მოლისანი ალოე ვერა აბრეშუმის ამინომჟავებით.

აბრეშუმის მოლისანი ალოე ვერა

✔ კანის მოვლა: მოლისანი ალოე ვერა ებრძვის აკნეს და ამცირებს მის სიმპტომებს; აქრობს ლაქებს (ანთების შემდგომი ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, ნაწიბურები, მოწითალო პიგმენტური ლაქები, ვიტილიგო); ავიწროებს კანის ფორებს, ამცირებს სტრიებს, ატენიანებს და კვებავს, ამშვიდებს, აღადგენს და იცავს კანს გარემოს მავნე ფაქტორებისგან (ძლიერი ქარი, ტემპერატურის ცვალებადობა, მკვეთრი ულტრაიისფერი გამოსხივება); ხელს უწყობს დაბერების პროცესის შენელებას და გაახალგაზრდავებას. ღრმად, მაგრამ ნაზად ასუფთავებს ეპიდერმისს, უწყობს ხელს მკვდარი უჯრედების აქერცვლას და მოშორებას, ანიჭებს სახეს ახალგაზრდულ იერს, სახის კანი კი რბილდება და იძენს მეტ ელასტიურობას;

✔ თმის მოვლა: მოლისანი ალოე ვერა ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. კვებავს დაზიანებულ მტვრევად თმას. აჩერებს თმის ცვენას და ნაადრევ გაჭაღარავებას.

✔ ინტიმური ჰიგიენა: ნაზად ასუფთავებს, ატენიანებს, არბილებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. უზრუნველყოფს სისუფთავეს, ანადგურებს მავნე ფლორას და ხსნის ლორწოვანის გაღიზიანებას. ატენიანებს ნაზ თმას და მატებს აბრეშუმის სირბილეს და ბუნებრივ ბზინვარებას. იცავს არასასიამოვნო სუნისგან დღის განმავლობაში. გათვლილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.


მოლისანი ალოე ვერა აბრეშუმის ამინომჟავებით გამოიყენება ფერიმჭამელების, აკნეს, დერმატიტის, კანის წყლულების და ეგზემის მკურნალობისთვის. გარდა ამისა, ალოე ვერა ეფექტურად ებრძვის ვენების ვარიკოზულ დაავადებასთან და უწყობს ხელს კანის ზედაპირის გასწორებას. ლიგნინის შემცველობის გამო, სინოტივე და სამკურნალო ნივთიერებები აღწევენ კანის ღრმა შრეებში, რაც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და განახლებას უჯრედულ დონეზე.

აბრეშუმის პროტეინები და ამინომჟავები კანის ზედაპირზე წარმოქმნიან ტენიან გელისმაგვარ საფარს, რომელიც იცავს და არბილებს კანს. ის ატენიანებს და ამკვრივებს კანს, მისი ტურგორისა და ელასტიურობის ზრდის შედეგად, აქრობს გახევებული კანის ეფექტს, ააქტიურებს ცილების ცვლის პროცესს. ამას გარდა, ჩვენი კანი იყენებს აბრეშუმის ამინომჟავას საკუთარი ცილების სინთეზისთვის.

დამატენიენებელი მოქმედება.
ალოე არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს, ამასთანავე არ ანიჭებს მას ზედმეტ ბზინვარებას და არ ახშობს ფორებს. იდეალურია პრობლემური სახის კანის დატენიანებისთვის.

ანტიასაკობრივი ეფექტი.
თხელი ნაოჭების წარმოქმნა, სიმშრალე და კანის ტონუსის დაკარგვა წარმოადგენს გარდაუვალ მოვლენას, მაგრამ ალოე ვერას შეუძლია მისი გადავადება. ამ მცენარის ფოთლებში მრავალი ანტიოქსიდანტია, მათ შორის ბეტა-კაროტინი, ა- და ე- ვიტამინები, რომლებიც კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში უწყობენ ხელს კანის ბუნებრივი ტონუსის გაუმჯობესებას და მისი სინოტივის და სიმკრივის შენარჩუნებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ზოგიერთი სპეციალისტის მტკიცებით ეს კომპონენტი კანში შეღწევისთანავე იწვევს ფიბრობლასტების გამრავლების სტიმულირებას. ზუსტად ეს უჯრედები აგებენ პასუხს კოლაგენის და ელასტინის სინთესზე, რაც აუმჯობესებს კანის სიმკრივეს.

