მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა.

ანტიპარაზიტული ფორმულა.

60,0 ლარი 90 კაფსულა.
45,0 ლარი 60 კაფსულა.
60,0 ლარი 1000 მლ. (ხსნარი)

მიღების წესი (კაფსულები):
ყოველთვის მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. პირველ დღეს მიიღება ერთჯერადი დოზა დილით (დოზა 1 ან 2 კაფსულა). მეორე დღეს დილით და შუადღისას. მესამე დღიდან, მთელი კვირის განმავლობაში მიიღება დღეში სამჯერ. შემდეგ კი, პროფილაქტიკის მიზნით კვირაში ერთხელ, ძილის წინ მიიღება ერთი დღის მაქსიმალური დოზა (3 ან 6 კაფსულა) რამოდენიმე თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად.

ბავშვებისთვის (4 წლიდან) დოზირება იცვლება შემდეგი ფორმულით: მიღების წინ რეკომენდებულია მოცულობა გაიყოს 70-ზე და გამრავლდეს ბავშვის წონაზე, ამ ციფრს ამრგვალებენ სრულ კაფსულამდე.

მიღების წესი (ხსნარი):
ყოველთვის მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. პირველ დღეს მიიღება ერთჯერადი დოზა დილით 5 ან 10 მლ. (1 ან 2 ჩაის კოვზი). მეორე დღეს დილით და შუადღისას. მესამე დღიდან, მთელი კვირის განმავლობაში მიიღება დღეში სამჯერ. შემდეგ კი, პროფილაქტიკის მიზნით კვირაში ერთხელ, ძილის წინ მიიღება ერთი დღის მაქსიმალური დოზა 15 ან 30 მლ. (3 ან 6 ჩაის კოვზი) რამოდენიმე თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად.

ბავშვებისთვის (4 წლიდან) მიიღება 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 10 კლ-ზე.

ანტიპარაზიტული ფორმულის მიღებისას სასურველია მოლისანი ელექსირის ან მოლისანი ელექსირი დეტოქსის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას, აჯანსაღებს ლორწოვან გარსს. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას. მოლისანი ელექსირი მიიღება 15-20 მლ. დილით უზმოზე, და საღამოს ძილის წინ.

უკუჩვენება:
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება). პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები:
ინიშნება სიფრთხილით ეროზიული გასტრიტის და კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

შემადეგენლობა (კაფსულები):
აბზინდა (Artemisia absinthium)
მიხაკი (Syzygium aromaticum)
შავი კაკალი (Juglans nigra)
ნიორი (60 კაფსულა) (Allium sativum)

შემადეგენლობა (ხსნარი):
აბზინდა (Artemisia absinthium)
მიხაკი (Syzygium aromaticum)
ასფურცელა (Tanacetum vulgare)
მოლისანი ელქსირი დეტოქსი

შავ კაკალს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ათავისუფლებს ღვიძლს, ნაწლავებს, სისხლსა და მთელ ორგანიზმს სხვადასხვა პარაზიტისაგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
აბზინდა მოქმედებს მრგვალ და თასმისებურ ჭიებზე, ბაქტერიებზე, უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე.
ნიორს გააჩნია ანტიფუნგალური და ლამბლიოზის საწინააღმდეგო მოქმედება.
მიხაკი ანადგურებს პარაზიტების კვერცხებსა და მატლებს.
ასფურცელას ახასიათებს ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული მოქმედება, გამოიყენება ტოქსიკური ნივთიერებების გამოსაყვანად ორგანიზმიდან. ხელს უწყობს თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის გამოყოფას.
მოლისანი ელექსირი დეტოქსი ათავისუფლებს სისხლს, ღვიძლს და მთელ ორგანიზმს არსებულ პათოგენური მიკროორგანიზმებიდან და მათი ტოქსინებიდან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას, მოქმედებს უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე.

ჯანმო-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია)
მიხედვით დაახლოებით 4,5 მილიარდი ადამიანი დაავადებულია პარაზიტებით. მაგრამ ოფიციალური მედიცინა მათი გამოვლენის და მკურნალობის შეზღუდულ შესაძლებლობებს ფლობს.

ბევრი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარაზიტების საწინააღმდეგოდ (ჭიების, მატლების და ა.შ.) არის ძალიან ტოქსიკურია. ამავდროულად არსებობს მთელი რიგი ბუნებრივი საშუალებებისა, რომლებიც წმენდენ ორგანიზმს და ათავისუფლებენ მას საშიში სტუმრებისაგან.

ქრონიკული დაავადებების დაახლოებით 90% არის გამოწვეული 2 მიზეზით: პარაზიტებით და ტოქსინებით, რომლებიც ამა თუ იმ გზით აღწევენ ადამიანის ორგანიზმში.

