მოლისანი ალოე ვერა.

მოლისანი ალოე ვერა
😍 ნაზი და ხავერდოვანი კანი‼
🤗 უფრო სწრაფი ეფექტი‼

40,0 ლარი 500 მლ.
12,0 ლარი 117 მლ.

✔ მგძნობიარე კანის მოვლა:
მოლისანი ალოე ვერა ნაზად ასუფთავებს, ატენიანებს, არბილებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. უზრუნველყოფს სისუფთავეს, ანადგურებს მავნე ფლორას და ხსნის გაღიზიანებას.

მოლისანი ალოე ვერა ღრმად, მაგრამ ნაზად ასუფთავებს ეპიდერმისს, ავიწროებს კანის ფორებს, ამცირებს სტრიებს, ეფექტურად ებრძვის და ხელს უწყობს კანის ზედაპირის გასწორებას;

მოლისანი ალოე ვერა ებრძვის აკნეს, ფერიმჭამელებს, შავ წერტილებს, აქრობს ლაქებს (ანთების შემდგომი ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, ნაწიბურები, მოწითალო პიგმენტური ლაქები, ვიტილიგო), კანის სიწითლეს (როზაცეა, კუპეროზი); გამოიყენება დერმატიტის, სებორეის, ეგზემის და ფსორიაზის მკურნალობისთვის.

მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ მოლისანში დასველებული მრგვალი ბამბის ტამპონი. მაკიაჟი უნდა ჩამოიშოროთ ისე, რომ არ გაჭიმოთ კანი, ჯერ გაიწმინდეთ ტუჩები, მერე წამწამები და წარბები, და ხოლო ბოლოს სახის კანი.

მოხმარება: არსებობს მოლისანის გამოყენების ორი ხერხი, ინტენსიური და პროფილქტიკური (გამოიყენება ისევე როგორც მოლისანი ლოსიონი, ინსტრუქცია იხილეთ «აქ»).

✔ ინტიმური ადგილების მოვლა:
მოლისანი ალოე ვერა ნაზად ასუფთავებს, ატენიანებს, არბილებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. უზრუნველყოფს სისუფთავეს, ანადგურებს მავნე ფლორას და ხსნის ლორწოვანის გაღიზიანებას. ატენიანებს ნაზ თმას და მატებს აბრეშუმის სირბილეს და ბუნებრივ ბზინვარებას. იცავს არასასიამოვნო სუნისგან დღის განმავლობაში. გათვლილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

გამოიყენეთ მოლისანი და თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გაქრება კანის დაჭიმულობის შეგრძნება რომელიც წარმოიქმნება ონკანის წყლის გამოყენებისას.

დეპილაციის ან გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა მოლისანის გამოყენება (გელისა ან ლოსიონის მაგივრად).

✔ თმის ცვენა, სებორეა:
მოლისანი ალოე ვერა ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. აჩერებს თმის ცვენას (ალოპეცია, ბუდობრივი თმის ცვენა) და ნაადრევ გაჭაღარავებას.

მოხმარება: თავის დაბანის შემდეგ, პირსახოცით შემშრალებულ თავის კანში შეიზილეთ მოლისანი. შეზელვა აჯანსაღებს და აღადგენს დაზიანებულ კანს. შეზელვის მერე მთელ თავზე გადაეფარება პირსახოცი. დაყოვნება 15-20 წუთი. პროცედურები უნდა განმეორდეს მინიმუმ 2 ჯერ დღეში, კურსი 6-8 დღე. თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი ჩამობანვას არ საჭიროებს.


მოლისანი ალოე ვერა გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
(დააწკაპუნეთ დაავადებაზე რომ იხილოთ დაწვრილებითი რეკომენდაციები)
• აკნე, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი, ფერიმჭამელა, სტაფილოკოკი, პაპილომა ვირუსი, პიგმენტური და ხანდაზმულობის ლაქები, ჰერპესი ტანზე
• ალერგია, ნეიროდერმიტი, ინფექციური დერმატიტი, ჯინჭრის ციება, დიათეზი
• მზის ალერგია, მზით დამწვრობა, გარუჯვა
• მწერის ნაკბენი
• როზაცეა
• სებორეა (ქერტლი), თმის ცვენა, ფსორიაზი.

