თავშავა
ფასი 60,0 ლარი.
თავშავა - origanum vulgare – душица, ასევე უწოდებენ შვბალახას, ოსურ ჩაის, თავყვითელას, მარმიჭს, ჩაის პიტნას. თაფლოვანთა მრვალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, იისფერი ყვავილებით, სასიამოვნო არომატი და მომჟავო - მოტკბო - მოცხარე გემოთი. მცენარეში მრავლადაა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ეთერზეთები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, ტერპენები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფენოლები, ვიტამინები: PP, K, B9, B6, B1, C, A, ბეტა კაროტინი. მიკრო და მაკრო ელემენტები: თუთია (Zn), სელენი (Se), რკინა (Fe), მანგანუმი (Mn), ფოსფორი (P), სპილენძი (Cu), ნატრიუმი (Na), მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca), კალიუმი (K).
ძველი ხალხების გადმოცემით, თავშავა მთლიანი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და მრავალი დაავადების სამკურნალო უებარი მცენარეა, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ნაღველმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო, გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.ასევე საშვილოსნოს კუნთების აღდგენასა და მენსტრუალური ციკლის დარეგულირებაში, აძლიერებს ლაქტაციას. აწესრიგებს და ხსნის ძლიერ მენსტრუალურ ტკივილებს, მენოპაუზის დროს ხსნის უსიამოვნო ტკივილებს, შაკიკს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
დანიშნულება: გამოიყენება მადის დაქვეითების, მონელების გაუარესების, განსაკუთრებით სეკრეტორული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის, მომატებული ნერვული აგზნებადობის, ენტეროკოლიტის დროს, რომელსაც თან ახლავს შეკრულობა და მეტეორიზმი.
შემადგენლობა: ორგანული თავშავას (Origanum vulgare) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).
მიღების წესი: 1-2 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.
‼მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქრონიკული დაავადებების თითქმის 90% გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების და ტოქსინების არსებობით.
ანალიზის ინოვაციური მეთოდი - ჰემოსკანირება გვაძლევს საშუალებას 15-30 წუთში შევისწავლოთ სისხლის ცოცხალი წვეთი პათოგენური მიკროორგანიზმების, ჭიების და მისი მატლების, სოკოვანი ინფექციისა და სხვა პარაზიტების არსებობაზე.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მოლისანის ანტიპარაზიტარული ფორმულა.
ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️ +995 322 18-04-04
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.