მოლისანი ლოსიონი ოქროს ნანონაწილაკებით

მოლისანი ლოსიონი
500 მლ.- 30,0 ლარი
117 მლ.- 10,0 ლარი

მოლისანი ანტისეპტიკი
1000 მლ.- 40,0 ლარი

სახის და ტანის მოსავლელი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება დაზიანებული კანისთვის.

მოლისანი ლოსიონი ოქროს ნანონაწილაკებით აღადგენს და ასუფთავებს დაზიანებულ კანს (მათ შორის ჩუტყვავილას და ჰერპეს-ზოსტერის დროს), გამოდევნის ჩირქს, ხსნის გაღიზიანებას. შეუცვლელია კანის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიალური, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების შემთხვევაში.

მოლისანი ლოსიონი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
(დააწკაპუნეთ დაავადებაზე რომ იხილოთ დაწვრილებითი რეკომენდაციები)
• აკნე, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი, ფერიმჭამელა, სტაფილოკოკი, პაპილომა ვირუსი, პიგმენტური და ხანდაზმულობის ლაქები, ჰერპესი ტანზე
• ალერგია, ნეიროდერმიტი, ინფექციური დერმატიტი, ჯინჭრის ციება, დიათეზი
• მზის ალერგია, მზით დამწვრობა, გარუჯვა
• მწერის ნაკბენი
• როზაცეა
• სოკო, ფსორიაზი, ეგზემა
• სებორეა (ქერტლი), თმის ცვენა
• ფეხის და ფრჩხილის სოკო

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დემინერალიზებული წყალი, მკვდარი ზღვის მარილი, ოქროს ნანო ნაწილაკები, მცენარეული ეთერზეთები: ჩაის ხე, გვირილა, ვარდის ხე, ევკალიპტი, პიტნა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს!
კანის დაავადებების თითქმის 90% გამოწვეულია ქრონიკული შეკრულობით და ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების არსებობით.

ქრონიკული შეკრულობის შემთხვევაში მიიღება ქვედა ნაწლავის ტონიკი. სხვა მრავალი საფაღარათო საშუალებისგან განსხვავებით ქვედა ნაწლავის მატონიზირებელი საშუალება მოქმედებს პრობლემის მიზეზზე და არა ერთჯერად შედეგზე. ქვედა ნაწლავის ტონიკი ათავისუფლებს მსხვილ ნაწლავს გაქვავებული ფეკალური მასებისგან, აჯანსაღებს ლორწოვან გარსს და აღადგენს პერისტალტიკურ ტალღებს. გამოიყენეთ მოლისანის ქვედა ნაწლავის ტონიკი და მიიღეთ იდეალური ელიმინაცია მთელი ცხოვრების მანძილზე!

პარაზიტული ინვაზიის წარმოშობისას მიიღება მოლისანის სამკომპონენტიანი ანტიპარაზიტული ფორმულა, რომლის შემადგენლობაში ორგანული შავი კაკალი, ორგანული აბზინდა და ორგანული მიხაკია.

შავ კაკალს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ათავისუფლებს ღვიძლს, ნაწლავებს, სისხლს და მთელს ორგანიზმს სხვადასხვა პარაზიტისაგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. აბზინდა მოქმედებს მრგვალ და თასმისებურ ჭიებზე, ბაქტერიებზე, უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე, ხოლო მიხაკი ანადგურებს მატლებსა და კვერცხებს.

ისარგებლეთ სისხლის ანალიზის ინოვაციური მეთოდით, ჰემოსკანირებით.

აქციის ფარგლებში გაიარეთ 70 ლარიანი პროცედურა სიმბოლურ ფასად, 20 ლარად!

👩‍👧‍👧 ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად:

👉 მოგვწერეთ მესენჯერში შემდეგი მონაცემები:
გვარი, სახელი, ასაკი, მობილურის ნომერი. სათაურში მიუთითეთ: "(თქვენი ქალაქი), ჰემოსკანირება და ექიმის კონსულტაცია 20 ლარად"

👉 დაგვირეკეთ ტელეფონზე:
032 218-04-04; 032 218-07-07; მობ: +995 596 00-10-60

👉 მობრძანდით ჩვენთან:
✔ თბილისი, ილო მოსაშვილის 22 (ვაკის პარკთან).
✔ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი N1ა.
✔ ბათუმი, გორგილაძის 50/52 (რეტროს წინ, გორკის და მახარაძის კვეთაში).

👉 ვმუშაობთ ყოველდღე კვირის გარდა, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

ჰემოსკანირება ეს უნიკალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა საშუალება ჩავიხედოთ საკუთარი ორგანიზმის უჯრედულ სამყაროში და დავინახოთ დარღვევები უჯრედების ფუნქციონირებაში, აგრეთვე მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას დაავადების ადრინდელ სტადიაზევე.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შედეგების ჩვენება მონიტორზეა შესაძლებელი და თქვენ თვალს ადევნებთ იმას, თუ რა ხდება თქვენს სხეულში- ცოცხალ და გონივრულ მიკროსამყაროში, რომელშიც პატარა უჯრედსაც კი აქვს საკუთარი ამოცანები.
თქვენ დაინახავთ, ერითროციტებს, ლეიკოციტებს, იმას, თუ როგორ მოძრაობენ ისინი და სხვა. სისხლის წვეთში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციების, პარაზიტების და ქოლესტერინის კრისტალების დანახვა.

გამოხმაურება:

10

Нина Марго

ჯანმრთელობის რაღაც სერიოზული პრობლემები არ მქონია, პროფილაქტიკის მიზნით დავლიე მოლისანი ელექსირი ერთი ბოთლი და სახის კანზე გადასარევად იმოქმედა, სულ პრიალა გამიხდა, წარმომიდგენია ლოსიონთან ერთად რა შედეგს იძლევა.
01.05.2019.

10

Mariam Makasarashvili

3 დღის შედეგი 😊😊😊 ძაან დიდი მადლობა❣️❣️🌸🌸
01.05.2019.

10

Tsitsino Malatsidze

მე ვიყენებ ლოსიონს მოლისანისას, ლოყების არეში ვიწვალე და კანი გამიღიზიანდა, ლაქები გამიჩნდა, ლოსიონმა სულ გამიუფერულა და ლოყებსაც დაუბრუნა კანის ფერი.
01.04.2019.