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: ალოე ვერას კონცენტრატი, მკვდარი ზღვის მარილი, ოქროს ნანო ნაწილაკები, მცენარეული ეთერზეთები: ჩაის ხე, გვირილა, ვარდის ხე, ევკალიპტი, პიტნა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს!
ხშირ შემთხვევაში კანის დეფექტები (აკნე, გამონაყარი, ლაქები, შავი წერტილები, სტაფილოკოკი, სოკო, ჰერპესი... და ა.შ.) გამოწვეულია ქრონიკული შეკრულობით და ადამიანის ორგანიზმში პარაზიტების არსებობით.

ქრონიკული შეკრულობის შემთხვევაში მიიღება ქვედა ნაწლავის ტონიკი. სხვა მრავალი საფაღარათო საშუალებისგან განსხვავებით ქვედა ნაწლავის მატონიზირებელი საშუალება მოქმედებს პრობლემის მიზეზზე და არა ერთჯერად შედეგზე. ქვედა ნაწლავის ტონიკი ათავისუფლებს მსხვილ ნაწლავს გაქვავებული ფეკალური მასებისგან, აჯანსაღებს ლორწოვან გარსს და აღადგენს პერისტალტიკურ ტალღებს. გამოიყენეთ მოლისანის ქვედა ნაწლავის ტონიკი და მიიღეთ იდეალური ელიმინაცია მთელი ცხოვრების მანძილზე!

პარაზიტული ინვაზიის წარმოშობისას მიიღება მოლისანის სამკომპონენტიანი ანტიპარაზიტული ფორმულა, რომლის შემადგენლობაში ორგანული შავი კაკალი, ორგანული აბზინდა და ორგანული მიხაკია.

შავ კაკალს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ათავისუფლებს ღვიძლს, ნაწლავებს, სისხლს და მთელს ორგანიზმს სხვადასხვა პარაზიტისაგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. აბზინდა მოქმედებს მრგვალ და თასმისებურ ჭიებზე, ბაქტერიებზე, უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე, ხოლო მიხაკი ანადგურებს მატლებსა და კვერცხებს.

ისარგებლეთ სისხლის ანალიზის ინოვაციური მეთოდით, ჰემოსკანირებით.

აქციის ფარგლებში გაიარეთ 70 ლარიანი პროცედურა სიმბოლურ ფასად, 20 ლარად!

👩‍👧‍👧 ჰემოსკანირებაზე ჩასაწერად:

👉 მოგვწერეთ მესენჯერში შემდეგი მონაცემები:
გვარი, სახელი, ასაკი, მობილურის ნომერი. სათაურში მიუთითეთ: "(თქვენი ქალაქი), ჰემოსკანირება და ექიმის კონსულტაცია 20 ლარად"

👉 დაგვირეკეთ ტელეფონზე:
032 218-04-04; 032 218-07-07; მობ: +995 596 00-10-60

👉 მობრძანდით ჩვენთან:
✔ თბილისი, ილო მოსაშვილის 22 (ვაკის პარკთან).
✔ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირი N1ა.
✔ ბათუმი, გორგილაძის 50/52 (რეტროს წინ, გორკის და მახარაძის კვეთაში).

👉 ვმუშაობთ ყოველდღე კვირის გარდა, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

ჰემოსკანირება ეს უნიკალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა საშუალება ჩავიხედოთ საკუთარი ორგანიზმის უჯრედულ სამყაროში და დავინახოთ დარღვევები უჯრედების ფუნქციონირებაში, აგრეთვე მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას დაავადების ადრინდელ სტადიაზევე.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შედეგების ჩვენება მონიტორზეა შესაძლებელი და თქვენ თვალს ადევნებთ იმას, თუ რა ხდება თქვენს სხეულში- ცოცხალ და გონივრულ მიკროსამყაროში, რომელშიც პატარა უჯრედსაც კი აქვს საკუთარი ამოცანები.
თქვენ დაინახავთ, ერითროციტებს, ლეიკოციტებს, იმას, თუ როგორ მოძრაობენ ისინი და სხვა. სისხლის წვეთში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციების, პარაზიტების და ქოლესტერინის კრისტალების დანახვა.

გამოხმაურება:

10

Nina Ninka

მოლისანის მხოლოდ ელექსირი მაქვს მიღებული, მართალია დავლიე მხოლოდ ერთი ბოთლი, მაგრამ სახის კანზე იმოქმედა ძალიან კარგად, თითქოს ბზინავს კანიო; ასევე ვურჩიე მოლისანის მიღება ნათესავს, რომელსაც ზურგი და ხერხემალი აწუხებს, კმაყოფილია ძალიან და მადლობასაც მიხდის, რომ ვურჩიე.
12.02.2020.

