასმაში ვარდისფერი ფერი დაუბრუნდა მოლისანმა.
28.05.2015.
გიორგი თორელი
მინდა რამოდენიმე სიტყვით მადლიერება გამოვხატო ამ უებარი წამლის მიმართ და მადლობა გადავუხადო მათ უდიდესი დახმარებისთვის. 10 წლის ასაკში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ურთულესი დაავადება ფსორიოზი.
ახლა 16 წლის ვარ და უამრავი მეთოდით ვისარგებლე, მაგრამ სამწუხაროდ ჩემ ყოველ მცდელობას კარგ შედეგებამდე ვერ მივყავდი. ვცადე არაერთი წამალი, სულ ბოლოს კი რუსეთიდან გამოვაგზავნინე ძალიან ძვირადღირებული წამალი, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.
ერთ დღესაც გადავწყვიტე მოლისანით მკურნალობა მეცადა და მხოლოდ ერთმა ბოთლმა მოლისანმა ძალიან შთამბეჭდავი ეფექტი მოახდინა. მის მერე სხვა წამალს საერთოდ აღარ გავკარებივარ. ჩემი მდგომარეობა კი დღითი-დღე უკეთესობისკენ იცვლება. 15.05.2015.
მეც ვხმარობ მოლისანს ფსორიაზის გამო, არ მარჩენს, მაგრამ მნიშვნელოვნად მიმსუბუქებს მდგომარეობას.
05.05.2016.
შალვა ჩხაიძე
ბატონო დავით! მადლობას მოგახსენებთ ამ საოცარი ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო სითხის - "მოლისანის" შექმნისათვის.
მოლისანს ვიყენებ კანის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც დავიმსახურე ჩემი დაუდევარი უყურადღებობით კუჭ-ნაწლავის პრობლემებისადმი ხანგღძლივი დროის განმავლობაში.
მე ის ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი საშუალებით იმ დროს, როდესაც დაღლილი ვიყავი კანის უშედეგო მკურნალობით და აღარ შემწევდა ძალა კვლავ (უკვე მეხუთეჯერ) თავიდან დამეწყო მკურნალობა.
სხვა ანტისეპტიკური საშუალებებისაგნ განსხვავებით, რომელთაც ვიყენებდი კანის ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში (ძირითადად ვაშლის ძმარი და ბრილიანტის მწვანე), მოლისანი მართლაც ჯადოსნური სითხეა. ადვილად გამოსაყენებელი, მოხმარებისთანავე შედეგიანი და იმედის მომცემი. მოლისანს ვასხურებ მთელ ორგანიზმზე - თმებიდან დაწყებული მთელ ტანზე, ფეხის ტერფებზე (ფეხის თითების, ფრჩხილების, ქუსლების ჩათვლით), ვისხამ პირის ღრუში, ცხვირში და ყურებშიც. გარდა მოლისანისა მოვიხმარ თქვენს ცოცხალ წყალსაც, ყოველდილით უზმოზე ვსვამ ნახევარ ლიტრს (ორი 250 გ ჭიქით).
მოლისანით და ცოცხალი წყლით მკურნალობა დავიწყე 2014 წლის აგვისტოს თვიდან და ვაგრძელებ დღემდე საკმაოდ კარგი შედეგით. თითქმის განკურნებულია არამარტო კანის, არამედ ფრჩხილის სოკოც.
პატივისცემით - ინგა დიასამიძე. 24.02.2015.
ძალიან მაგარი წამალია მოლისანი, ფეხის სოკოსთვის ვხმარობ, და არაჩვეულებრივი შედეგი მაქვს. მადლობა თქვენ ბატონო დავით ამ არაჩვეულებრივი პრეპარატისთვის, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეში ასეთი შედეგები მექნებოდა. 25.06.2014.