10

Aza Ubiria

მოკლედ, რამდენიმე წლის წინ სახის კანი დამეწვა ქლორით. უამრავი რამ ვცადე ძვირადღირებული კრემები , ნიღბები , კოსმეტოლოგთან ვიზიტები და უკვე საკუთარი თავის კომპლექსი რომ მქონდა და გარეთ ტონალურის გარეშე ცხვირს არ ვყოფდი მოლისანის რეკლამა ამომიგდო. სიმართლე გითხრათ არანაირი შედეგის იმედი არ მქონდა ისე უბრალოდ ვცადე. სადაც ამდენმა რამემ არ მიშველა წყალმა რა უნდა ქნასთქო 😂 ზუსტად 2 ბოთლი მოლისანი დამჭირდა და სახე მთლიანად გამეწმინდა. მართლა ძალიან ძალიან კარგია და ფასის გამო ნუ შეხედავთ ეჭვის თვალით. 1 ბოთლის გამოყენებაც დიდ შედეგს იძლევა. ძალიან ძალიან დიდი მადლობა თქვენ ♥️♥️♥️
27.11.2018.

10

Khatuna Cheishvili

ყველა ჯილდო დამსახურებულად რაც მოლისან აქვს. მოლოდინმა ყველა შედეგს გადააჭარბა, მადლობა რომ ზრუნავთ ხალხის ჯანმრთელობაზე.
06.08.2018.

10

დაჩი ვაკო

მოლისანმა ჩემს შვილს წყლის ალერგიაზე უშველა. არ მეჯერა ამ წამლის მაგრამ საკუთარი გამოცდილებით გავუზიარებ ყველას ჩვენს შთაბეჭდილებას. არ ვიხმარეთ დერმატოლოგის მიერ გამოწერილი წამლები, გამოვიყენეთ მოლისანის საფენები, 5 დღეში აქერცლილი და წყლით სავსე ბუშტუკები ალაგდა.
25.06.2017.

10

Moqiå Gujå

Au me Molisans saxeze vismev da sauketesoa ravi 💛💜💛💖💙 Imena armegona odesme rame tu mishvelida da chemi mxsnelia imena 😂
05.02.2017.

10

Dqm Sordia

მოვესალმები ყველას, მე ვარ მოლისანის მომხმარებელი, დამიჯერეთ მართლა უებარი წამალია, მე ვხმარობ სახის კანის სამკურნალოდ, შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ კვეყნის კოსმეტოლოგი და კანის ექიმი გამოვიარე, მაგრამ ვერავინ ვერ მიშველა, კიდე უფრო მეტად გამიღიზიანეს. ბევრმა არ იცის ამის შესახებ, მეც სრულიად შემთხვევით გავიგე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
19.11.2017.

10

Ane Rosh Beauty Academy

მეგობრებო, სასწაულ მოქმედი ,,მოლისანი,, ჩვენი რჩევაა თქვენთვის!!! თმის ცვენა, აკნე, გინეკოლოგია, ბუასილი, ყელის ტკივილი, კუჭნაწლავის პრობლემები... ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე გვინდა გახაროთ, აღინიშნება საკმაოდ მაღალ%-იანი შედეგები!!! და ეს სასწაულია!!! გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
19.11.2017.

10

Shorena Alibegashvili - Kajaia

თმის ცვენას მოლისანი აჩერებს და ახდენს პრევენციას. ანუ პროფილაკტიკის სახითაც შეგიძლიად მოიხმაროდ 💖
18.11.2017.

10

Nino Chemia

ორი დღეა მოლისანს ვისმევ სახეზე გამონაყარის გამო, გაოცებული ვარ! ძალიან მომიხდა! ასე თუ გამისუფთავა სახე აწი ტონალურით აღარ მომიწევს ჩემი "პრიშიკების" დამალვა. მადლობა მოლისანის შემქმნელს.
17.05.2017.

10

Nino Shonia

მართლაც, ძალიან მაგარია... ლოსიონს და მოლისან ელექსირს ერთად ვიყენებ. კუჭის პრობლემა მქონდა და ელექსირის დალევა როგორც კი დავიწყე, სახეზე გამონაყარიც აღარ გამჩენია! სახის ლოსიონმა შავი წერტილებიც ძალიან შემიმცირა. ძალიან კმაყოფილი ვარ!
03.03.2017.

10

Mari Shkubuliani

მეც გამოვიყენე და დღესაც ვიყენებ მოლისანს. ფანტასტიური საშუალებაა სახის გასაწმენდად. რამოდენიმე გამოყენებისთანავე ვნახე შედეგი. გირჩევთ ყველას, მართლაც უტყუარია!
26.02.2017.

10

Mzia Inasaridze

ვეთანხმები სრულიად! დიდი ხანია აღარ ვყიდულობ ძვირადღირებულ არც ლოსიონებს და არც მაზებს. მოლისანი კანისთვის უნიკალურია, მით უმეტეს როცა ალერგიული ფონია.
13.01.2017.

10

Nanka Nanka

ჩემ შვილს ჰქონდა სახეზე და ტანზე გამონაყარი, რა აღარ იხმარა. გადასხმებიც გაიკეთა. ამ წამალმა უშველა, მთელი სხეული გაუკრიალა და სახეც. სამ დღეში უკვე შეიმჩნეოდა შედეგი.
02.11.2016.

10

Nana Xurcilava (Anastasia Gvilava)

მოლისანი მართლაც კარგია, ამაში დავრწმუნდი. გამონაყარზე სახეზე ერთი ბოთლი ვიხმარე და დამანახა შედეგი, რას არ ვხმარობდი და არაფერი მაძლევდა მცირე შედეგსაც. აუცილებლად უნდა ვიყიდო კიდე, კურსი ბოლომდე გავიარო, როგორც წერია. მადლობელი ვარ ვინც ეს მოლისანი გამოიგონა მისი.
16.10.2016.

10

Bela Laitadze

ორი კვირა და ჩემს სახეზე იდეალური შედეგი. მოლოდინს გადააჭარბა. რა კოსმეტოლოგი და რა წამლები, მოლისანი არის ორივე ერთად. მადლობა უცხო ქალბატონს ვინც მირჩიააა.
03.09.2016.