ამცირებს აკნეს სიმპტომებს.
ალოე ვერას გელი (მცენარის წვენი) შეიცავს ორ ჰორმონს: აუქსინს და გიბერელინს, რომლებიც არა მარტო განაპირობებენ ჭრილობის შეხორცებას, არამეტ გამოირჩევიან ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით, რაც ამცირებს კანის ანთებას. გარდა ამისა, ალოეს ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები, რაც დადებითად მოქმედებს კანის მიკროფლორაზე ფერიმჭამელების დროს.

დამამშვიდებელი და შემახორცებელი მოქმედება.
ალოე ამშვიდებს კანს და ამცირებს ანთებით პროცესს და ქავილს, გარდა ამისა არა მარტო გამონაყარის, არამეტ ბებერას გამოვლენას. ალოე ვერას წვენი აუმჯობესებს კანის სწრაფ შეხორცებას, აგრეთვე წარმოქმნის დამცავ შრეს კანის ზედაპირზე, რომელიც უწყობს ხელს ჰიდრობალანსის შენარჩუნებას. გარდა ამისა გიბერელინი, რომელსაც შეიცავს ალოეს წვენი, მოქმედებს როგორც ზრდის ჰორმონი და იწვევს ახალი უჯრედების ზრდის სტიმულირებას. ეს განაპირობებს კანის სწრაფ რეგენერაციას, თანაც სრულიად ბუნებრივი გზით და ნაწიბურების წარმოქმნის მინიმალური რისკით.

ამცირებს სტრიების გამოვლენას.
გარკვეული კომპონენტები, რომლებიც უწყობენ ხელს კანის ელასტიურობის აღდგენას და აგრეთვე აუმჯობესებენ უჯრედების რეგენერაციას, ანიჭებენ ალოეს შემცველ კოსმეტიკას ზედაპირული სტრიების შენიღბვის თვისებას.

დადებითად მოქმედებს თმაზე და გვეხმარება გამელოტებასთან ბრძოლაში.
მოლისანი ალოე ვერა აბრეშუმის ამინომჟავებით აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს. კვებავს დაზიანებულ მტვრევად თმას. აჩერებს თმის ცვენას (ალოპეცია) და ნაადრევ გაჭაღარავებას.

ეფექტურია მზის დამწვრობის დროს:
ატენიანებს, ამშვიდებს და აღადგენს კანს მზის დამწვრობის დროს.

ინტიმური ჰიგიენა, ნაზი კანის მოვლა:
ნაზად ასუფთავებს, ატენიანებს, არბილებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. უზრუნველყოფს სისუფთავეს, ანადგურებს მავნე ფლორას და ხსნის ლორწოვანის გაღიზიანებას. ატენიანებს ნაზ თმას და მატებს აბრეშუმის სირბილეს და ბუნებრივ ბზინვარებას. იცავს არასასიამოვნო სუნისგან დღის განმავლობაში. შესაძლებელია მისი გამოყენება უშუალოდ შხაპის ან ეპილაციის (გაპარსვის) პროცედურის შემდეგ. გათვლილია ყოველდღიური მოხმარებისთვის. ქალური დაავადებების მკურნალობის მიზნით (ვაგინალური კანდიდოზი (სოკო, რძიანა, თეთრად შლა), საშვილოსნოს ვირუსული პაპილომა, ეროზია, კოლპიტი, ვაგინიტი, ენდოცერვიტი, გენიტალური ჰერპესი) გამოვიყენოთ მოლისანი რექტოვაგინალური ანტისეპტიკი.

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ძირითადი კომპონენტები: ალოე ვერა, აბრეშუმის ამინომჟავა, მკვდარი ზღვის მარილი, მცენარეული ეთერზეთები.