ქეთი ზარანდია
მე მოლისანი ვიყიდე ჩემთვის, ძალიან რთული დაავადების ვიტილიგოს სამკურნალოდ... გამოვიყენე მაგრამ შედეგი არ მომცა... სახეზე რო წავისვი სახე გადამიწმინდა (ხელი არუნდა ახლოთ გამოყენების დროს თქვენს სახეს). ასევე დედიკოს კისერთან გაუჩნდა რაღაც ლაქა დაახლოებით ფრჩხილის ოდენა, შემდეგ გაიზარდა, გაიზარდა და უფრო გაიზარდა... მე ვთხოვე რო მოლისანი გამოეყენებია. დაახლოებით 5 დღეში აქერცვლა გააქრო მაგრამ წითლად მაინც ეტყობოდა, შემდეგ გამოიყენა 10 დღე და საერთოდ გააპრიალა კანი... სავარაუდოთ ის დაავადება ფსორიაზი იყო, ზუსტად ვერ გეტყვით. ეს წამალი ჩვენს ნათესავსაც მივეცით, მან როგორც მითხრა ბუასილის მოსარჩენად გამოიყენა და იდეალური შედეგი ჰქონდა... სამწუხაროა რო მე არმაქ შედეგი მაგრამ არაუშავს, ეს წამალი ნამდვილად კარგია და ბევრ დაავადებას შველის. 14.06.2014
ციური, დიასახლისი. თბილისი
ორი თვის განმავლობაში მაწუხებდა ორივე ფეხზე სოკო. ცერა თითიდან კოჭის ძვალზე და ფეხის გულებზე. ვიხმარე ბევრი მალამო: კლოტრემაზოლი, ტრიდერმი, ფიტომალი და ლამიზინი. არაფერმა არ მიშველა. ბოლო ორი კვირა ფეხზე ვერარ ვიცმევდი და ვერც დავდიოდი ტკივილების გამო. სრულიად შემთხვევით გავიგე რომ, ბატონი დავითი ამზადებდა სოკოს საწინააღმდეგო საშვალებას მოლისანს. წავიკითხე წიგნში, რომელიც ახლავს ამ საშვალებას და გავიგე, რომ მოლისანი კურნავდა ძალიან ბევრ დაავადებებს.
დავიწყე მკურნალობა:
- პირველი აბაზანა. დაუჯერებელი შედეგი პირველ აბაზანაზე. მომისუფთავდა მთელი დაზიანებული ადგილები.21.05.2006.
- დილით მეორე აბაზანა გავიკეთე. საღამოს გავიმეორე პროცედურა, დაზიანებული ადგილები მოსუფთავდა, მოძვრა ჩირქიანი ადგილები.22.05.2006.
- დილით ჩემი ფეხი ვეღარ ვიაცნი ისეთი კარგი მდგომარეობა მქონდა. გავიკეთე ისევ აბაზანა. ფეხი რომ გაშრა ჩავიცვი თეთრი ბამბის წინდა იმავე ხსნარში დასველებული. მთელი დღის განმავლობაში გავიკეტე სამი აბაზანა და ხუთჯერ სველი წინდები ჩავიცვი. ფეხები მაქვს ძალიან კარგ მდგომარეობაში. რაც მთავარია მეორე დღეს უკვე ფეხძე სიარული შევძელი. 23.05.2006.
- მეოთხე აბაზანა, ფეხზე ავდექი. ფაქტიურად ფეხზე არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ვაგრძელებ აბაზანებს, დილა საღამოს ვიცმევ სველ წინდებს. დავდივარ ძალიან კარგათ.24.05.2006.
- მეხუთე დღის საღამო, ფეხზე სულ ვარდისფერი ახალი კანი მაქვს. დიდი მადლობა ბატონო დავით. ღმერთმა გიშველოთ.25.05.2006.
მოლისანის გამოყენების გამოცდილება სხვა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ.
არ უნდა იფიქროთ, რომ მოლისანი არის პანაცეა ნებისმიერი გასაჭირის დროს და განკურნავს თითოეულ მათგანს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში, სადაც სხვა საშუალებები უძლურია, მოლისანი შეუცვლელია.
მოყვანილი შედეგები მოლისანით მკურნალობით არ არის რეცეპტი. ეს არის მხოლოდ მომხმარებლის მიერ გაზიარებული გამოცდილება და შედეგები. არჩევანი არის მომხმარებელზე, ექიმის კონსულტაციაზე და მონაცემების ანალიზზე.
