მოლისანი ლოსიონი

სოკო, კანის და ფრჩხილის

მკურნალობის დაწყების წინ, დაზიანებული ადგილები უნდა ჩამოიბანოთ საპნითა და ცხელი წყლით და გაიმშრალოთ. მკურნალობის პირველ ეტაპზე დაზიანებულ ზედაპირზე დაიდოთ პრეპარატ მოლისანი ლოსიონის ოთხფენოვანი საფენი. პერიოდულად დაისველეთ ის 10-15 წუთის შემდეგ და გაიმეორეთ პროცედურები დღეში 6-8-ჯერ. ასეთი მკურნალობა გრძელდება 5-6 დღე.

ამის გარდა შინაგანად სასურველია მოლისანი ელექსირის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. ხელს უწყობს შხამების, წიდების, დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან. მოლისანი ელექსირი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. დღეში 3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. მოლისანი ელექსირის შემდეგ 15-20 წუთში მიიღება 5 წუთის ინტერვალით 2 - 3 ჭიკა ცოცხალი წყალი, ცოცხალი წყალი შეგვიძლია სასმელი წყალით ჩავანაცვლოთ.

თუ სოკომ დააზიანა ფრჩხილები, ისინი უნდა გააჩეროთ ცხელ წყალში, შემდეგ დაიჭრათ და დაისუფთაოთ. ფრჩხილების სოკოს სამკურნალოდ სასურველია გაიკეთოთ აბაზანა ფეხებისათვის და დააყოვნოთ ტერფები ცხელ* (40 - 42°) მოლისანში 30-35 წუთით, ან გაიკეთოთ ცხელი მოლისანის საფენი და პერიოდულად ასველოთ იგი, რომ არ გაშრეს.

კარგ შედეგს იძლევა, უშუალოდ ძილის წინ, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკის, 5 წუთით 5-10 მლ. ვერცხლის ნანო კოლიდის სუბლინგვური (ენის ქვეშ) მიღება.

სავარაუდოთ კანის სოკო ქრება 7-10 დღეში, ფრჩხილის სოკო კი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მანამ სანამ თანდათანობით არ მოცილდება (პერიოდულად მოიჭრება) დაზიანებული ფრჩხილები და არ წამოიზრდება ახალი, ჯანსაღი. წინდებსა და ფეხსაცმელს აუცილებლად ჭირდება მოლისანით დეზინფიცირება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფრჩხილის სოკოს მკურნალობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება - მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც საჭიროა ფრჩხილის მთელი ფირფიტის გასაზრდელად. ხელის ფრჩხილები 3-4 თვის განმავლობაში იზრდება, ფეხისა - კიდევ უფრო მეტხანს, 5-6 თვეს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე დაზიანებული ფირფიტის ადგილს მთლიანად ჯანსაღი ფრჩხილი არ დაიკავებს. მოთმინება ყველას არ ჰყოფნის - ბევრი თერაპიას შუა გზაზე, მცირე შედეგის დანახვისთანავე ანებებს თავს, ამას კი რეციდივი მოჰყვება.

* მოლისანის საჭირო რაოდენობა ჩაასხით ფინჯანში, და ჩადგით ცხელ წყალში, ამ შემთხვევაში მოლისანი ლოსიონის აქტიურობა მნიშვნელოვნად იმატებს, მაგრამ გაცხელბული მოლისანი ლოსიონი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. გააცხელეთ მხოლოდ პროცედურებისთვის საჭირო რაოდენობა.

გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.

სოკოს სამკურნალოდ გამოიყენება მოლისანი ლოსიონი ოქროს ნანონაწილაკებით (500 მლ. - 30 ლარი)
ან მოლისანი ეკონომიურ შეფუთვაში (1000 მლ. - 29 ლარი).

გამოხმაურება:

10

Mancho Mancho

მართლა მაგრად შველის, მე ვიხმარე მოლისანი სოკო მქონდა და მიშველა, საოცრად მომირჩინა ფრჩხილები.
29.12.2016.

10

Алма Беридзе

ჩემს ახლობელს ხელის ფრჩხილზე ჰქონდა სოკო, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ირჩენდა ვერაფრით, მე მოლისანი ლოსიონი ვურჩიე, დღეში რამდენჯერმე შემთფარი მოლისანის ხსნარში ასველებდა ფრჩხილს და გასაოცარი შედეგი მიიღო, თავიდან გაუსივდა და გაუწითლდა თითი, რამდენიმე დღეში შეშუპება დაიწყო და დაცხრა, სიწითლეც გაქრა და წამოვიდა ახალი ჯანმრთელი ფრჩხილი. გახარებულმა სულ მლოცა 😍 ეს ნამდვილად უებარი შეუცვლელი პრეპარატიაო, უღრმესი მადლობაო!!! ეს უღრმესი მადლობა თქვენ გეკუთვნით ბატონო დავით, უღმესი მადლობა რომ არსებობთ 💜 💜 💜
16.11.2016.