გამოხმაურება:

10

Ani Margieva

Molisanit dzalian kmayofili var! Eliksirze saertod sheyvarebuli var 💖 sheshupebebi momexsna, sisxldzargvebis mdgomareoba gamiumjobesda, grdzilebis anteba chamicxra (rasac sxva sashualebebit ver mivagwie)! Axali produktic dzalian momwons "aloe vera", akneze momixda! Kani damimshvida da gamiaxalgazrdava... Tvalebze videb xolme dzilis win, da dilit agar maqvs tvalebi sheshupebuli. Didi madloba molisans!!! Spasibo chto vi est! ❤️❤️
24.03.2018.

10

Eka Buskivadze

მოლისანი ალოე ვერა არ მაქვს, უნდა შევიძინო. მოლისანი ანტისეპტიკი სულ მაქვს და საუკეთესოა👍👍
23.03.2018.

10

Maka Machablishvili

მართლაც ჯადოსნურია მოლისანი. ალოე ვერა არ მიცდია. გუშინ წინ ვიყიდე მოლისანი ლოსიონი და ორ დღეში უკვე შედეგი სახეზეა.
22.03.2018.

10

Левченко Сали

პირველად მოლისანის ლოსიონი ჩუტყვავილა ბატონების დროს გამოვიყენე, მას შემდეგ სულ ვიყენებ როგორც სახის გამწმენდ საშუვალებას. ბატონების შემდგომ ნაიარევი საგრძნობლად გამიქრო და ამ ხსნარის გარეშე ვერ წარმომიდგენია სახის კანის მოვლა. ახლა მერგო პატივი მოლისანი ლოსიონის გაუმჯობესებული უფრო დახვეწილი ფორმულის გამოყენება ალოე ვერათი, სასწაული რაგაც გამოვიდა უღრმესი მადლობა ბატონო დავით იმისთვის რომ ხართ 😍 ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ 😍
19.03.2018.
10

Avt Nan

სახის კანს ვიწმენდ მოლისანით, შეუდარებელია. სტომატიტებიც მომირჩინა და ფსორიაზის კერები ჩამიცხრო. დიდი მადლობა რომ ასეთ პრეპარატს აწარმოებთ.
21.11.2017.

10

Dqm Sordia

მოვესალმები ყველას, მე ვარ მოლისანის მომხმარებელი, დამიჯერეთ მართლა უებარი წამალია, მე ვხმარობ სახის კანის სამკურნალოდ, შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ კვეყნის კოსმეტოლოგი და კანის ექიმი გამოვიარე, მაგრამ ვერავინ ვერ მიშველა, კიდე უფრო მეტად გამიღიზიანეს. ბევრმა არ იცის ამის შესახებ, მეც სრულიად შემთხვევით გავიგე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
19.11.2017.
10

Ane Rosh Beauty Academy

მეგობრებო, სასწაულ მოქმედი ,,მოლისანი,, ჩვენი რჩევაა თქვენთვის!!! თმის ცვენა, აკნე, გინეკოლოგია, ბუასილი, ყელის ტკივილი, კუჭნაწლავის პრობლემები... ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე გვინდა გახაროთ, აღინიშნება საკმაოდ მაღალ%-იანი შედეგები!!! და ეს სასწაულია!!! გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
19.11.2017.
10

Shore Na

მოლისანს რაც შეეხება, საუკეთესო გამოგონებაა. კანს საოცარ სინაზეს და სიცოცხლეს აძლევს. ქიმიურ ლოსიონებს მილიარდჯერ ჯობია მოლისანმით კანის გაწმენდა.
05.11.2017.
10

ციური ჯაფარიძე

მე მოლისანით ვიწმენდ სახეს და ძალიან კმაყოფილი ვარ. მერე ვისმევ მკვებავს.
22.10.2017.

10

Zakuna Zurabashvili

კი ნამდვილად მოლისანი უნიკალური წამალია, მე თვითონ ვიყენებ ამჟამად, სახის კანი გამიკრიალა.
16.10.2017.