10

Нина Марго

ჯანმრთელობის რაღაც სერიოზული პრობლემები არ მქონია, პროფილაქტიკის მიზნით დავლიე მოლისანი ელექსირი ერთი ბოთლი და სახის კანზე გადასარევად იმოქმედა, სულ პრიალა გამიხდა, წარმომიდგენია ლოსიონთან ერთად რა შედეგს იძლევა.
01.05.2019.

10

Mariam Makasarashvili

3 დღის შედეგი 😊😊😊 ძაან დიდი მადლობა❣️❣️🌸🌸
01.05.2019.

10

Tsitsino Malatsidze

მე ვიყენებ ლოსიონს მოლისანისას, ლოყების არეში ვიწვალე და კანი გამიღიზიანდა, ლაქები გამიჩნდა, ლოსიონმა სულ გამიუფერულა და ლოყებსაც დაუბრუნა კანის ფერი.
01.04.2019.

10

ნინო მიხაილიდი

შეყვარებული ვარ თქვენზე, სახეზე ალერგია მქონდა, რაც საბოლოოდ კანის დამწვრობაშიც გადაიზარდა. ალოე ვერას ლოსიონი მირჩიეს და ერთ ღამეში გამოიღო შედეგი. თქვენი მუდმივი მომხმარებელი ვარ დღეიდან. მადლობა თქვენ ❤️
11.07.2018.

10

დოდო ხარშილაძე

მოლისანი ალოე ვერას აქვს განსაკუთრებით სწრაფი ეფექტი. ასეა და რავქნა? 😊
17.04.2018.

10

Ani Margieva

Molisanit dzalian kmayofili var! Eliksirze saertod sheyvarebuli var 💖 sheshupebebi momexsna, sisxldzargvebis mdgomareoba gamiumjobesda, grdzilebis anteba chamicxra (rasac sxva sashualebebit ver mivagwie)! Axali produktic dzalian momwons "aloe vera", akneze momixda! Kani damimshvida da gamiaxalgazrdava... Tvalebze videb xolme dzilis win, da dilit agar maqvs tvalebi sheshupebuli. Didi madloba molisans!!! Spasibo chto vi est! ❤️❤️
24.03.2018.

10

Eka Buskivadze

მოლისანი ალოე ვერა არ მაქვს, უნდა შევიძინო. მოლისანი ანტისეპტიკი სულ მაქვს და საუკეთესოა👍👍
23.03.2018.

10

Maka Machablishvili

მართლაც ჯადოსნურია მოლისანი. ალოე ვერა არ მიცდია. გუშინ წინ ვიყიდე მოლისანი ლოსიონი და ორ დღეში უკვე შედეგი სახეზეა.
22.03.2018.

10

Левченко Сали

პირველად მოლისანის ლოსიონი ჩუტყვავილა ბატონების დროს გამოვიყენე, მას შემდეგ სულ ვიყენებ როგორც სახის გამწმენდ საშუვალებას. ბატონების შემდგომ ნაიარევი საგრძნობლად გამიქრო და ამ ხსნარის გარეშე ვერ წარმომიდგენია სახის კანის მოვლა. ახლა მერგო პატივი მოლისანი ლოსიონის გაუმჯობესებული უფრო დახვეწილი ფორმულის გამოყენება ალოე ვერათი, სასწაული რაგაც გამოვიდა უღრმესი მადლობა ბატონო დავით იმისთვის რომ ხართ 😍 ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ 😍
19.03.2018.
10

Avt Nan

სახის კანს ვიწმენდ მოლისანით, შეუდარებელია. სტომატიტებიც მომირჩინა და ფსორიაზის კერები ჩამიცხრო. დიდი მადლობა რომ ასეთ პრეპარატს აწარმოებთ.
21.01.2018.

10

დოდო ხარშილაძე

მოლისანი ალოე ვერა ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით აქერცლილი მშრალი კანისთვის. პროცედურის მერე კანი რბილი და ელასტიკური გახდა.
17.12.2017. 10

Dqm Sordia

მოვესალმები ყველას, მე ვარ მოლისანის მომხმარებელი, დამიჯერეთ მართლა უებარი წამალია, მე ვხმარობ სახის კანის სამკურნალოდ, შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ კვეყნის კოსმეტოლოგი და კანის ექიმი გამოვიარე, მაგრამ ვერავინ ვერ მიშველა, კიდე უფრო მეტად გამიღიზიანეს. ბევრმა არ იცის ამის შესახებ, მეც სრულიად შემთხვევით გავიგე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
19.11.2017.
10