10

ფსორიაზის მკურნალობა. ადელინახ ბლოგი.

Отчет моего второго дня, второго месяца марафона по лечению псориаза.
С утра выпила 35 мл разогретого до 37-38 градусов питьевого Молисан. Какой-то странный вкус. Не понятный такой, солененький. Пить можно, хотя я не любитель пить травки. Но Молисан мне понравился. Затем помыла все свои пораженные места мылом и поставила Молисан. Начало жечь и чесаться. Но я соскучилась по Молисану и пока держала нюхала его, обожаю этот запах. После этого выпила 2 стакана воды и пошла на работу в студию.
Со Светланой мы позавтракали печеночными блинчиками с салатом "Винигрет" и еще 1 салатом с курицей и черносливом. Солененькие были и блинчики и салат с курицей. Но у нас в городе, к сожалению, нигде не найдешь кафе, где по заказу тебе бы приготовили без соли. Далее уже в студии я минут 30 лежала с компрессом Молисан, но только на шее.
Уже дома я опять помыла свои болячки мылом, поставила маску мертвого моря, а потом компресс Молисан.
Дома я поела пельмени. Там конечно мясо, но я что-то так захотела их. На голодный желудок вечером я еще раз выпила 35 мл разогретого питьевого Молисан. На сегодня все, чуть позже еще раз поставлю Молисан. И спать.

Болячки на коленях, 1 фото до лечения, второе на 12 день лечения. Молисан с золотом усиленный бомба, он должен быть в каждом доме.
Следите за дальнейшими достижениями, а я надеюсь на победу 💪💪💪👍👍👍👍
Мой любимый Молисан. Синий - питьевой. Желтый - золото.
03.09.2016. Татарстан, Чистополь. Аделина Ястребова.

10

Dedika Bulia

მოლისანი მართლა საოცრებაა, ოღონდაც 1-2 დღეში შედეგი თუ არ მოქცა არ უნდა დანებდე, ალბათ 1 თვე მაინც სჭირდება ძლიერ ავადმყოფობას, 2 ცალი დაგჭირდებათ რომ იყიდოთ, ძვირი კია, მაგრამ ღირს მოლისანის ყიდვა.
18.07.2016.

10

Mako Dalaqishvili

მოლისანი არი ყველაზე კარგი ანტისეპტიკი. 25 წელია ფსორიაზი მაქვს და 1 თვეში ამილაგა... დაიჯერეთ ეს სიმართლეა. ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთის...
16.06.2016.

10

Irma Geradze

არ ვიცი რა მქონდა, ფრჩხილი მიფუჭდებოდა და მომიხდა მოლისანი. თუმცა, ვფიქრობ უფრო სხვანაირი თავი უნდა ქონდეს ბოთლს, რომ უფრო ეკონომიურად და ლოკალურად გამოიყენებოდეს.
29.05.2016.

10

Nana Qavtaradze

12 წელი მტანჯავდა ეგზემა. ამ ხნის განმავლობაში რამდენ ექიმთან ვიყავი და რამდენი პრეპარატი ვცადე ვერ მოვთვლი. 1 კვირაა ვხმარობ მოლისანს და გაოცებული ვარ შედეგით. უფალმა დალოცოს მისი შემქმნელი და წარმატებები არ მოაკლოს ხალხის სამსახურში. დიდი მადლობა, გაიხარეთ.
20.03.2016.

10

Iamze Tsomaia

მოლისანი შველის ეგზემას. ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში იტანჯებოდა ეგზემის გამონაყრით და ქავილით, ძალიან ბევრ ხერხს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოთ, მოლისანმა კი ორ კვირაში აალაგა გამონაყარი და მოაკრიალა დაზიანებული ადგილები, მადლობა მის შემქმნელს.
13.03.2016.