10

Linda Viqtoria Sharuni

მე დავამარცხე აკნე... რა ფასის ბრენდის კოსმეტოლოგიური პროდუქტით არ მისარგებლია და უშედეგოდ. მოლისანის არც კი მჯეროდა, მაგრამ შედეგმა გამაოცა!
16.10.2017.
10

მარიამი მარიამი

მე სამადლობელი სტატუსი ადრეც დავწერე და კიდევ მინდა გაგიმეოროთ, უღრმესი მადლობა, რომ არსებობს მოლისანი, ამ სითხის წყალობით ჩემს ლამაზთვალა გოგონას ძალიან დიდი ხანია სახეზე აღარ წაუსვამს ეგრეთ წოდებული ტონალური კრემი გამონაყარის დასაფარად, რადგან მოლისანის ხმარების შემდგ გამონაყარი საერთოდ გაუქრა და კანი საოცრად ნაზი აქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ.
14.10.2017.
10

Anuki Gocadze

მეც მასე, თავიდან უფრო გამომაყარა სახეზე ყველაფერი, ამომიღო რაც კი ცუდი მქონდა სახეზე, ძაან მაგარია მოლისანი.
05.10.2017.
10

Tea Tea

მეც, მაკიაჟს მოლისანით ვიშორებ და მკვებავს საერთოდ აღარ ვიყენებ. მადლობა მოლისანს ამ კომფორტისთვის
04.10.2017
10

Maka Machablishvili

ნამდვილად სასწაულია, ჩემ გოგოს ქონდა გამონაყარი სახეზე, რა არ ვცადეთ, მოლისანის ლოსიონმა მოლოდინს გადააჭარბა. შედეგი სახეზე იყო 2 დღის შემდეგ. საამაყოა რომ ესეთი ჯადოსნური სითხე ქართულია.
27.05.2017.
10

Nino Chemia

ორი დღეა მოლისანს ვისმევ სახეზე გამონაყარის გამო, გაოცებული ვარ! ძალიან მომიხდა! ასე თუ გამისუფთავა სახე აწი ტონალურით აღარ მომიწევს ჩემი "პრიშიკების" დამალვა. მადლობა მოლისანის შემქმნელს.
17.05.2017.
10

Nino Gvinianidze

სასწაულად მოუხდა ჩემს კანს. შავი წერტილები დროთაგანმავლობაში გამიქრო.
ხვალ კიდე უნდა ვიყიდოო. მადლობა რომ არსებობს მოლისანი.
11.05.2017.
10

Guse Guse

მე ვიხმარე მოლისანი აკნესთვის, თავიდან რომ გითხრათ უარესად გამომაყარა 😄 მაგრამ ნელ-ნელა, დრო რომ გავიდა სულ ამილაგა სახე, წარმოიდგინეთ ფორებიც კი შემივსო, მადლობელი ვარ.
04.05.2017.
10

Фарида Мингараева

Батоно Давид Вы такой хороший, спасибо вам за Молисан. Я из Чистополя, вылечила Фурункулёз... Правда не могу писать на вашем языке.....
26.04.2017.
10

Anuki Anuki

მე ვსარგებლობ მოლისანით და აღფრთოვანებული ვარ მეგობრებო.
ყველას გირჩევთ შეიძინოთ 😘😘😘
21.04.2017.

10 Karolis Siusas

Molisan it is a natural product which helps to maintain healthy skin.

15.03.2017.

10 Nino Shonia

მართლაც, ძალიან მაგარია... ლოსიონს და მოლისან ელექსირს ერთად ვიყენებ. კუჭის პრობლემა მქონდა და ელექსირის დალევა როგორც კი დავიწყე, სახეზე გამონაყარიც აღარ გამჩენია! სახის ლოსიონმა შავი წერტილებიც ძალიან შემიმცირა. ძალიან კმაყოფილი ვარ!
03.03.2017.

10 Mari Shkubuliani

მეც გამოვიყენე და დღესაც ვიყენებ მოლისანს. ფანტასტიური საშუალებაა სახის გასაწმენდად. რამოდენიმე გამოყენებისთანავე ვნახე შედეგი. გირჩევთ ყველას, მართლაც უტყუარია!
26.02.2017.