ვადასტურებ, რომ მოლისანი ყველაზე ეფექტური საშუალება გამოდგა ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ: ჩემს ახლობლებს ვუყიდე, რომლებიც წლების მანძილზე იტანჯებოდნენ ამ დაავადებით. ერთს 10 დღეში მოუსუფთავა და შეუხორცა, მეორეს, ხანდაზმულ ქალბატონს, - მოუსუფთავა და ტკივილები შეუმსუბუქა. მეორე ბოთლიც ვუყიდე და მკურნალობას აგრძელებენ. გაიხარეთ, ბატონო დავით! 💖 26.10.2016.
მაია ვარდანაშვილი
შესანიშნავად მუშაობს ჭარბ წონაზე მოლისანის ელექსირი, ცოცხალი წყალი და ნანო ვერცხლის კომბინაცია 1 თვიანი კურსი სათანადოდ შერჩეული ბალანსირებული კვების რეჟიმთან ერთად. შედეგი საუკეთესოა, 1 თვეში 5 კგ კლება. 19.10.2016.
Kateri-na Kateri-na
გეთანხმებით ნამდვილად და მე მრავალფუნქციური მოლისანი ვიყიდე და შედეგი უკომენტაროდ, ეს ადამიანი უფალმა გამოუგზავნა ქართველ ხალხს... 💗💗💗
16.10.2016.
Nana Xurcilava (Anastasia Gvilava)
მოლისანი მართლაც კარგია, ამაში დავრწმუნდი. გამონაყარზე სახეზე ერთი ბოთლი ვიხმარე და დამანახა შედეგი, რას არ ვხმარობდი და არაფერი მაძლევდა მცირე შედეგსაც. აუცილებლად უნდა ვიყიდო კიდე, კურსი ბოლომდე გავიარო, როგორც წერია. მადლობელი ვარ ვინც ეს მოლისანი გამოიგონა მისი.
16.10.2016.
მარინა ახალაია
დიდი მადლობა, გლოცავთ.... 5 დღეა ვსვამ მოლისან ელექსირს და კუჭ-ნაწლავი მომიწესრიგა, გაიხარეთ.... მაღალი წნევაც ძალიან მაწუხებს, იმედი მაქვს მომიწესრიგებს....
09.10.2016.
ირმა ყაველაშვილი
კუჭის გადაგვარებული წყლული მაქვს, ოპერაციაზე უარი მითხრეს რადგან საყლაპავი მილიდან 12 გოჯამდე დაწყლულებულიაო და რამოდენიმე უკვე გადაგვარებულიაო. მოლისანის დალევამ შედეგი მომცა, ორივე გვერდზე წყლული თითო თითო სანტიმეტრით შემცირებულია. ვინც მიცნობს ახლოს კარგად იციან რომ სიარული მიჭირდა, ხელების და ფეხების მომენტალური კანკალი მქონდა, საკმარისი იყო 5 წუთი დავმჯდარიყავი ფეხები მიბუჟდებოდა, სხვის დაუხმარებლად ვერ ვდგებოდი და წლების მანძილზე სახლში ვიყავი ჩაკეტილი, ეხლა კი დამოუკიდებლად გავდივარ ქუჩაში.
07.10.2016.
მაიკო კალიჩავა
მოლისანს მართლა ისეთი შედეგი აქვს, მიკვირს ზოგჯერ.
06.10.2016.
ნანუკა მუხიგულაშვილი
კლასიკური მოლისანი ჩემი სიყვარულია 💜 ძალიან კმაყოფილი ვარ... გირჩევთ ყველაას.
03.10.2016.
So Fo
მოლისანი ძაან კაია, მე ვხმარობ ერთი თვეა და კმაყოფილი ვარ. მთელი ცხოვრება სახეზე გამონაყარი ვერ გავიქრე, რა აღარ ვიხმარე, ძვირადღირებული მედიკამენტების ჩათვლით და მოლსანის გარდა არაფერმა მიშველა. მადლობა თქვენ.
29.09.2016.