Ane Rosh Beauty Academy

მეგობრებო, სასწაულ მოქმედი ,,მოლისანი,, ჩვენი რჩევაა თქვენთვის!!! თმის ცვენა, აკნე, გინეკოლოგია, ბუასილი, ყელის ტკივილი, კუჭნაწლავის პრობლემები... ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე გვინდა გახაროთ, აღინიშნება საკმაოდ მაღალ%-იანი შედეგები!!! და ეს სასწაულია!!! გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
19.11.2017.
10

Shore Na

მოლისანს რაც შეეხება, საუკეთესო გამოგონებაა. კანს საოცარ სინაზეს და სიცოცხლეს აძლევს. ქიმიურ ლოსიონებს მილიარდჯერ ჯობია მოლისანმით კანის გაწმენდა.
05.11.2017.
10

ციური ჯაფარიძე

მე მოლისანით ვიწმენდ სახეს და ძალიან კმაყოფილი ვარ. მერე ვისმევ მკვებავს.
22.10.2017.

10

Zakuna Zurabashvili

კი ნამდვილად მოლისანი უნიკალური წამალია, მე თვითონ ვიყენებ ამჟამად, სახის კანი გამიკრიალა.
16.10.2017.

10

Linda Viqtoria Sharuni

მე დავამარცხე აკნე... რა ფასის ბრენდის კოსმეტოლოგიური პროდუქტით არ მისარგებლია და უშედეგოდ. მოლისანის არც კი მჯეროდა, მაგრამ შედეგმა გამაოცა!
16.10.2017.
10

მარიამი მარიამი

მე სამადლობელი სტატუსი ადრეც დავწერე და კიდევ მინდა გაგიმეოროთ, უღრმესი მადლობა, რომ არსებობს მოლისანი, ამ სითხის წყალობით ჩემს ლამაზთვალა გოგონას ძალიან დიდი ხანია სახეზე აღარ წაუსვამს ეგრეთ წოდებული ტონალური კრემი გამონაყარის დასაფარად, რადგან მოლისანის ხმარების შემდგ გამონაყარი საერთოდ გაუქრა და კანი საოცრად ნაზი აქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ.
14.10.2017.
10

Anuki Gocadze

მეც მასე, თავიდან უფრო გამომაყარა სახეზე ყველაფერი, ამომიღო რაც კი ცუდი მქონდა სახეზე, ძაან მაგარია მოლისანი.
05.10.2017.
10

Tea Tea

მეც, მაკიაჟს მოლისანით ვიშორებ და მკვებავს საერთოდ აღარ ვიყენებ. მადლობა მოლისანს ამ კომფორტისთვის
04.10.2017
10

Maka Machablishvili

ნამდვილად სასწაულია, ჩემ გოგოს ქონდა გამონაყარი სახეზე, რა არ ვცადეთ, მოლისანის ლოსიონმა მოლოდინს გადააჭარბა. შედეგი სახეზე იყო 2 დღის შემდეგ. საამაყოა რომ ესეთი ჯადოსნური სითხე ქართულია.
27.05.2017.
10

Nino Chemia

ორი დღეა მოლისანს ვისმევ სახეზე გამონაყარის გამო, გაოცებული ვარ! ძალიან მომიხდა! ასე თუ გამისუფთავა სახე აწი ტონალურით აღარ მომიწევს ჩემი "პრიშიკების" დამალვა. მადლობა მოლისანის შემქმნელს.
17.05.2017.
10

Nino Gvinianidze

სასწაულად მოუხდა ჩემს კანს. შავი წერტილები დროთაგანმავლობაში გამიქრო.
ხვალ კიდე უნდა ვიყიდოო. მადლობა რომ არსებობს მოლისანი.
11.05.2017.
10

Guse Guse

მე ვიხმარე მოლისანი აკნესთვის, თავიდან რომ გითხრათ უარესად გამომაყარა 😄 მაგრამ ნელ-ნელა, დრო რომ გავიდა სულ ამილაგა სახე, წარმოიდგინეთ ფორებიც კი შემივსო, მადლობელი ვარ.
04.05.2017.
10

Фарида Мингараева

Батоно Давид Вы такой хороший, спасибо вам за Молисан. Я из Чистополя, вылечила Фурункулёз... Правда не могу писать на вашем языке.....
26.04.2017.
10

Anuki Anuki

მე ვსარგებლობ მოლისანით და აღფრთოვანებული ვარ მეგობრებო.
ყველას გირჩევთ შეიძინოთ 😘😘😘
21.04.2017.

10 Karolis Siusas

Molisan it is a natural product which helps to maintain healthy skin.

15.03.2017.