10 Irma Afxaidze

მოლისანი არაჩვეულებრივი გამწმენდი საშუალებაა, არანაირ ლოსიონს და მალამოს აღარ ვხმარო, თავიდან თითქოს გამომიშრო კანი, მაგრამ მეორეთ დავიწყე და ეხლა პირიქით მიტენიანებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ყველას ვურჩევ.
21.01.2017.

10 Mzia Inasaridze

ვეთანხმები სრულიად! დიდი ხანია აღარ ვყიდულობ ძვირადღირებულ არც ლოსიონებს და არც მაზებს. მოლისანი კანისთვის უნიკალურია, მით უმეტეს როცა ალერგიული ფონია.
13.01.2017.

10 Tayona Bagdavadze

სასაცილოდ არ მეყო პირველად რომ ვიყიდე, თუმცა ამაზე კარგი ანტისეპტიკური ლოსიონი, ცხოვრებაში არ მქონია. მართლა ბევრი კარგი რამ მზადდება ამ ქვეყანაში.
09.01.2017.

10 Mari Mari

Mec zalian kmayopili var Molisanis... Saxeze gamoviyene 1 tve, shedegi egreve ar momca magram mkurnalobis mere yuradgeba agar mimiqcevia imdenad didixani vezebdi raime karg sashualebas rom agar mqonda imedi. Magram gavogndi... Aknes naciburebi, lurjad darchenili laqebi sul gamiqro.
06.01.2017.

10 Eliso Oniani

დიდი მადლობა მოლისანს, მართლაც ჯადოსნური სითხეა, ჩემ შვილს ჰქონდა აკნე, ვერაფერმა უშველა, მოლისანის ხმარების მეორე დღესვე ვეღარ ვცნობდი შვილს ისეთი ეფექტი ჰქონდა, მრავალს დაესწარით.
01.01.2017.

10 Eko Erekle Eko (GvanTsa Modebadze)

მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, ორსულობაში სახეზე მქონდა გამონაყარი და შემდეგ ლაქები, თავიდან რომ დავიწყე გამოყენება თითქოს კანი გამომიშრო და უფრო გამომივიდა გამონაყარი, მაგრამ დღითიდღე ამილაგა სახე, კანი ელასტიური გახდა და გამონაყარიც გააქრო, ცოტა დამრჩა და ვიზოგავ, არ მინდა დამიმთავრდეს 😊 მადლობა თქვენ, გილოცავთ ახალ წელს 💖 31.12.2016.

10 Мариам Клдиашвили

მეც გამოყენებული მაქვს მოლისანი ბევრჯერ, და თავდაპირველად პირველი 1 კვირა სახის მდგომარეობა შედარებით გაუარესდა, ხოხლო ამის შემდეგ სრულიად დაიწყო სახის კანის გაუმჯობესება. და ეს სახის კანის დაჭიმულობა კი უფრო მირბილდება დროთადრო.
24.11.2016.

10 Nanka Nanka

ჩემ შვილს ჰქონდა სახეზე და ტანზე გამონაყარი, რა აღარ იხმარა. გადასხმებიც გაიკეთა. ამ წამალმა უშველა, მთელი სხეული გაუკრიალა და სახეც. სამ დღეში უკვე შეიმჩნეოდა შედეგი.
02.11.2016.

10 Esteri Korsava

მე საშინელი გამონაყარი მქონდა და ამის გამო საშინლად განვიცდიდი... დედაჩემმა რა არ მახმარა მაგრამ არაფერი არ მშველოდა... მადლობა... ძალიან გახარებული ვარ რომ ეს პრობლემა მოლისანმა მომიხსნა... მადლობა მოლისანის გამომგონებელს და ჩემს საყვარელ დედას 💖
27.10.2016.

10 Nana Xurcilava (Anastasia Gvilava)

მოლისანი მართლაც კარგია, ამაში დავრწმუნდი. გამონაყარზე სახეზე ერთი ბოთლი ვიხმარე და დამანახა შედეგი, რას არ ვხმარობდი და არაფერი მაძლევდა მცირე შედეგსაც. აუცილებლად უნდა ვიყიდო კიდე, კურსი ბოლომდე გავიარო, როგორც წერია. მადლობელი ვარ ვინც ეს მოლისანი გამოიგონა მისი.
16.10.2016.