მზია გ. საბერძნეთი
გამარჯობათ, ეს წუთია გავიგე ამ წამლის არსებობა. მაქვს სოკო მუცლის პრესის ქვეშ, დაბლა ირლიებში, საზარდულის ადგილებში. ვხმარობ ექიმის გამოწერილ წამლებს უკვე 1 თვეა, შედეგს ვერ ვხედავ. მოლისანი მინდა შევიძინო, ძალიან გაჭირვებული ვარ, არც საქართველოში ვარ, საბერძნეთში ვარ, თავ დახრილი ვმუშაობ. ამ დღეებში მიგზავნის შვილი, დაილოცა ღმერთი, ჩემი შვილის ცოლმა გიპოვათ, ერთი თქვენი იმედი ღა დამრჩა, ამასაც ვნახავ თუ არა და ძალიან ვარ დატანჯული, ეხლაც ვტირი.
17.01.2016.
გუშინ მივიღე მოლისანი, შვილმა გამომიგზავნა. წუხელ დაწოლამდე 3 ჯერ წავისვი, დაილოცა ღმერთი, კარგათ დავიძინე. როგორც ახლად დაწყებული შედეგს ვხედავ, აგვისტოდან ეს დაავადება მტანჯავს. წასმას ვაგრძელებ, ვნახოთ რას იზამს.
25.01.2016.
საღამო მშვიდობის ჩემო საქართველო, საღამო მშვიდობისა ჩემო მკურნალო ადამიანო, ჩემო მოლისანო. შეღავათი ძალიან ბევრი მაქვს, 6 თვე არ დავწოლილვარ დასაძინებლათ, ვიჯექი და ისე მეძინა. 3 ღამეა, მაპატიეთ და მუხლები გავშალე. უღრმესი მადლობა და როგორ მაინტერესებს ვინ მოიგონა ეს წამალი? მეტირება, შვილებს ვფიცავარ სიხარულისგან. ჩემ ქალბატონს ინგლისურად უნდა ვუპოვნო მოლისანზე, წაიკითხოს და დარწმუნდეს ქართველი ერი როგორი ძლიერია. უღრმესი მადლობა და ბოდიში, თავი შეგაწყინეთ.
30.01.2016.

10

Ala Apakidze

მოლისანმა მეც მიშველა. ეს მარტო სოკოს წამალი არ არის, წაიკითხეთ ინსტრუქცია.

07.01.2016.

10

Dajiko Jincharadze

ყველაზე საუკეთესო საშუალება რაც კი მსმენია, ჩემს მეგობარს ფეხის ფრჩხილის სოკო მოურჩინა მე კი სახეზე ვხმარობ --- ბრწყინვალეა!!!
17.10.2015.

10

Mari Shkubuliani

მეც გამოვიყენე და დღესაც ვიყენებ მოლისანს. ფანტასტიური საშუალებაა სახის გასაწმენდად და ფრჩხილის სოკოსთვის. რამოდენიმე გამოყენებისთანავე ვნახე შედეგი. გირჩევთ ყველას, მართლაც უტყუარია!
12.07.2015.

10

Salome Toradze

ჩემს მეუღლეს ჰქონდა გაშავებული კანი ფეხის თითებზე და ფრჩხილიც კი სადღაც ბოლო 2-3 წელი, ორ კვირაში ვარდისფერი ფერი დაუბრუნდა მოლისანმა.
28.05.2015.

გიორგი თორელი

მინდა რამოდენიმე სიტყვით მადლიერება გამოვხატო ამ უებარი წამლის მიმართ და მადლობა გადავუხადო მათ უდიდესი დახმარებისთვის. 10 წლის ასაკში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ურთულესი დაავადება ფსორიოზი.
ახლა 16 წლის ვარ და უამრავი მეთოდით ვისარგებლე, მაგრამ სამწუხაროდ ჩემ ყოველ მცდელობას კარგ შედეგებამდე ვერ მივყავდი. ვცადე არაერთი წამალი, სულ ბოლოს კი რუსეთიდან გამოვაგზავნინე ძალიან ძვირადღირებული წამალი, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.
ერთ დღესაც გადავწყვიტე მოლისანით მკურნალობა მეცადა და მხოლოდ ერთმა ბოთლმა მოლისანმა ძალიან შთამბეჭდავი ეფექტი მოახდინა. მის მერე სხვა წამალს საერთოდ აღარ გავკარებივარ. ჩემი მდგომარეობა კი დღითი-დღე უკეთესობისკენ იცვლება.
15.05.2015.