10 Nino Shonia

მართლაც, ძალიან მაგარია... ლოსიონს და მოლისან ელექსირს ერთად ვიყენებ. კუჭის პრობლემა მქონდა და ელექსირის დალევა როგორც კი დავიწყე, სახეზე გამონაყარიც აღარ გამჩენია! სახის ლოსიონმა შავი წერტილებიც ძალიან შემიმცირა. ძალიან კმაყოფილი ვარ!
03.03.2017.

10 Mari Shkubuliani

მეც გამოვიყენე და დღესაც ვიყენებ მოლისანს. ფანტასტიური საშუალებაა სახის გასაწმენდად. რამოდენიმე გამოყენებისთანავე ვნახე შედეგი. გირჩევთ ყველას, მართლაც უტყუარია!
26.02.2017.

10 Irma Afxaidze

მოლისანი არაჩვეულებრივი გამწმენდი საშუალებაა, არანაირ ლოსიონს და მალამოს აღარ ვხმარო, თავიდან თითქოს გამომიშრო კანი, მაგრამ მეორეთ დავიწყე და ეხლა პირიქით მიტენიანებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ყველას ვურჩევ.
21.01.2017.

10 Mzia Inasaridze

ვეთანხმები სრულიად! დიდი ხანია აღარ ვყიდულობ ძვირადღირებულ არც ლოსიონებს და არც მაზებს. მოლისანი კანისთვის უნიკალურია, მით უმეტეს როცა ალერგიული ფონია.
13.01.2017.

10 Tayona Bagdavadze

სასაცილოდ არ მეყო პირველად რომ ვიყიდე, თუმცა ამაზე კარგი ანტისეპტიკური ლოსიონი, ცხოვრებაში არ მქონია. მართლა ბევრი კარგი რამ მზადდება ამ ქვეყანაში.
09.01.2017.

10 Mari Mari

Mec zalian kmayopili var Molisanis... Saxeze gamoviyene 1 tve, shedegi egreve ar momca magram mkurnalobis mere yuradgeba agar mimiqcevia imdenad didixani vezebdi raime karg sashualebas rom agar mqonda imedi. Magram gavogndi... Aknes naciburebi, lurjad darchenili laqebi sul gamiqro.
06.01.2017.

10 Eliso Oniani

დიდი მადლობა მოლისანს, მართლაც ჯადოსნური სითხეა, ჩემ შვილს ჰქონდა აკნე, ვერაფერმა უშველა, მოლისანის ხმარების მეორე დღესვე ვეღარ ვცნობდი შვილს ისეთი ეფექტი ჰქონდა, მრავალს დაესწარით.
01.01.2017.

10 Eko Erekle Eko (GvanTsa Modebadze)

მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, ორსულობაში სახეზე მქონდა გამონაყარი და შემდეგ ლაქები, თავიდან რომ დავიწყე გამოყენება თითქოს კანი გამომიშრო და უფრო გამომივიდა გამონაყარი, მაგრამ დღითიდღე ამილაგა სახე, კანი ელასტიური გახდა და გამონაყარიც გააქრო, ცოტა დამრჩა და ვიზოგავ, არ მინდა დამიმთავრდეს 😊 მადლობა თქვენ, გილოცავთ ახალ წელს 💖 31.12.2016.

10 Мариам Клдиашвили

მეც გამოყენებული მაქვს მოლისანი ბევრჯერ, და თავდაპირველად პირველი 1 კვირა სახის მდგომარეობა შედარებით გაუარესდა, ხოხლო ამის შემდეგ სრულიად დაიწყო სახის კანის გაუმჯობესება. და ეს სახის კანის დაჭიმულობა კი უფრო მირბილდება დროთადრო.
24.11.2016.

10 Nanka Nanka

ჩემ შვილს ჰქონდა სახეზე და ტანზე გამონაყარი, რა აღარ იხმარა. გადასხმებიც გაიკეთა. ამ წამალმა უშველა, მთელი სხეული გაუკრიალა და სახეც. სამ დღეში უკვე შეიმჩნეოდა შედეგი.
02.11.2016.

10 Esteri Korsava

მე საშინელი გამონაყარი მქონდა და ამის გამო საშინლად განვიცდიდი... დედაჩემმა რა არ მახმარა მაგრამ არაფერი არ მშველოდა... მადლობა... ძალიან გახარებული ვარ რომ ეს პრობლემა მოლისანმა მომიხსნა... მადლობა მოლისანის გამომგონებელს და ჩემს საყვარელ დედას 💖
27.10.2016.