10 So Fo

მოლისანი ძაან კაია, მე ვხმარობ ერთი თვეა და კმაყოფილი ვარ. მთელი ცხოვრება სახეზე გამონაყარი ვერ გავიქრე, რა აღარ ვიხმარე, ძვირადღირებული მედიკამენტების ჩათვლით და მოლსანის გარდა არაფერმა მიშველა. მადლობა თქვენ.
29.09.2016.

10 თათია გაბესკირია

მომწონს ძალიან, მომიხდა როზაცეას გამწვავებულ ფაზაში. მადლობა მოლისანის შემქმნელს და ნანა ექიმს რომელმაც მირჩია მოლისანის გამოყენება.
16.09.2016.

10 Bela Laitadze

ორი კვირა და ჩემს სახეზე იდეალური შედეგი. მოლოდინს გადააჭარბა. რა კოსმეტოლოგი და რა წამლები, მოლისანი არის ორივე ერთად. მადლობა უცხო ქალბატონს ვინც მირჩიააა.

03.09.2016.

10 So Fo

მოლისანი ძაან კაია, მე ვხმარობ ერთი თვეა და კმაყოფილი ვარ. მთელი ცხოვრება სახეზე გამონაყარი ვერ გავიქრე, რა აღარ ვიხმარე, ძვირადღირებული მედიკამენტების ჩათვლით და მოლსანის გარდა არაფერმა მიშველა. მადლობა თქვენ.
29.09.2016.

10 ინგა რისანოვა-მოდებაძე

მოლისანის 1 ბოთლი ვიხმარე მარტო, დეკემბერში ვიყიდე და სანამ არ დამიმთავრდა ვადაგასულიც ვიხმარე სახეზე. იმის მერე არანაირი გამონაყარი აღარ მაქვს... საერთოდ სულ სუფთად მაქვს სახე.
06.08.2016.

10 BellaApo Bellaapo Katamadze

ისე ბავშვს აქვს გარდატეხის პერიოდი და სახეზე გამონაყარი სულ გადაუსუფთავა. ამის გამო მოლისანს მადლობა.
30.05.2016.

10 Maka Minadze

მოლისანს ჯერ კანიდან გამოაქვს წხიმგროვები და ბაქტერიები, თავიდან მეც მასე ვიყავი, გარეთაც არ გავდიოდი და ეხლა თანდათან დამილაგდა სახე და მოშუშება დაიწყო. 3 წლიანი ლაქები და ნაწვალები სახე მქონდა, ეხლა ვეღარ ვცნობ ისე ნელნელა მეწმინდება სახე, მოთმინება და შედეგიც სახეზეა. მეც ძალით მიყიდა მეგობარმა, იქნებ გიშველოს 30 ლარი არაფერიაო, შევედით და ვიყიდეთ, იმ დღესვე საშინელი შედეგი მომცა, გული მისკდებოდა, ყველა მაწყნარებდა, თავიდან ასეაო. ახლა კი მიხარია რომ ასე გამოვიყურები. მადლობა მოლისანს და ჩემ უსაყვარლეს მეგობარს ლაშიკოს 😘
09.04.2016.

10 Laerti Qobalia

დიდი მადლობა მოლისანის მწარმოებლებს და თქვენ, ვინც მოლისანის სასწაულმოქმედ და კეთილი თვისებებით სავსე, მრავალგზის მკურნალი წამლის შეძენაში დაგვეხმარეთ... ალბათ სულ ცოტა დრო იქნება საჭირო იმისათვის რომ, მთელი სამყარო გაეცნოს ამ წამალს.... მე პირადად მქონდა კანზე გამონაყარი... რომელიც დროდა დრო გაქრებოდა და ისე მოულოდნელად იჩენდა თავს რომ, იმედი მქონდა გაცრუებული რომ განვიკურნებოდი, ნამდვილი სენი იყო ჩემ ცხოვრებაში ეს განუკურნებელი დაავადება... უამრავი წამალი მქონდა ნაცადი, კანის ექიმები ბევრჯერ, მაგრამ უიმედოდ... შემთხვევით ვნახე რეკლამა და უბრალოდ ვცადე, მაინც შემეძინა და კიდევ ერთხელ დამერწმუნა საკუთარი თავი რომ წამლებს არ ქონდათ ისეთი ეფექტი, როგორც რეკლამებშია ხოლმე...
გულწრფელად ვიტყვი!!! წარმოუდგენელი ძალის მქონეა ეს სასწაული სითხე და ვურჩევდი ყველა იმ იმედგაცრუებულ ადამიანს, ვისაც მართლა პრობლემად ექცა კანზე დაავადება, დარწმუნებული ვარ,ბევრი კარგი კომენტარი გაკეთდება ამ მედიკამენტზე... სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის ერთჯერად შეძენილი ბოთლი, სხვასაც გავუზიარე ნაწილობრივ.. ისინიც კმაყოფილნი არიან... გმადლობთ......
მრავალ ახალ წელს დასწრებოდეთ, შეგაძლებინოთ ბევრის განკურნება.... დიდი მადლობა....
01.01.2016.