ბაქტერიები, პარაზიტები და მიკრობები ბინადრობენ ადამიანის ორგანიზმში, იკვებებიან მისი ენერგიის ხარჯზე და ბოლოო ჯამში კი გროვდებიან ერთ ადგილას და წარმოქმნიან ავთვისებიან სიმსივნეებს. ამასთან, აღწევენ სისხლძარღვებში და სისხლში.

მოლისანის ანტიპარაზიტარულ ფორმულას ახასიათებს ადამიანის ორგანიზმის გაწმენდის უნარი ჭიებისა და მათი კვერცხებისგან, აგრეთვე სხვა პარაზიტებისგან, ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. მოლისანის ანტიპარაზიტარულ ფორმულა კლავს ორგანიზმში მყოფ ყველა ზრდასრულ პარაზიტს, მის კვერცხებსა და მატლებს, გარდა ამისა პათოგენურ მიკროორგანიზმებს, სოკოსა და ვირუსებს.

იმისთვის, რომ მივაღწიოთ ხარისხიან გაწმენდას პარაზიტებისგან საჭიროა პარალელურ რეჟიმში ოჯახის დანარჩენი წევრების მკურნალობის დაწყება, რადგან ქლამიდიოზი გადადის კოცნის დროს, სოკო - ხელის ჩამორთმევის დროს, ჭიების კვერცხები კი - ძაღლის და კატის მოფერების დროს.

საჭიროა აგრეთვე ცხოველების მკურნალობაც, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების გადადება გარდაუვალია!

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ თქვენ უნდა გაიაროთ მკურნალობის კურსი აღნიშნული სამკომპონენტიანი ანტიპარაზიტული საშუალებით, ხოლო მომდევნო პერიოდში საჭიროა დარტყმითი დოზის მიღება თვეში ერთხელ მთელი ცხოვრების განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში ანტიპარაზიტული მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს.

სისხლის ანალიზის ინოვაციური მეთოდი.
შესაძლებელია სისხლის „ცოცხალი“ წვეთის შესწავლა სოკოვანი ინფექციების და პარაზიტების არსებობაზე. ჰემოსკანირება გვაძლევს საშუალებას 15-30 წუთში შევისწავლოთ სისხლის ცოცხალი წვეთი პათოგენური მიკროორგანიზმების, ჭიების და მისი მატლების, სოკოვანი ინფექციის და სხვა პარაზიტების არსებობაზე.
ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად დარეკეთ ☎️ +995 322 18-04-04

გამოხმაურება:

10

Ani Ani

მე ვიყენებ მოლისანის ანტიპარაზიტულ ფორმულას 1 თვეა და 10 დღეში შედეგი მქონდა, კონკრეტულად პაპილომები გამიქრო. მადლობა მოლისანის შემქმნელებს 🧡.
12.10.2019.

10

Eka Toidze

მე მივიღე მოლისანის ანტიპარაზიტული წამალი რამაც ტკბილეულისადმი მოთხოვნილება გამიქრო. ჰემოსკანირებაც გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა მოლისანს და მის კოლექტივს, ძალიან კარგები ხართ.
01.03.2019.

10

Nuca Beruashvili

ბავშს დაღლილობა ფეხებში მოეხსნა და ტუჩებზე ფერი მოუვიდა, ელექსირს ვაძლევ და მოლისანის ანტიპარაზიტების ფორმულას.
შესანიშნავი პროდუქცია გაქვთ, მართლა ძალიან ეფექტური, მადლობა რომ ასეთი კარგები ხართ. კმაყოფილი ვარ ყვალაფრით. კარგია რომ არსებობთ ❤️❤️
25.11.2018.

10

Tamta Khantadze

📣📣📣 წამალი რომელიც საოცრებააა, "ანტიპარაზიტული ფორმულა" - ყველა ოჯახში უნდა დაილიოს! მერწმუნეთ საოცარ შედეგს მიიღებთ! 🤗 მადლობა ბ-ნ დავითს საოცარი პრეპარატების შექმნისთვის! რაც მთავარია არის მცენარეული 👌🌿🌾☘🍀🌺🥀🌱🌳🍃🍃🍃🍃 მოვიხმარ ასევე სავლებ მოლისანს რომელიც საოცარ ეფექტს ახდენს გამოყენებისთანავე 👍 მე მიყვარს და ვამაყობ რომ ბ.ნ დავითი ქმნის უამრავ საოცარ პრეტარატებს ❤️❤️❤️❤️ ჩვენ ❤️ მოლისანი, შეიყვარეთ თქვენც 🤗 🍃🌾🌿🌳🌱🌱🥀🍀☘🍀🌺🌱🍃🍃🌾🌿🍃🍃🍃🌳🌳🌱🌱🥀🥀🌺🍀☘☘☘☘🌺🌱🍃🍃🍃🌿🌿🌾🍃🌳🌳🌱🥀🥀🌺🍀🍀🍀☘
23.10.2018.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება:

საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.