10 Nana Xurcilava (Anastasia Gvilava)

მოლისანი მართლაც კარგია, ამაში დავრწმუნდი. გამონაყარზე სახეზე ერთი ბოთლი ვიხმარე და დამანახა შედეგი, რას არ ვხმარობდი და არაფერი მაძლევდა მცირე შედეგსაც. აუცილებლად უნდა ვიყიდო კიდე, კურსი ბოლომდე გავიარო, როგორც წერია. მადლობელი ვარ ვინც ეს მოლისანი გამოიგონა მისი.
16.10.2016.

10 So Fo

მოლისანი ძაან კაია, მე ვხმარობ ერთი თვეა და კმაყოფილი ვარ. მთელი ცხოვრება სახეზე გამონაყარი ვერ გავიქრე, რა აღარ ვიხმარე, ძვირადღირებული მედიკამენტების ჩათვლით და მოლსანის გარდა არაფერმა მიშველა. მადლობა თქვენ.
29.09.2016.

10 თათია გაბესკირია

მომწონს ძალიან, მომიხდა როზაცეას გამწვავებულ ფაზაში. მადლობა მოლისანის შემქმნელს და ნანა ექიმს რომელმაც მირჩია მოლისანის გამოყენება.
16.09.2016.

10 Bela Laitadze

ორი კვირა და ჩემს სახეზე იდეალური შედეგი. მოლოდინს გადააჭარბა. რა კოსმეტოლოგი და რა წამლები, მოლისანი არის ორივე ერთად. მადლობა უცხო ქალბატონს ვინც მირჩიააა.

03.09.2016.

10 So Fo

მოლისანი ძაან კაია, მე ვხმარობ ერთი თვეა და კმაყოფილი ვარ. მთელი ცხოვრება სახეზე გამონაყარი ვერ გავიქრე, რა აღარ ვიხმარე, ძვირადღირებული მედიკამენტების ჩათვლით და მოლსანის გარდა არაფერმა მიშველა. მადლობა თქვენ.
29.09.2016.

10 ინგა რისანოვა-მოდებაძე

მოლისანის 1 ბოთლი ვიხმარე მარტო, დეკემბერში ვიყიდე და სანამ არ დამიმთავრდა ვადაგასულიც ვიხმარე სახეზე. იმის მერე არანაირი გამონაყარი აღარ მაქვს... საერთოდ სულ სუფთად მაქვს სახე.
06.08.2016.

10 BellaApo Bellaapo Katamadze

ისე ბავშვს აქვს გარდატეხის პერიოდი და სახეზე გამონაყარი სულ გადაუსუფთავა. ამის გამო მოლისანს მადლობა.
30.05.2016.

10 Maka Minadze

მოლისანს ჯერ კანიდან გამოაქვს წხიმგროვები და ბაქტერიები, თავიდან მეც მასე ვიყავი, გარეთაც არ გავდიოდი და ეხლა თანდათან დამილაგდა სახე და მოშუშება დაიწყო. 3 წლიანი ლაქები და ნაწვალები სახე მქონდა, ეხლა ვეღარ ვცნობ ისე ნელნელა მეწმინდება სახე, მოთმინება და შედეგიც სახეზეა. მეც ძალით მიყიდა მეგობარმა, იქნებ გიშველოს 30 ლარი არაფერიაო, შევედით და ვიყიდეთ, იმ დღესვე საშინელი შედეგი მომცა, გული მისკდებოდა, ყველა მაწყნარებდა, თავიდან ასეაო. ახლა კი მიხარია რომ ასე გამოვიყურები. მადლობა მოლისანს და ჩემ უსაყვარლეს მეგობარს ლაშიკოს 😘
09.04.2016.