10 ლილუსია კ.

8 დღის ხმარების შემდეგ მხიარულად ვარ, მადლობა, მადლობა, მადლობა!!! მოლისანმა წინ გული, კისერი სულ გამიწმინდა. ვაიმე ბოლო თვეები ამოღებულ ზედას ვერ ვიცმევდი.

23.12.2015.

10 Tamar A Darsavelidze

მოლისანი არის უკვდავების წყალი, ჯადოსნური სითხე. მოლისანზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რომ 21-ე საუკუნეში, Made in Georgia - Molisani ყველას უნდა ედოს სარკესთან და გადაყაროს ყველანაირი ძვირადღირებული კოსმეტიკა, სახის საცხები და ა.შ. საუკეთესო შედეგი აქვს... მოლისანი უბრალოდ ალამაზებს!
მივმართავ საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რომ მოლისანის გამომგონებელი დააჯილდოვონ ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენით!
05.11.2015.

10 მარიამ შეროზია

მოლისანის გამოყენება ჩემმა მეგობარმა მირჩია, თავიდან არ მეგონა თუ ასეთი კარგი და საკმაოდ სწრაფი ეფექტი ექნებოდა. დაახლოებით ერთი თვე ვიყენებდი ამ წამალს და შედეგმაც არ დააყოვნა. სახეზე გამონაყარი უფრო დაჩირქდა და ბოლოს თვითონ დაიწყო გაქრობა. ძალიან გაკვირვებული და მოხარული დავრჩი, რომ ასე კარგათ იმოქმედა მოლისანმა.
მინდა ავღნიშნო, რომ მანამდე რამდენიმე სხვადასხვა დასახელების მალამოს ვიყენებდი, ზოგს ჰქონდა შედეგი, მაგრამ მცირე ხნით. როგორც კი გამოყენებას შევწყვეტდი გამონაყარი ისევ იჩენდა თავს. რაც შეეხება მოლისანს, ძალიან კმაყოფილი ვარ… ერთ თვიანი მოხმარების შემდეგ გაქრა სიწითლე და გამონაყარი. ახლა უკვე 3 თვეა რაც შევწყვიტე გამოყენება, მაგრამ შედეგი უმაგრესია. ამ წამალმა არათუ დროებით, არამედ საერთოდ გააქრო ეს პრობლემა. მადლობა მოლისანს და მის შემქმნელებს.
15.10.2015

10 თიკუნა თათეშვილი

მეგობრებო არც მე მჯეროდა ამ წამლის მაგრამ მაინც გავრისკე და ვიყიდე, ერთი გავსინჯავ ასეთი რა წამალია თქო. მე მაწუხებდა აკნე და სახეზე გამონაყარი. ჩემი ოცნება იყო ლამაზი და სუფთა სახე მქონოდა. მეგობრებო მინდა გითხრათ რომ მოლისანმა ჩემი ოცნება ამისრულა. ყველას გირჩევთ მოლისანის გამოყენებას. ხალხნო ჩემი პირადი მაგალითიდან გეუბნებით, არ ვაჭარბებ. მადლობა იმათ ვისაც მოლისანი შექმნა.
14.10.2015.