10 შალვა ჩხაიძე

ბატონო დავით! მადლობას მოგახსენებთ ამ საოცარი ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო სითხის - "მოლისანის" შექმნისათვის.
მოლისანს ვიყენებ კანის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც დავიმსახურე ჩემი დაუდევარი უყურადღებობით კუჭ-ნაწლავის პრობლემებისადმი ხანგღძლივი დროის განმავლობაში.
მე ის ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი საშუალებით იმ დროს, როდესაც დაღლილი ვიყავი კანის უშედეგო მკურნალობით და აღარ შემწევდა ძალა კვლავ (უკვე მეხუთეჯერ) თავიდან დამეწყო მკურნალობა.
სხვა ანტისეპტიკური საშუალებებისაგნ განსხვავებით, რომელთაც ვიყენებდი კანის ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში (ძირითადად ვაშლის ძმარი და ბრილიანტის მწვანე), მოლისანი მართლაც ჯადოსნური სითხეა. ადვილად გამოსაყენებელი, მოხმარებისთანავე შედეგიანი და იმედის მომცემი. მოლისანს ვასხურებ მთელ ორგანიზმზე - თმებიდან დაწყებული მთელ ტანზე, ფეხის ტერფებზე (ფეხის თითების, ფრჩხილების, ქუსლების ჩათვლით), ვისხამ პირის ღრუში, ცხვირში და ყურებშიც. გარდა მოლისანისა მოვიხმარ თქვენს ცოცხალ წყალსაც, ყოველდილით უზმოზე ვსვამ ნახევარ ლიტრს (ორი 250 გ ჭიქით).
მოლისანით და ცოცხალი წყლით მკურნალობა დავიწყე 2014 წლის აგვისტოს თვიდან და ვაგრძელებ დღემდე საკმაოდ კარგი შედეგით. თითქმის განკურნებულია არამარტო კანის, არამედ ფრჩხილის სოკოც.
პატივისცემით - ინგა დიასამიძე.
24.02.2015.

10

ნონა ახობაძე

ძალიან მაგარი წამალია მოლისანი, ფეხის სოკოსთვის ვხმარობ, და არაჩვეულებრივი შედეგი მაქვს. მადლობა თქვენ ბატონო დავით ამ არაჩვეულებრივი პრეპარატისთვის, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეში ასეთი შედეგები მექნებოდა.
25.06.2014.

ციური, დიასახლისი. თბილისი

ორი თვის განმავლობაში მაწუხებდა ორივე ფეხზე სოკო. ცერა თითიდან კოჭის ძვალზე და ფეხის გულებზე. ვიხმარე ბევრი მალამო: კლოტრემაზოლი, ტრიდერმი, ფიტომალი და ლამიზინი. არაფერმა არ მიშველა. ბოლო ორი კვირა ფეხზე ვერარ ვიცმევდი და ვერც დავდიოდი ტკივილების გამო. სრულიად შემთხვევით გავიგე რომ, ბატონი დავითი ამზადებდა სოკოს საწინააღმდეგო საშვალებას მოლისანს. წავიკითხე წიგნში, რომელიც ახლავს ამ საშვალებას და გავიგე, რომ მოლისანი კურნავდა ძალიან ბევრ დაავადებებს.
დავიწყე მკურნალობა:
- პირველი აბაზანა. დაუჯერებელი შედეგი პირველ აბაზანაზე. მომისუფთავდა მთელი დაზიანებული ადგილები.21.05.2006.
- დილით მეორე აბაზანა გავიკეთე. საღამოს გავიმეორე პროცედურა, დაზიანებული ადგილები მოსუფთავდა, მოძვრა ჩირქიანი ადგილები.22.05.2006.
- დილით ჩემი ფეხი ვეღარ ვიაცნი ისეთი კარგი მდგომარეობა მქონდა. გავიკეთე ისევ აბაზანა. ფეხი რომ გაშრა ჩავიცვი თეთრი ბამბის წინდა იმავე ხსნარში დასველებული. მთელი დღის განმავლობაში გავიკეტე სამი აბაზანა და ხუთჯერ სველი წინდები ჩავიცვი. ფეხები მაქვს ძალიან კარგ მდგომარეობაში. რაც მთავარია მეორე დღეს უკვე ფეხძე სიარული შევძელი.23.05.2006.
- მეოთხე აბაზანა, ფეხზე ავდექი. ფაქტიურად ფეხზე არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ვაგრძელებ აბაზანებს, დილა საღამოს ვიცმევ სველ წინდებს. დავდივარ ძალიან კარგათ.24.05.2006.
- მეხუთე დღის საღამო, ფეხზე სულ ვარდისფერი ახალი კანი მაქვს. დიდი მადლობა ბატონო დავით. ღმერთმა გიშველოთ.
25.05.2006.

2006 - 2016 წლების კომენტარები იხილეთ აქ: მომხმარებლის აზრი, კომენტარები, წერილები