10 Laerti Qobalia

დიდი მადლობა მოლისანის მწარმოებლებს და თქვენ, ვინც მოლისანის სასწაულმოქმედ და კეთილი თვისებებით სავსე, მრავალგზის მკურნალი წამლის შეძენაში დაგვეხმარეთ... ალბათ სულ ცოტა დრო იქნება საჭირო იმისათვის რომ, მთელი სამყარო გაეცნოს ამ წამალს.... მე პირადად მქონდა კანზე გამონაყარი... რომელიც დროდა დრო გაქრებოდა და ისე მოულოდნელად იჩენდა თავს რომ, იმედი მქონდა გაცრუებული რომ განვიკურნებოდი, ნამდვილი სენი იყო ჩემ ცხოვრებაში ეს განუკურნებელი დაავადება... უამრავი წამალი მქონდა ნაცადი, კანის ექიმები ბევრჯერ, მაგრამ უიმედოდ... შემთხვევით ვნახე რეკლამა და უბრალოდ ვცადე, მაინც შემეძინა და კიდევ ერთხელ დამერწმუნა საკუთარი თავი რომ წამლებს არ ქონდათ ისეთი ეფექტი, როგორც რეკლამებშია ხოლმე...
გულწრფელად ვიტყვი!!! წარმოუდგენელი ძალის მქონეა ეს სასწაული სითხე და ვურჩევდი ყველა იმ იმედგაცრუებულ ადამიანს, ვისაც მართლა პრობლემად ექცა კანზე დაავადება, დარწმუნებული ვარ,ბევრი კარგი კომენტარი გაკეთდება ამ მედიკამენტზე... სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის ერთჯერად შეძენილი ბოთლი, სხვასაც გავუზიარე ნაწილობრივ.. ისინიც კმაყოფილნი არიან... გმადლობთ......
მრავალ ახალ წელს დასწრებოდეთ, შეგაძლებინოთ ბევრის განკურნება.... დიდი მადლობა....
01.01.2016.

10 ლილუსია კ.

8 დღის ხმარების შემდეგ მხიარულად ვარ, მადლობა, მადლობა, მადლობა!!! მოლისანმა წინ გული, კისერი სულ გამიწმინდა. ვაიმე ბოლო თვეები ამოღებულ ზედას ვერ ვიცმევდი.

23.12.2015.

10 Tamar A Darsavelidze

მოლისანი არის უკვდავების წყალი, ჯადოსნური სითხე. მოლისანზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რომ 21-ე საუკუნეში, Made in Georgia - Molisani ყველას უნდა ედოს სარკესთან და გადაყაროს ყველანაირი ძვირადღირებული კოსმეტიკა, სახის საცხები და ა.შ. საუკეთესო შედეგი აქვს... მოლისანი უბრალოდ ალამაზებს!
მივმართავ საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რომ მოლისანის გამომგონებელი დააჯილდოვონ ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენით!
05.11.2015.

10 მარიამ შეროზია

მოლისანის გამოყენება ჩემმა მეგობარმა მირჩია, თავიდან არ მეგონა თუ ასეთი კარგი და საკმაოდ სწრაფი ეფექტი ექნებოდა. დაახლოებით ერთი თვე ვიყენებდი ამ წამალს და შედეგმაც არ დააყოვნა. სახეზე გამონაყარი უფრო დაჩირქდა და ბოლოს თვითონ დაიწყო გაქრობა. ძალიან გაკვირვებული და მოხარული დავრჩი, რომ ასე კარგათ იმოქმედა მოლისანმა.
მინდა ავღნიშნო, რომ მანამდე რამდენიმე სხვადასხვა დასახელების მალამოს ვიყენებდი, ზოგს ჰქონდა შედეგი, მაგრამ მცირე ხნით. როგორც კი გამოყენებას შევწყვეტდი გამონაყარი ისევ იჩენდა თავს. რაც შეეხება მოლისანს, ძალიან კმაყოფილი ვარ… ერთ თვიანი მოხმარების შემდეგ გაქრა სიწითლე და გამონაყარი. ახლა უკვე 3 თვეა რაც შევწყვიტე გამოყენება, მაგრამ შედეგი უმაგრესია. ამ წამალმა არათუ დროებით, არამედ საერთოდ გააქრო ეს პრობლემა. მადლობა მოლისანს და მის შემქმნელებს.
15.10.2015

10 თიკუნა თათეშვილი

მეგობრებო არც მე მჯეროდა ამ წამლის მაგრამ მაინც გავრისკე და ვიყიდე, ერთი გავსინჯავ ასეთი რა წამალია თქო. მე მაწუხებდა აკნე და სახეზე გამონაყარი. ჩემი ოცნება იყო ლამაზი და სუფთა სახე მქონოდა. მეგობრებო მინდა გითხრათ რომ მოლისანმა ჩემი ოცნება ამისრულა. ყველას გირჩევთ მოლისანის გამოყენებას. ხალხნო ჩემი პირადი მაგალითიდან გეუბნებით, არ ვაჭარბებ. მადლობა იმათ ვისაც მოლისანი შექმნა.
14.10.2015.