10

ინგა რისანოვა-მოდებაძე

მოლისანის 1 ბოთლი ვიხმარე მარტო, დეკემბერში ვიყიდე და სანამ არ დამიმთავრდა ვადაგასულიც ვიხმარე სახეზე. იმის მერე არანაირი გამონაყარი აღარ მაქვს... საერთოდ სულ სუფთად მაქვს სახე.
06.08.2016.

10

BellaApo Bellaapo Katamadze

ისე ბავშვს აქვს გარდატეხის პერიოდი და სახეზე გამონაყარი სულ გადაუსუფთავა. ამის გამო მოლისანს მადლობა.
30.05.2016.

10

Maka Minadze

მოლისანს ჯერ კანიდან გამოაქვს წხიმგროვები და ბაქტერიები, თავიდან მეც მასე ვიყავი, გარეთაც არ გავდიოდი და ეხლა თანდათან დამილაგდა სახე და მოშუშება დაიწყო. 3 წლიანი ლაქები და ნაწვალები სახე მქონდა, ეხლა ვეღარ ვცნობ ისე ნელნელა მეწმინდება სახე, მოთმინება და შედეგიც სახეზეა. მეც ძალით მიყიდა მეგობარმა, იქნებ გიშველოს 30 ლარი არაფერიაო, შევედით და ვიყიდეთ, იმ დღესვე საშინელი შედეგი მომცა, გული მისკდებოდა, ყველა მაწყნარებდა, თავიდან ასეაო. ახლა კი მიხარია რომ ასე გამოვიყურები. მადლობა მოლისანს და ჩემ უსაყვარლეს მეგობარს ლაშიკოს 😘 09.04.2016.

10

Laerti Qobalia

დიდი მადლობა მოლისანის მწარმოებლებს და თქვენ, ვინც მოლისანის სასწაულმოქმედ და კეთილი თვისებებით სავსე, მრავალგზის მკურნალი წამლის შეძენაში დაგვეხმარეთ... ალბათ სულ ცოტა დრო იქნება საჭირო იმისათვის რომ, მთელი სამყარო გაეცნოს ამ წამალს.... მე პირადად მქონდა კანზე გამონაყარი... რომელიც დროდა დრო გაქრებოდა და ისე მოულოდნელად იჩენდა თავს რომ, იმედი მქონდა გაცრუებული რომ განვიკურნებოდი, ნამდვილი სენი იყო ჩემ ცხოვრებაში ეს განუკურნებელი დაავადება... უამრავი წამალი მქონდა ნაცადი, კანის ექიმები ბევრჯერ, მაგრამ უიმედოდ... შემთხვევით ვნახე რეკლამა და უბრალოდ ვცადე, მაინც შემეძინა და კიდევ ერთხელ დამერწმუნა საკუთარი თავი რომ წამლებს არ ქონდათ ისეთი ეფექტი, როგორც რეკლამებშია ხოლმე...
გულწრფელად ვიტყვი!!! წარმოუდგენელი ძალის მქონეა ეს სასწაული სითხე და ვურჩევდი ყველა იმ იმედგაცრუებულ ადამიანს, ვისაც მართლა პრობლემად ექცა კანზე დაავადება, დარწმუნებული ვარ,ბევრი კარგი კომენტარი გაკეთდება ამ მედიკამენტზე... სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის ერთჯერად შეძენილი ბოთლი, სხვასაც გავუზიარე ნაწილობრივ.. ისინიც კმაყოფილნი არიან... გმადლობთ......
მრავალ ახალ წელს დასწრებოდეთ, შეგაძლებინოთ ბევრის განკურნება.... დიდი მადლობა.... 01.01.2016.

10

Tamar A Darsavelidze

მოლისანი არის უკვდავების წყალი, ჯადოსნური სითხე. მოლისანზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რომ 21-ე საუკუნეში, Made in Georgia - Molisani ყველას უნდა ედოს სარკესთან და გადაყაროს ყველანაირი ძვირადღირებული კოსმეტიკა, სახის საცხები და ა.შ. საუკეთესო შედეგი აქვს... მოლისანი უბრალოდ ალამაზებს!
მივმართავ საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რომ მოლისანის გამომგონებელი დააჯილდოვონ ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენით! 05.11.2015.

10

მარიამ შეროზია

მოლისანის გამოყენება ჩემმა მეგობარმა მირჩია, თავიდან არ მეგონა თუ ასეთი კარგი და საკმაოდ სწრაფი ეფექტი ექნებოდა. დაახლოებით ერთი თვე ვიყენებდი ამ წამალს და შედეგმაც არ დააყოვნა. სახეზე გამონაყარი უფრო დაჩირქდა და ბოლოს თვითონ დაიწყო გაქრობა. ძალიან გაკვირვებული და მოხარული დავრჩი, რომ ასე კარგათ იმოქმედა მოლისანმა.

მინდა ავღნიშნო, რომ მანამდე რამდენიმე სხვადასხვა დასახელების მალამოს ვიყენებდი, ზოგს ჰქონდა შედეგი, მაგრამ მცირე ხნით. როგორც კი გამოყენებას შევწყვეტდი გამონაყარი ისევ იჩენდა თავს. რაც შეეხება მოლისანს, ძალიან კმაყოფილი ვარ… ერთ თვიანი მოხმარების შემდეგ გაქრა სიწითლე და გამონაყარი. ახლა უკვე 3 თვეა რაც შევწყვიტე გამოყენება, მაგრამ შედეგი უმაგრესია. ამ წამალმა არათუ დროებით, არამედ საერთოდ გააქრო ეს პრობლემა. მადლობა მოლისანს და მის შემქმნელებს.15.10.2015

10

თიკუნა თათეშვილი

მეგობრებო არც მე მჯეროდა ამ წამლის მაგრამ მაინც გავრისკე და ვიყიდე, ერთი გავსინჯავ ასეთი რა წამალია თქო. მე მაწუხებდა აკნე და სახეზე გამონაყარი. ჩემი ოცნება იყო ლამაზი და სუფთა სახე მქონოდა. მეგობრებო მინდა გითხრათ რომ მოლისანმა ჩემი ოცნება ამისრულა. ყველას გირჩევთ მოლისანის გამოყენებას. ხალხნო ჩემი პირადი მაგალითიდან გეუბნებით, არ ვაჭარბებ. მადლობა იმათ ვისაც მოლისანი შექმნა. 14.10.2015.