ინეზა მაშავა
მაწუხებდა ძალოან ბუასილი, დავიწყე მოლისანის ხმარება, ცხოვრება არ მინდოდა ისეთი ტკივილი მქონდა, მოლისანმა საოცარი შედეგი მომცა. მადლობა მოლისანის გამომგონებელს.
27.09.2016.
Melano Xucidze
მე იმდენად კმაყოფილი ვარ მოლისანი ელექსირის რომ მინდა ყველას გავაგებინო. მართლა რო ძალიან დიდ მადლობას ვიხდი. რომ იცოდეთ როგორი რთულად ვიყავი ალბათ თქვენც ჩემსავით გაოცდებოდით. ძალიან რთულად ვიყავი, ყოველ დღე 10 აბ სენადექსინს ვსვავდი, მაწუხებდა კოლიტი. რაც მოლისანი დავიწყე, იმ დღიდანვე შედეგი მივიღე, დილით და საღამოთი ნახევარი ლიტრ ცოცხალ წყალში ვხსნი 3-4 მისივე თავსახურს, ერთი ბოთლი 2 კვირას მყოფნის, ნამდვილად შესანიშნავი საშუალებაა, არ დაგიმალავთ და 6 კილოც მოვიკელი, მე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ვიპოვე. შეწყვეტილი მქონდა ორი კვირის განმავლობაში მოლისანი ელექსირი და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს არც კი შეუწუხებივარ, თუმცა მეშინია იმ დღეების გახსენების რაც ელექსირამდე მქონდა და ამიტო სისტემატიურად მაქვს. ვისაც გაქვთ ჩემნაირი პრობლემები აუცილებლად მიიღეთ ცოცხალ წყალთან ერთად, შედეგი იმ დღესვე გექნებათ. მინდა ყველანი ასე კარგად გრძნობდეთ თავს როგორც მე. მადლობა კიდევ ერთხელ! 27.09.2016.
Lali Chrikishvili
მოლისანის დიდად კმაყოფილი ვარ, არ მეგონა დაჟეჟილობასაც თუ უშველიდა, მაგას ვადებ ჩემ შვილს და მოუხდა. დიდი მადლობა ბატონ დავითს.
23.09.2016.
ნონა ხვედელიძე
მე პირადად ვიხმარე თმისთვის, ძალიან მცვიოდა, გარეთ ვერც გავდიოდი. ერთი მოლისანი საკმარისი აღმოჩდა ჩემთვის, დღეში 5-6 ჯერ წასმა. ძალიან კმაყოფილი ვარ.
22.09.2016.
მადლობა რომ არსებობს მოლისანი, ეს არის წამალი რომელიც არასოდეს გაგიცრუებთ იმედს.
20.09.2016.
მზია მზია
მოლისანი ნამდვილად კარგი პროდუქტია, მადლობა 💞💞💞
19.09.2016.
Tamriko Gogishvili
შევიძინე მოლისანი ანტისეპტიკი... შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
18.09.2016.
თათია გაბესკირია
მომწონს ძალიან, მომიხდა როზაცეას გამწვავებულ ფაზაში. მადლობა მოლისანის შემქმნელს და ნანა ექიმს რომელმაც მირჩია მოლისანის გამოყენება.
16.09.2016.
სალომე კახობერაშვილი
შევიძინე ეს მოლისანი და მესამე დღეა რაც ვიყენებ, კმაყოპილი ვარ უზომოდ, სახის კანი ჩვილი ბავშვივით მაქვს. ასევე ინტიმურ ადგილებშიც გასაოცარ შედეგს იძლევა.
15.09.2016.
Sofio RachVeli
ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანის ელექსირით და ცოცხალი წყლით. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა.
13.09.2016.
Soph Chiburdanidze
არაჩვეულებრივია, ჩემს თავზე გამოვცადე ვერცხლის სარგებელი და ძალიან კმაყოფილი ვარ.
06.09.2016.
დოდო ხარშილაძე
სამი წელია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და უფრო ხშირად პროფილაქტიკის მიზნით ვღებულობ ბუნებრივ პრეპარატს - ნანო ვერცხლს.
მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი, ხშირად გაოცებული ვარ მისი მოქმედების საუკეთესო შედეგებით. ვაღიარებ, პირველ ხანებში როცა ამ პრეპარატის შესახებ შევიტყვე არ დავიჯერე, რომ მას ახასიათებდა მოქმედების ასეთი ფართო სპექტრი, როგორც ამოვიკითხე მის ანოტაციაში და როგორ რეკომენდაციასაც უწევდნენ მას.
ნანო ვერცხლი მე ძირითადად გამოვიყენე პირის ღრუს პრობლემების გამო. ვხმარობდი მას როგორც გამოსავლებად, ასევე დასალევად დღეში 2-3 ჯერ, ღრძილის ჩირქოვანი ანთების დროს. მივიღე საუკეთესო შედეგი; მომიხსნა ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და 2-3 დღეში მთლიანად აალაგა პროცესი.
ასეთივე კარგი შედეგი იყო გაციების, სურდოს, ყელის ტკივილის შემთხვევაში. ვერცხლის ნანო ხსნარი მივიღე როგორც დასალევად ასევე გამოვიყენე ცხვირში ჩასაწვეთებლად და ყელიში გამოსავლებლად. ვერცხლის კოლოიდს შეუძლია შეცვალოს სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკი, რადგან მოქმედებს სხვადასხვა მიკრობებზე, არ ახასიათებს რეზისტენტობა და ამავე დროს შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ის გვერდითი მოვლენები, რაც თან სდევს ანტიბიოტიკების ხანგძლივ მიღებას.
ასე, რომ ეს არის საუკეთესო ბუნებრივი პრეპარატი თავისი მრავალმხრივი უნიკალური თვისებებით. გირჩევთ ყველას გეაცნოთ და გამოიყენოთ საჭიროების მიხედვით. 06.09.2016.
Bela Laitadze
ორი კვირა და ჩემს სახეზე იდეაალური შედეგი. მოლოდინს გადააჭარბა. რა კოსმეტოლოგი და რა წამლები, მოლისანი არის ორივე ერთად. მადლობა უცხო ქალბატონს ვინც მირჩიააა.
03.09.2016.
Nana Chigvinadze
როზაცეას კომპლექსურ მკურნალობაში საუკეთესო შედეგს იძლევა მოლისანი ელექსირი და მოლისანი მცენარეული ნაკრები. მოლისანი ელექსირი უნდა დალიოთ დილით უზმოზე ჭამამდე 30წთ ადრე და ძილის წინ, 15-20მლ. სახე დაიბანეთ კუპრის საპნით და მოლისან ლოსიონით დაასველეთ ბამბის დისკი და საფუძვლიანად გაიწმინდეთ, დღეში ორჯერ, დილით და საღამოთი. მკურნალობა 2 კვირა გრძელდება. 03.09.2016.
Вчера ноги стёрла в кровь, обычно болячки после этого не заживают долго, почти 2 недели.
Решила побрызгать Молисаном и через полчаса уже был заметен результат, у кожи была быстрая регенерация, и так раз 10 брызгали. УТРОМ УЖЕ НИЧЕГО НЕТ, БЕЛАЯ КОЖА... Я в шоке, это правда самый лучший препарат какой я видела. Можно применять практически везде. 😍 ТАТАРСТАН Чистополь. 29.08.2016.
Jeneta Nanikashvili
მოლისანის შესაძლებლობები ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ მაკვირვებს.
31.08.2016.
Chorena Gvilava
მოლისანი კანს, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან უხდება!
31.08.2016.
Радислав Ровняков
Так больно никогда не было.