10 ნანა კორსავა

15 წლიანი გამოცდილება მაქვს კოსმეტოლოგიაში. ხშირად, სიმართლე გითხრად მიჭირდა რომელი საშუალება უნდა გამომეწერა პაციენტისთვის რომ ყველანაირ ინფექციურ გამონაყარს გამკლავებოდა.
მე უბრალოდ გაოგნებული ვარ რაც მოლისანმა შეძლო. ჩემი 12 წლის გოგონაზე მოვსინჯე ეს პრეპარატი და საუკეთესო შედეგი მომცა. მას მერე აქტიურად ვიყენებ მოლისანს.
მართლაც დიდი მადლობა, ეს უნიკალური საშუალებაა და ყველას ოჯახში უნდა იყოს როგორც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ერთი დღე ვეღარ გავძლებ მოლისანის გარეშე.
მადლობა ბატონო დავით რომ არსებობთ და მოგვეცით საშუალება დავეხმაროთ ჩვენს პაციენტებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მირეკავენ და მადლობას მიხდიან, ეს თქვენი დამსახურებაა.
12.10.2015.

10 ნატალია შევჩენკო

ხალხო მართლა ეფექტურია?? დავიტანჯე, 4 წელია რა წამალი, რომელი კოსმეტოლოგი, რომელი დერმატოლოგი არ მოვიარე. დავიტანჯე, დედას გეფიცებით, მირჩიეთ როგორია მოლისანი. 02.01.2015.
მოლისანიიი მიყვააარს!!! დედამიწაზე ყველაზე სასარგებლო წამალია! ჩემი გადამრჩენელია! და ალბათ კიდევ რამდენი გადაარჩინა! ...მანამ სანამ მოლისანს წავისვამდი არ მჯეროდა ოდესმე თუ კანი გამეწმინდებოდა, რა არ ვიხმარე, სად არ ვიყავი, რის ექიმთან არ ვიყავი. თავიდან ვკომპლექსდებოდი, თუმცა შემდეგ შევეჩვიე. მაგრამ ერთ დღესაც იმედგაწურული ვიყავი რომ აღარასოდეს მომირჩებოდა სახე! თუმცა ჩემმა დეიდაშვილმა ძალიან ცოტა გადმომისხა, რა იცი იქნებ გიშველოსო, და წავისვი ძალიან უგულოდ დაწოლისას, და დილით მთელ სახეზე გამომაფინა. მაგრამ 1 თვე რეგულარულად ვისვი და მთელი თვე მაყრიდა და მაყრიდა. მაგრამ მესამე თვეა ვისვამ და იდეალური შედეგი მაქვს. ღმერთს მადლობა რომ მოლისანი არსებობს! გაიხარეთ, უფალი გფარავდეთ!
21.05.2015.

10 Fati Cinadze

მართლაც უნიკალური პრეპარატია მოლისანი, შედეგი 100%. ჩემმა შვილმა გამოიყენა გარდატეხის ასაქში, სახე სულ გაუსუფთავა. მას შემდეგ მოლისანი ოჯახის №1 პრეპარატია!

10 დალი მუშკუდიანი

ორი წელი გვტანჯავდა ვულგარული აკნე. გარდატეხის ასაკში დაიწყო და უამრავი ექიმებისა და წამლების გამოყენების შემდეგაც არაფერი შედეგი არა გვქონდა. სახეზე ჩირქოვანი გამონაყარი და გაწითლებული ადგილები ვერ შევამცირეთ. ახლობელმა მოლისანი გვირჩია. აღარაფრის გვჯეროდა. ზერელედ დავიწყეთ გამოყენება და სამი დღის შემდეგ ჩირქოვანმა გამონაყარებმა ალაგება დაიწყო. კანმი აღდგა და შვილის სახე ამდენი ხნის შემდეგ დავინახე. ახლა ყოველ დღე კანს ვისუფთავებთ მოლისანით და სახეზე არა გვაქვს არცერთი ჩირქოვანი წერტილი. დიდი მადლობა!
17.12.2014

2006 - 2017 წლების კომენტარები იხილეთ აქ: მომხმარებლის აზრი, კომენტარები, წერილები

10