10

ნანა კორსავა

15 წლიანი გამოცდილება მაქვს კოსმეტოლოგიაში. ხშირად, სიმართლე გითხრად მიჭირდა რომელი საშუალება უნდა გამომეწერა პაციენტისთვის რომ ყველანაირ ინფექციურ გამონაყარს გამკლავებოდა.
მე უბრალოდ გაოგნებული ვარ რაც მოლისანმა შეძლო. ჩემი 12 წლის გოგონაზე მოვსინჯე ეს პრეპარატი და საუკეთესო შედეგი მომცა. მას მერე აქტიურად ვიყენებ მოლისანს.
მართლაც დიდი მადლობა, ეს უნიკალური საშუალებაა და ყველას ოჯახში უნდა იყოს როგორც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ერთი დღე ვეღარ გავძლებ მოლისანის გარეშე.
მადლობა ბატონო დავით რომ არსებობთ და მოგვეცით საშუალება დავეხმაროთ ჩვენს პაციენტებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მირეკავენ და მადლობას მიხდიან, ეს თქვენი დამსახურებაა.12.10.2015.

10

Fati Cinadze

მართლაც უნიკალური პრეპარატია მოლისანი, შედეგი 100%. ჩემმა შვილმა გამოიყენა გარდატეხის ასაქში, სახე სულ გაუსუფთავა. მას შემდეგ მოლისანი ოჯახის №1 პრეპარატია!

 

ინგა ხვედელიძე. ჩირქოვანი გამონაყარი სახეზე (აკნე), პაპილომა ვირუსი.

ძალიან კმაყოფილებას გამოვხატავ, ძალიან კმაყოფილი ვარ ბატონო დავით თქვენი მოლისანით.
ჩემს 19 წლის ბავშს ჰქონდა გამონაყარი შუბლზე, ვერანაირი ტონალური მაზები, ვერანაირი დასაფარი კრემები ამ გამონაყარს არ ფარავდა, ჩირქოვანი გამონაყარი იყო.

რა გააკეთა ეხლა მოლისანმა იცით, უარესად გაუწითლა, უარესად დაუჩირქა, ამოუყვანა ყველაფერი ჯერ, ერთი კვირის განმავლობაში, და როდესაც ყველაფერი ამოუყვანა, დაიწყო დალაგება, შემდეგ ჩაშუპება, ჩაშუპება, ჩაშუპება და ნელ - ნელა გაქრობა, გაქრობა, გაქრობა და გაქრა. ეხლა სახის კანი რაღაცა საოცრათ გაუმჯობესებული აქვს.

სახეზე აქვს, პაპილომა ვირუსი რომ არის, სხვა პროფესორეფთან დამყავდა, და რაღაცა მაზებს ვახმარდი, მაგრამ… მოლისანმა გადაუფხიკა, გადაუქერცლა ეს ყველაფერი.

ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, არ შემეძლო რომ ეს ყველაფერი არ მეთქვა თქვეთვის, ისეთი კმაყოფილი ვარ.
ღმერთმა გაგახაროთ და გაგაბედნიეროთ.

10

დალი მუშკუდიანი

ორი წელი გვტანჯავდა ვულგარული აკნე. გარდატეხის ასაკში დაიწყო და უამრავი ექიმებისა და წამლების გამოყენების შემდეგაც არაფერი შედეგი არა გვქონდა. სახეზე ჩირქოვანი გამონაყარი და გაწითლებული ადგილები ვერ შევამცირეთ. ახლობელმა მოლისანი გვირჩია. აღარაფრის გვჯეროდა. ზერელედ დავიწყეთ გამოყენება და სამი დღის შემდეგ ჩირქოვანმა გამონაყარებმა ალაგება დაიწყო. კანმი აღდგა და შვილის სახე ამდენი ხნის შემდეგ დავინახე. ახლა ყოველ დღე კანს ვისუფთავებთ მოლისანით და სახეზე არა გვაქვს არცერთი ჩირქოვანი წერტილი. დიდი მადლობა!22.10.2014

ნატალია შევჩენკო.

ხალხო მართლა ეფექტურია?? დავიტანჯე, 4 წელია რა წამალი, რომელი კოსმეტოლოგი, რომელი დერმატოლოგი არ მოვიარე. დავიტანჯე, დედას გეფიცებით, მირჩიეთ როგორია მოლისანი. 02.01.2015.
მოლისანიიი მიყვააარს!!! დედამიწაზე ყველაზე სასარგებლო წამალია! ჩემი გადამრჩენელია! და ალბათ კიდევ რამდენი გადაარჩინა! ...მანამ სანამ მოლისანს წავისვამდი არ მჯეროდა ოდესმე თუ კანი გამეწმინდებოდა, რა არ ვიხმარე, სად არ ვიყავი, რის ექიმთან არ ვიყავი. თავიდან ვკომპლექსდებოდი, თუმცა შემდეგ შევეჩვიე. მაგრამ ერთ დღესაც იმედგაწურული ვიყავი რომ აღარასოდეს მომირჩებოდა სახე! თუმცა ჩემმა დეიდაშვილმა ძალიან ცოტა გადმომისხა, რა იცი იქნებ გიშველოსო, და წავისვი ძალიან უგულოდ დაწოლისას, და დილით მთელ სახეზე გამომაფინა. მაგრამ 1 თვე რეგულარულად ვისვი და მთელი თვე მაყრიდა და მაყრიდა. მაგრამ მესამე თვეა ვისვამ და იდეალური შედეგი მაქვს. ღმერთს მადლობა რომ მოლისანი არსებობს! გაიხარეთ, უფალი გფარავდეთ! 21.05.2015.

თამარ ბუაძე. 09.11.2014

პრეპერატი მოლისანი - უფრო მეტად სასწაულს დავარქმევდი, რადგან თავად გამოვცადე მისი ჯადოსნური ეფექტუეობა. აკენე, მზის ალერგია ერთ-ერთი ყველაზე ძნელად სამკურნალო დაავადებაა, რომელიც ძნელად ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ათასი მკურნალობა, ძვირად ღირებული სახის მოვლის საშუალებები და კიდევ უამრავი სხვა რამ ვცადე, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი მხოლოდ მკურნალობის პრიცესში მქონდა.