10 ნანა კორსავა

15 წლიანი გამოცდილება მაქვს კოსმეტოლოგიაში. ხშირად, სიმართლე გითხრად მიჭირდა რომელი საშუალება უნდა გამომეწერა პაციენტისთვის რომ ყველანაირ ინფექციურ გამონაყარს გამკლავებოდა.
მე უბრალოდ გაოგნებული ვარ რაც მოლისანმა შეძლო. ჩემი 12 წლის გოგონაზე მოვსინჯე ეს პრეპარატი და საუკეთესო შედეგი მომცა. მას მერე აქტიურად ვიყენებ მოლისანს.
მართლაც დიდი მადლობა, ეს უნიკალური საშუალებაა და ყველას ოჯახში უნდა იყოს როგორც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ერთი დღე ვეღარ გავძლებ მოლისანის გარეშე.
მადლობა ბატონო დავით რომ არსებობთ და მოგვეცით საშუალება დავეხმაროთ ჩვენს პაციენტებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მირეკავენ და მადლობას მიხდიან, ეს თქვენი დამსახურებაა.
12.10.2015.

10 ნატალია შევჩენკო

ხალხო მართლა ეფექტურია?? დავიტანჯე, 4 წელია რა წამალი, რომელი კოსმეტოლოგი, რომელი დერმატოლოგი არ მოვიარე. დავიტანჯე, დედას გეფიცებით, მირჩიეთ როგორია მოლისანი. 02.01.2015.
მოლისანიიი მიყვააარს!!! დედამიწაზე ყველაზე სასარგებლო წამალია! ჩემი გადამრჩენელია! და ალბათ კიდევ რამდენი გადაარჩინა! ...მანამ სანამ მოლისანს წავისვამდი არ მჯეროდა ოდესმე თუ კანი გამეწმინდებოდა, რა არ ვიხმარე, სად არ ვიყავი, რის ექიმთან არ ვიყავი. თავიდან ვკომპლექსდებოდი, თუმცა შემდეგ შევეჩვიე. მაგრამ ერთ დღესაც იმედგაწურული ვიყავი რომ აღარასოდეს მომირჩებოდა სახე! თუმცა ჩემმა დეიდაშვილმა ძალიან ცოტა გადმომისხა, რა იცი იქნებ გიშველოსო, და წავისვი ძალიან უგულოდ დაწოლისას, და დილით მთელ სახეზე გამომაფინა. მაგრამ 1 თვე რეგულარულად ვისვი და მთელი თვე მაყრიდა და მაყრიდა. მაგრამ მესამე თვეა ვისვამ და იდეალური შედეგი მაქვს. ღმერთს მადლობა რომ მოლისანი არსებობს! გაიხარეთ, უფალი გფარავდეთ!
21.05.2015.

10 Fati Cinadze

მართლაც უნიკალური პრეპარატია მოლისანი, შედეგი 100%. ჩემმა შვილმა გამოიყენა გარდატეხის ასაქში, სახე სულ გაუსუფთავა. მას შემდეგ მოლისანი ოჯახის №1 პრეპარატია!

10 დალი მუშკუდიანი

ორი წელი გვტანჯავდა ვულგარული აკნე. გარდატეხის ასაკში დაიწყო და უამრავი ექიმებისა და წამლების გამოყენების შემდეგაც არაფერი შედეგი არა გვქონდა. სახეზე ჩირქოვანი გამონაყარი და გაწითლებული ადგილები ვერ შევამცირეთ. ახლობელმა მოლისანი გვირჩია. აღარაფრის გვჯეროდა. ზერელედ დავიწყეთ გამოყენება და სამი დღის შემდეგ ჩირქოვანმა გამონაყარებმა ალაგება დაიწყო. კანმი აღდგა და შვილის სახე ამდენი ხნის შემდეგ დავინახე. ახლა ყოველ დღე კანს ვისუფთავებთ მოლისანით და სახეზე არა გვაქვს არცერთი ჩირქოვანი წერტილი. დიდი მადლობა!
17.12.2014

2006 - 2017 წლების კომენტარები იხილეთ აქ: მომხმარებლის აზრი, კომენტარები, წერილები

10

მნიშვნელოვანი გაფრთხილება:

საიტზე წარმოდგენილი ყველა პრეპარატი, მიეკუთნება კომპლემენტარული მედიცინის საშუალებების ჯგუფს. ფორმალურად ამ საშუალებებს არ სჭირდებათ ექიმის რეცეპტი, და ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მათი შეძენისა და გამოყენების თაობაძე. საიტი molisani.ge, განკუთვნილია მომხმარებლის ინფორმაციულობისათვის კომპლემენტარული მედიცინის პრეპარატების საკითხებთან დაკავშირებით. საიტი - molisani.ge-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი დასმული დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობაზე. ეს საკითხები სათანადო კომპეტენციის მქონე მედიცინის სპეციალისტების სფეროს წარმოადგენს.