Я - бизнес-тренер и у меня впереди 6 дней бизнес-тренинга (не тепличного семинара или лекции, а реальной выставки-ярмарки, делового марафона по 14 часов в день, где участники должны получить не только знания о прибыли, но реальные торговые навыки и саму прибыль). Заменить меня некому, а я не то что ходить, даже сидеть не могу от сильной ноющей боли в спине... На выставке-ярмарке "Шик и Шарм-VIII" 23-27 августа 2016 в Казани, участница выставки-ярмарки Светлана Бердакова из Чистополя, подарила Вифлеем Молисан. Применял его согласно инструкции для компрессов при воспалении и боли в спине (защемление нерва), боль проходила в течении пары минут. Когда ночью просыпался от боли, делал компресс, боль стихала, что позволяло спать дальше. Когда хочется и нужно спать, а боль не дает - то еще испытание, которое Молисан легко позволяет пройти. Компрессы с Вифлеем Молисан - отличное средство для быстрого снятия боли. В какой-то степени и Молисан помог побить рекорды в торговле участникам со всей России и зарубежья. Огромных успехов производителям Молисан и Светлане Бердаковой!
Основатель выставочно-ярмарочной компании "АвегА", бизнес-тренер Радислав Ровняков, Казань. 31.08.2016.
Светлана Бердакова
У моего сына Экзема. Мы постоянно брызгали классическим Молисан и водой не мочили, сыромолочные продукты не употребляли. Компресс делали 2- 3 раза в самом начале и в день 10-15 раз брызгали Молисан в течение 7 дней.
Сейчас кожа чистая, сухая. При нанесение Молисан на проблемное место слегка жжёт. Продолжаем лечить усиленным Молисан Лосьон с наночастицами золота. Спасибо производителю. 😍 ТАТАРСТАН Чистополь. 29.08.2016.
Nazi Maisuradze
მივიღე 2 ბოთლი მოლისანი ელექსირი, იმუნიტეტი ამიწია, ბრონქები სულ გამინთავისუფლა. ძალიან კმაყოფილი ვარ.
25.08.2016.
Ajika Mtsare
მოლისანს ზერელედ ვუყურებდი, არ მჯეროდა. ჩემს შვილიშვილსაც ჩემი შვილი აწვეთებდა ცხვირში, ცხვირის ერთი ნესტო დახშული ჰქონდა და მოარჩინა, მაგრამ მე მაინც ჯეროვანი ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ მძიმე ავადმყოფი მყავს, ნაწოლები ჰქონდა. ზომით დიდი არ იყო, მაგრამ საშინლად აწუხებდა. ყველა საშუალება რაც კი არსებობს დედამიწაზე ვიხმარე. თქვენ წარმოიდგინეთ იაპონიიდან გამოვიწერე წამლები, რომელმაც თითქოს უშველა. მაგრამ არ იკვრებოდა ჭრილობა (შეიძლება დიაბეტის ფონზე), აფთიაქარმა მირჩია მოლისანი და ზერელედ მოვეკიდე მაგრამ ვიყიდე. სასწაული მოხდა ერთ კვირაში შეხორცდა. მადლობას ვუხდი ამ წამლის შემქმნელებს. ეხლა ჯერ კიდევ ვხმარობ არ ვეშვები მეშინია იმიტომ რომ 2 წელია ვიტანჯებოდით. 22.08.2016.
So Fo
ძაან მაგარია მოლისანი, შედეგი ძაან კარგია, თავიდან დამაყარა და ეხლა რჩენა დაიწყო. სახე დამირბილა და ასუფთავებს, გმადლობთ.
22.08.2016.
Natela Cecxladze
მოლისანი ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა.
19.08.2016.
Gogi Maisuradze
მოლისანის მჯერა, ძალიან შედეგიანია, დიდი მადლობა.......
18.08.2016.
Ajika Mtsare
მოლისანმა სასწაული მაჩვენა ჩემს ავადმყოფს ნაწოლი ტანჯავდა წელიწადი და რვა თვეა, მაგრამ პატარა 5 თეთრიანის ხელა არც ღრმა არ ყოფილა, მაგრამ რა არ ვიხმარე რა ძვირიანი წამლები გამოვიწერე იაპონიიდან. თბილსში თუ რამე იყიდებოდა ხომ ყველაფერი ამაოდ ვცადე და მერე მოლისანი მითხრეს აფთიაქში ვცადე მეტი რა გზა მქონდა ერთ კვირაში შეახორცა. მე მართალი გითხრათ არ მჯეროდა და სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ეხლა დასალევ სითხესაც ვსვამ კუჭის ეროზიას შველისო ბრავო ძალიან მაგარია.