ეს აისახებოდა ნერვულ სისტემაზეც, რადგან ყველასთვის, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის ძნელია გქონდეს სახის კანზე პრობლემა, მაგრამ ჩემი პრობლემა გადაჭრა მოლისანმა, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტით.

დავდაპირველად ამ პრეპარატსაც ეჭვის თვალით შევხედე, რადგან იმედი არაფრის მქონდა. მაგრამ მაინც ვცადე და შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავითს, რომელმაც შექმნა ასეთი საოცრება და დამაჯერა რომ აკნეც განკურნებადია.

P.S. თამამად შემიძლია ვთქვა - ენდეთ მოლისანს!

ხათუნა. 14.11.2014.

მე ძალიან მშრალი სახე მაქვს, და კრემებს ვხმარობდი, დღის კრემებს. თქვენ წარმოიდგინეთ მე მოლისანს ვისმევ, თავიდან ცოტა ჭიმავს სახეს. და რაღაცა ერთი 5 წუთის მერე, ვეღარც ვგრძნობ უკვე ამ მოჭიმულობას, და დღის განმავლობაში სახეს ისეთი ეფექტური შეხედულობა აქვს, რო შესამჩნევია უკვე. და სამსახურშიც აღნიშნავენ ამას. მე თვითონაც ვატყობ. ძალიან კმაყოფილი ვარ.

და აქამდე რატომ არ ვიცოდით ეს საშუალება თუ იყო. თვითონ დერმატოლოგმა რატომ არ გვირჩია. ერთი 7 კურსი გავიარეთ, ერთერთ კარგ დერმატოლოგთან.

მე ყველას ვეუბნები გარშემო, ვინც კი ნაცნობი მყავს, ამის შესახებ. ძალიან კმაყოფილი ვარ ბატონო დავით, დიდი მადლობა.

და კიდევ მადლობას გიხთით რისთვის, დიდი ბალონია, ანუ ღირს ის თანხა ეს ბალონი. აი თუ კი არი წამალი ძვირად ღირებული, მაგრამ არის ცოტა რაოდენობრივად. ნუ რავიცი, მე ჩემი ეკონომიური თვალსაზრისით აღვითქვი ეს, რომ, ანუ ღირს ის ფასი რაც ადევს, 27 ლარი.
ძალიან დიდი მადლობა.

ციური ალექსიშვილი. ჩირქიანი გამონაყარი სახეზე (აკნე).

გამარჯობათ ბატონო დავით, ის რაც ახალგაზრდა ბავშზე შედეგი მივიღეთ, ის პრობლემა ვერ გადაწყვიტა ვერცერთმა კოსმეტოლოგმა, ვერცერთმა დერმატოლოგმა, და თქვენი წამლის, ერთი ღამით დადება პრობლემაზე, მეორე დღეს შესანიშნავი შედეგი მოგვცა, გაგვანთავისუფლა პრობლემიდან.

რა გააკეთა მოლისანმა, აი ის ბუდე რომელშიც იყო ჩირქი, სისხლი, და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდა ყურის ძირში, და ხან იმატებდა, და ხან კლებულპბდა, და ეს გახსნა. და ეს დაზიანებული, შიგნით არსებული შავი სისხლი სულ გარეთ გამოიტანა. გაწმინდა და გარეგნულად რომ შეხედავ აღარ არის ისეთი გადიდებული, და შეხებითაც უკვე ტკივილები მოიხსნა. მტკივნეული აღარ არი. ბავშვი თვითონ აღტაცებულია, ეს, ნუ თუ მოლისანმა შეძლი, ხო და შეძლო!!!

 


მოლისანის გამოყენების გამოცდილება სხვა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ.

არ უნდა იფიქროთ, რომ მოლისანი არის პანაცეა ნებისმიერი გასაჭირის დროს და განკურნავს თითოეულ მათგანს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში, სადაც სხვა საშუალებები უძლურია, მოლისანი შეუცვლელია.

მოყვანილი შედეგები მოლისანით მკურნალობით არ არის რეცეპტი. ეს არის მხოლოდ მომხმარებლის მიერ გაზიარებული გამოცდილება და შედეგები. არჩევანი არის მომხმარებელზე, ექიმის კონსულტაციაზე და მონაცემების ანალიზზე.

10

Tinatin Zerzvaze

ვადასტურებ, რომ მოლისანი ყველაზე ეფექტური საშუალება გამოდგა ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ: ჩემს ახლობლებს ვუყიდე, რომლებიც წლების მანძილზე იტანჯებოდნენ ამ დაავადებით. ერთს 10 დღეში მოუსუფთავა და შეუხორცა, მეორეს, ხანდაზმულ ქალბატონს, - მოუსუფთავა და ტკივილები შეუმსუბუქა. მეორე ბოთლიც ვუყიდე და მკურნალობას აგრძელებენ. გაიხარეთ, ბატონო დავით! 💖 26.10.2016.

10

მაია ვარდანაშვილი

შესანიშნავად მუშაობს ჭარბ წონაზე მოლისანის ელექსირი, ცოცხალი წყალი და ნანო ვერცხლის კომბინაცია 1 თვიანი კურსი სათანადოდ შერჩეული ბალანსირებული კვების რეჟიმთან ერთად. შედეგი საუკეთესოა, 1 თვეში 5 კგ კლება. 19.10.2016.

10

Kateri-na Kateri-na

გეთანხმებით ნამდვილად და მე მრავალფუნქციური მოლისანი ვიყიდე და შედეგი უკომენტაროდ, ეს ადამიანი უფალმა გამოუგზავნა ქართველ ხალხს... 💗💗💗
16.10.2016.

10

Nana Xurcilava (Anastasia Gvilava)

მოლისანი მართლაც კარგია, ამაში დავრწმუნდი. გამონაყარზე სახეზე ერთი ბოთლი ვიხმარე და დამანახა შედეგი, რას არ ვხმარობდი და არაფერი მაძლევდა მცირე შედეგსაც. აუცილებლად უნდა ვიყიდო კიდე, კურსი ბოლომდე გავიარო, როგორც წერია. მადლობელი ვარ ვინც ეს მოლისანი გამოიგონა მისი.
16.10.2016.

10

მარინა ახალაია

დიდი მადლობა, გლოცავთ.... 5 დღეა ვსვამ მოლისან ელექსირს და კუჭ-ნაწლავი მომიწესრიგა, გაიხარეთ.... მაღალი წნევაც ძალიან მაწუხებს, იმედი მაქვს მომიწესრიგებს....
09.10.2016.

10

ირმა ყაველაშვილი

კუჭის გადაგვარებული წყლული მაქვს, ოპერაციაზე უარი მითხრეს რადგან საყლაპავი მილიდან 12 გოჯამდე დაწყლულებულიაო და რამოდენიმე უკვე გადაგვარებულიაო. მოლისანის დალევამ შედეგი მომცა, ორივე გვერდზე წყლული თითო თითო სანტიმეტრით შემცირებულია. ვინც მიცნობს ახლოს კარგად იციან რომ სიარული მიჭირდა, ხელების და ფეხების მომენტალური კანკალი მქონდა, საკმარისი იყო 5 წუთი დავმჯდარიყავი ფეხები მიბუჟდებოდა, სხვის დაუხმარებლად ვერ ვდგებოდი და წლების მანძილზე სახლში ვიყავი ჩაკეტილი, ეხლა კი დამოუკიდებლად გავდივარ ქუჩაში.
07.10.2016.

10

მაიკო კალიჩავა

მოლისანს მართლა ისეთი შედეგი აქვს, მიკვირს ზოგჯერ.
06.10.2016.

10

ნანუკა მუხიგულაშვილი

მოლისანი ლოსიონი ჩემი სიყვარულია 💜 ძალიან კმაყოფილი ვარ... გირჩევთ ყველაას.
03.10.2016.

10

So Fo

მოლისანი ძაან კაია, მე ვხმარობ ერთი თვეა და კმაყოფილი ვარ. მთელი ცხოვრება სახეზე გამონაყარი ვერ გავიქრე, რა აღარ ვიხმარე, ძვირადღირებული მედიკამენტების ჩათვლით და მოლსანის გარდა არაფერმა მიშველა. მადლობა თქვენ.
29.09.2016.

10

ინეზა მაშავა

მაწუხებდა ძალოან ბუასილი, დავიწყე მოლისანის ხმარება, ცხოვრება არ მინდოდა ისეთი ტკივილი მქონდა, მოლისანმა საოცარი შედეგი მომცა. მადლობა მოლისანის გამომგონებელს.
27.09.2016.

10

Melano Xucidze

მე იმდენად კმაყოფილი ვარ მოლისანი ელექსირის რომ მინდა ყველას გავაგებინო. მართლა რო ძალიან დიდ მადლობას ვიხდი. რომ იცოდეთ როგორი რთულად ვიყავი ალბათ თქვენც ჩემსავით გაოცდებოდით. ძალიან რთულად ვიყავი, ყოველ დღე 10 აბ სენადექსინს ვსვავდი, მაწუხებდა კოლიტი. რაც მოლისანი დავიწყე, იმ დღიდანვე შედეგი მივიღე, დილით და საღამოთი ნახევარი ლიტრ ცოცხალ წყალში ვხსნი 3-4 მისივე თავსახურს, ერთი ბოთლი 2 კვირას მყოფნის, ნამდვილად შესანიშნავი საშუალებაა, არ დაგიმალავთ და 6 კილოც მოვიკელი, მე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ვიპოვე. შეწყვეტილი მქონდა ორი კვირის განმავლობაში მოლისანი ელექსირი და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს არც კი შეუწუხებივარ, თუმცა მეშინია იმ დღეების გახსენების რაც ელექსირამდე მქონდა და ამიტო სისტემატიურად მაქვს. ვისაც გაქვთ ჩემნაირი პრობლემები აუცილებლად მიიღეთ ცოცხალ წყალთან ერთად, შედეგი იმ დღესვე გექნებათ. მინდა ყველანი ასე კარგად გრძნობდეთ თავს როგორც მე. მადლობა კიდევ ერთხელ! 27.09.2016.

10

Lali Chrikishvili

მოლისანის დიდად კმაყოფილი ვარ, არ მეგონა დაჟეჟილობასაც თუ უშველიდა, მაგას ვადებ ჩემ შვილს და მოუხდა. დიდი მადლობა ბატონ დავითს.
23.09.2016.

10

ნონა ხვედელიძე

მე პირადად ვიხმარე თმისთვის, ძალიან მცვიოდა, გარეთ ვერც გავდიოდი. ერთი მოლისანი საკმარისი აღმოჩდა ჩემთვის, დღეში 5-6 ჯერ წასმა. ძალიან კმაყოფილი ვარ.
22.09.2016.

10

Maia Centeradze

მადლობა რომ არსებობს მოლისანი, ეს არის წამალი რომელიც არასოდეს გაგიცრუებთ იმედს.
20.09.2016.

10

მზია მზია

მოლისანი ნამდვილად კარგი პროდუქტია, მადლობა 💞💞💞
19.09.2016.

10

Tamriko Gogishvili

შევიძინე მოლისანი ანტისეპტიკი... შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
18.09.2016.

10

თათია გაბესკირია

მომწონს ძალიან, მომიხდა როზაცეას გამწვავებულ ფაზაში. მადლობა მოლისანის შემქმნელს და ნანა ექიმს რომელმაც მირჩია მოლისანის გამოყენება.
16.09.2016.

10

სალომე კახობერაშვილი

შევიძინე ეს მოლისანი და მესამე დღეა რაც ვიყენებ, კმაყოპილი ვარ უზომოდ, სახის კანი ჩვილი ბავშვივით მაქვს. ასევე ინტიმურ ადგილებშიც გასაოცარ შედეგს იძლევა.
15.09.2016.

10

Sofio RachVeli

ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანის ელექსირით და ცოცხალი წყლით. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა.
13.09.2016.

10

Soph Chiburdanidze

არაჩვეულებრივია, ჩემს თავზე გამოვცადე ვერცხლის სარგებელი და ძალიან კმაყოფილი ვარ.
06.09.2016.