13.08.2016.
Onega Machavariani
დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კისრის ტკივილი, მიშეშდებოდა ხელი. ექიმებმა დიაგნოზი დამისვეს - თიაქარი კისრის არეში. იძულებული ვიყავი აუტანელი ტკივილის გამო დავთანხმებულიყავი ოპერაციას. ამ დროს ჩემდა საბედნიეროდ ახლობელმა მოლისანი შემომთავაზა. დავიწყე კისრის არეში საფენების კეთება, რამოდენიმე დღეში ტკვილი მნიშვნელოვნად შემიმცირა და თვენახევარში თითქმის სულ გაქრა. დღეს ხელს თავისუფლად ვხმარობ, კისერი აღარ მტკივა და ოპერაციაზე უკვე აღარ ვფიქრობ. ძალიან მადლობელი ვარ მოლისანის გამომგონებლის და იმ ადამიანის ვინც მე მოლისანი გამაცნო.
09.08.2016.
მოგესალმებით, მოლისანის ელექსირი შევიძინე, მადლობას მოგახსნეებთ იმისთვის, რომ მოლოდინს და რეკლამას ამართლებს შედეგი.
გამოვიყენეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად ხშირი დიარეის შემთხვევაში, ქალბატონი არის 57 წლის, თან ნაღვლის ბუშტის ანთება ქონდა გადატანილი. ნინო ბ. 03.08.2016.
მოლისანის 1 ბოთლი ვიხმარე მარტო, დეკემბერში ვიყიდე და სანამ არ დამიმთავრდა ვადაგასულიც ვიხმარე სახეზე. იმის მერე არანაირი გამონაყარი აღარ მაქვს... საერთოდ სულ სუფთად მაქვს სახე.
06.08.2016.
Tamari Jangirashvili
მე გამოვიყენე მოლისანი ელექსირი, კოლიტი და ეროზიები მქონდა კუჭში, ძალიან კარგი შედეგი მაქვს. დიდი მადლობა ასეთი კარგი წამლის შემქმნელს.
03.08.2016.
Krıstı Kristi
მე ერთი თვეა რაც ვიყიდე მოლისანი სახის გასაწმენდათ, ძალიან კმაყოფილი ვარ.
29.07.2016.
Marina Begashvili
მე ვიყენებ მოლისანს სახისთვის, გასაოცარია!!! აფთიაქში 31 ლარი მივეცი, პატარა ბოთლში.
20.07.2016.
Dedika Bulia
მოლისანი მართლა საოცრებაა, ოღონდაც 1-2 დღეში შედეგი თუ არ მოქცა არ უნდა დანებდე, ალბათ 1 თვე მაინც სჭირდება ძლიერ ავადმყოფობას, 2 ცალი დაგჭირდებათ რომ იყიდოთ, ძვირი კია, მაგრამ ღირს მოლისანის ყიდვა.
18.07.2016.
Mari Mari
სახეზე გამოვიყენე მოლისანი და ძალიან მომეწონა... ისე რომ სურვილი მაქვს კიდევ შევიძინო... 💗
16.07.2016.
Madona Todadze
მე თქვენს დალოცვილ სითხეს ტონზილიტის დროს ვიყენებდი, შესანიშნავ შედეგს მაძლევს, მერე გადავწყვიტე ფეხზე წამესვა, ვარიკოზი მაწუხებს, შედეგი ისე მომეწონა რომ ბოლო 1 კვირაა საფენებსაც ვიკეთებ, გაოგნებული ვარ, ფეხი აღარ მისივდება და ტკივილმაც მნიშვნელოვნად მოიკლო. უღრმესი მადლობა თქვენ.11.07.2016.
Nino Bladadze
მოლისანს ვიყენებდი ტროფიკულ წყლულზე, არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, ერთ თვეში მოარჩინა, ძალიან კმაყოფილი ვარ, აგრეთვე ფრჩხილის სოკო მოარჩინა. დაილოცოს მისი შემქმნელი.
10.07.2016.