10

დოდო ხარშილაძე

სამი წელია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და უფრო ხშირად პროფილაქტიკის მიზნით ვღებულობ ბუნებრივ პრეპარატს - ნანო ვერცხლს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი, ხშირად გაოცებული ვარ მისი მოქმედების საუკეთესო შედეგებით. ვაღიარებ, პირველ ხანებში როცა ამ პრეპარატის შესახებ შევიტყვე არ დავიჯერე, რომ მას ახასიათებდა მოქმედების ასეთი ფართო სპექტრი, როგორც ამოვიკითხე მის ანოტაციაში და როგორ რეკომენდაციასაც უწევდნენ მას. ნანო ვერცხლი მე ძირითადად გამოვიყენე პირის ღრუს პრობლემების გამო. ვხმარობდი მას როგორც გამოსავლებად, ასევე დასალევად დღეში 2-3 ჯერ, ღრძილის ჩირქოვანი ანთების დროს. მივიღე საუკეთესო შედეგი; მომიხსნა ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და 2-3 დღეში მთლიანად აალაგა პროცესი. ასეთივე კარგი შედეგი იყო გაციების, სურდოს, ყელის ტკივილის შემთხვევაში. ვერცხლის ნანო ხსნარი მივიღე როგორც დასალევად ასევე გამოვიყენე ცხვირში ჩასაწვეთებლად და ყელიში გამოსავლებლად. ვერცხლის კოლოიდს შეუძლია შეცვალოს სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკი, რადგან მოქმედებს სხვადასხვა მიკრობებზე, არ ახასიათებს რეზისტენტობა და ამავე დროს შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ის გვერდითი მოვლენები, რაც თან სდევს ანტიბიოტიკების ხანგძლივ მიღებას. ასე, რომ ეს არის საუკეთესო ბუნებრივი პრეპარატი თავისი მრავალმხრივი უნიკალური თვისებებით. გირჩევთ ყველას გეაცნოთ და გამოიყენოთ საჭიროების მიხედვით. 06.09.2016.

10

Bela Laitadze

ორი კვირა და ჩემს სახეზე იდეაალური შედეგი. მოლოდინს გადააჭარბა. რა კოსმეტოლოგი და რა წამლები, მოლისანი არის ორივე ერთად. მადლობა უცხო ქალბატონს ვინც მირჩიააა.
03.09.2016.

10

Nana Chigvinadze

როზაცეას კომპლექსურ მკურნალობაში საუკეთესო შედეგს იძლევა მოლისანი ელექსირი და მოლისანი ლოსიონი. მოლისანი ელექსირი უნდა დალიოთ დილით უზმოზე ჭამამდე 30წთ ადრე და ძილის წინ, 15-20მლ. სახე დაიბანეთ კუპრის საპნით და მოლისან ლოსიონით დაასველეთ ბამბის დისკი და საფუძვლიანად გაიწმინდეთ, დღეში ორჯერ, დილით და საღამოთი. მკურნალობა 2 კვირა გრძელდება. 03.09.2016.

10

Светлана Бердакова

Вчера ноги стёрла в кровь, обычно болячки после этого не заживают долго, почти 2 недели. Решила побрызгать Молисаном и через полчаса уже был заметен результат, у кожи была быстрая регенерация, и так раз 10 брызгали. УТРОМ УЖЕ НИЧЕГО НЕТ, БЕЛАЯ КОЖА... Я в шоке, это правда самый лучший препарат какой я видела. Можно применять практически везде. 😍 ТАТАРСТАН Чистополь. 29.08.2016.

10

Jeneta Nanikashvili

მოლისანის შესაძლებლობები ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ მაკვირვებს.
31.08.2016.

10

Chorena Gvilava

მოლისანი კანს, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან უხდება!
31.08.2016.

10

Радислав Ровняков

Так больно никогда не было. Я - бизнес-тренер и у меня впереди 6 дней бизнес-тренинга (не тепличного семинара или лекции, а реальной выставки-ярмарки, делового марафона по 14 часов в день, где участники должны получить не только знания о прибыли, но реальные торговые навыки и саму прибыль). Заменить меня некому, а я не то что ходить, даже сидеть не могу от сильной ноющей боли в спине... На выставке-ярмарке "Шик и Шарм-VIII" 23-27 августа 2016 в Казани, участница выставки-ярмарки Светлана Бердакова из Чистополя, подарила Вифлеем Молисан. Применял его согласно инструкции для компрессов при воспалении и боли в спине (защемление нерва), боль проходила в течении пары минут. Когда ночью просыпался от боли, делал компресс, боль стихала, что позволяло спать дальше. Когда хочется и нужно спать, а боль не дает - то еще испытание, которое Молисан легко позволяет пройти. Компрессы с Вифлеем Молисан - отличное средство для быстрого снятия боли. В какой-то степени и Молисан помог побить рекорды в торговле участникам со всей России и зарубежья. Огромных успехов производителям Молисан и Светлане Бердаковой! Основатель выставочно-ярмарочной компании "АвегА", бизнес-тренер Радислав Ровняков, Казань. 31.08.2016.

10

Светлана Бердакова

У моего сына Экзема. Мы постоянно брызгали классическим Молисан и водой не мочили, сыромолочные продукты не употребляли. Компресс делали 2- 3 раза в самом начале и в день 10-15 раз брызгали Молисан в течение 7 дней. Сейчас кожа чистая, сухая. При нанесение Молисан на проблемное место слегка жжёт. Продолжаем лечить усиленным Молисан Лосьон с наночастицами золота. Спасибо производителю. 😍 ТАТАРСТАН Чистополь. 29.08.2016.

10

Nazi Maisuradze

მივიღე 2 ბოთლი მოლისანი ელექსირი, იმუნიტეტი ამიწია, ბრონქები სულ გამინთავისუფლა. ძალიან კმაყოფილი ვარ.
25.08.2016.

10

Ajika Mtsare

მოლისანს ზერელედ ვუყურებდი, არ მჯეროდა. ჩემს შვილიშვილსაც ჩემი შვილი აწვეთებდა ცხვირში, ცხვირის ერთი ნესტო დახშული ჰქონდა და მოარჩინა, მაგრამ მე მაინც ჯეროვანი ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ მძიმე ავადმყოფი მყავს, ნაწოლები ჰქონდა. ზომით დიდი არ იყო, მაგრამ საშინლად აწუხებდა. ყველა საშუალება რაც კი არსებობს დედამიწაზე ვიხმარე. თქვენ წარმოიდგინეთ იაპონიიდან გამოვიწერე წამლები, რომელმაც თითქოს უშველა. მაგრამ არ იკვრებოდა ჭრილობა (შეიძლება დიაბეტის ფონზე), აფთიაქარმა მირჩია მოლისანი და ზერელედ მოვეკიდე მაგრამ ვიყიდე. სასწაული მოხდა ერთ კვირაში შეხორცდა. მადლობას ვუხდი ამ წამლის შემქმნელებს. ეხლა ჯერ კიდევ ვხმარობ არ ვეშვები მეშინია იმიტომ რომ 2 წელია ვიტანჯებოდით. 22.08.2016.

10

So Fo

ძაან მაგარია მოლისანი, შედეგი ძაან კარგია, თავიდან დამაყარა და ეხლა რჩენა დაიწყო. სახე დამირბილა და ასუფთავებს, გმადლობთ.
22.08.2016.

10

Natela Cecxladze

მოლისანი ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა.
19.08.2016.

10

Gogi Maisuradze

მოლისანის მჯერა, ძალიან შედეგიანია, დიდი მადლობა.......
18.08.2016.

10

Ajika Mtsare

მოლისანმა სასწაული მაჩვენა ჩემს ავადმყოფს ნაწოლი ტანჯავდა წელიწადი და რვა თვეა, მაგრამ პატარა 5 თეთრიანის ხელა არც ღრმა არ ყოფილა, მაგრამ რა არ ვიხმარე რა ძვირიანი წამლები გამოვიწერე იაპონიიდან. თბილსში თუ რამე იყიდებოდა ხომ ყველაფერი ამაოდ ვცადე და მერე მოლისანი მითხრეს აფთიაქში ვცადე მეტი რა გზა მქონდა ერთ კვირაში შეახორცა. მე მართალი გითხრათ არ მჯეროდა და სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ეხლა დასალევ სითხესაც ვსვამ კუჭის ეროზიას შველისო ბრავო ძალიან მაგარია.
13.08.2016.

10

Onega Machavariani

დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კისრის ტკივილი, მიშეშდებოდა ხელი. ექიმებმა დიაგნოზი დამისვეს - თიაქარი კისრის არეში. იძულებული ვიყავი აუტანელი ტკივილის გამო დავთანხმებულიყავი ოპერაციას. ამ დროს ჩემდა საბედნიეროდ ახლობელმა მოლისანი შემომთავაზა. დავიწყე კისრის არეში საფენების კეთება, რამოდენიმე დღეში ტკვილი მნიშვნელოვნად შემიმცირა და თვენახევარში თითქმის სულ გაქრა. დღეს ხელს თავისუფლად ვხმარობ, კისერი აღარ მტკივა და ოპერაციაზე უკვე აღარ ვფიქრობ. ძალიან მადლობელი ვარ მოლისანის გამომგონებლის და იმ ადამიანის ვინც მე მოლისანი გამაცნო.
09.08.2016.

მოგესალმებით, მოლისანის ელექსირი შევიძინე, მადლობას მოგახსნეებთ იმისთვის, რომ მოლოდინს და რეკლამას ამართლებს შედეგი. გამოვიყენეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად ხშირი დიარეის შემთხვევაში, ქალბატონი არის 57 წლის, თან ნაღვლის ბუშტის ანთება ქონდა გადატანილი. ნინო ბ. 03.08.2016.

10

ინგა რისანოვა-მოდებაძე

მოლისანის 1 ბოთლი ვიხმარე მარტო, დეკემბერში ვიყიდე და სანამ არ დამიმთავრდა ვადაგასულიც ვიხმარე სახეზე. იმის მერე არანაირი გამონაყარი აღარ მაქვს... საერთოდ სულ სუფთად მაქვს სახე.
06.08.2016.

10

Tamari Jangirashvili

მე გამოვიყენე მოლისანი ელექსირი, კოლიტი და ეროზიები მქონდა კუჭში, ძალიან კარგი შედეგი მაქვს. დიდი მადლობა ასეთი კარგი წამლის შემქმნელს.
03.08.2016.

10

Krıstı Kristi

მე ერთი თვეა რაც ვიყიდე მოლისანი სახის გასაწმენდათ, ძალიან კმაყოფილი ვარ.
29.07.2016.

10

Marina Begashvili

მე ვიყენებ მოლისანს სახისთვის, გასაოცარია!!! აფთიაქში 31 ლარი მივეცი, პატარა ბოთლში.
20.07.2016.

10

Dedika Bulia

მოლისანი მართლა საოცრებაა, ოღონდაც 1-2 დღეში შედეგი თუ არ მოქცა არ უნდა დანებდე, ალბათ 1 თვე მაინც სჭირდება ძლიერ ავადმყოფობას, 2 ცალი დაგჭირდებათ რომ იყიდოთ, ძვირი კია, მაგრამ ღირს მოლისანის ყიდვა.
18.07.2016.

10

Mari Mari

სახეზე გამოვიყენე მოლისანი და ძალიან მომეწონა... ისე რომ სურვილი მაქვს კიდევ შევიძინო... 💗
16.07.2016.

10

Madona Todadze

მე თქვენს დალოცვილ სითხეს ტონზილიტის დროს ვიყენებდი, შესანიშნავ შედეგს მაძლევს, მერე გადავწყვიტე ფეხზე წამესვა, ვარიკოზი მაწუხებს, შედეგი ისე მომეწონა რომ ბოლო 1 კვირაა საფენებსაც ვიკეთებ, გაოგნებული ვარ, ფეხი აღარ მისივდება და ტკივილმაც მნიშვნელოვნად მოიკლო. უღრმესი მადლობა თქვენ.11.07.2016.

10

Nino Bladadze

მოლისანს ვიყენებდი ტროფიკულ წყლულზე, არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, ერთ თვეში მოარჩინა, ძალიან კმაყოფილი ვარ, აგრეთვე ფრჩხილის სოკო მოარჩინა. დაილოცოს მისი შემქმნელი.
10.07.2016. 2006 - 2016 წლების კომენტარები იხილეთ აქ: მომხმარებლის აზრი, კომენტარები, წერილები